წერილის გაგზავნა!
  ნანახია 55662 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტითინტერნეტით ფულის გამომუშავების უამრავი მეთოდი არსებობს, რომელთა შესახებ არაერთი სახელმძღვანელოა დაწერილი, არსებობს სპეციალური ვიდეოკურსები, სემინარები, ინსტრუქციები და ა.შ

ინტერნეტით სოლიდური თანხის გამომუშავება - ცოდნას, მონდომებას, ნებისყოფას, მოტივაციას და დროს მოითხოვს, თუმცა არსებობს მეთოდები, რომლის საშუალებითაც განსაკუთრებული ცოდნის გარეშე და ელემენტალური მოქმედებით არის შესაძლებელი გარკვეული თანხის გამომუშავება: ეს არის აქტიური რეკლამის სისტემები (CAP), პარტნიორული პროგრამები, კოპირაიტინგი, ბიტკოინები, საფოსტო სპონსორები, ინტერნეტ სერფინგი და ა.შ

ასეთი სერვისები ინტერნეტის თვალუწვდენელ სამყაროში უამრავია, თუმცა მათ შორის სანდოს და ნამდვილად გადამხდელის გამორჩევა რთული საქმეა.

თანხის გამომუშავების ასეთ მეთოდს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და სამართლიანადაც, რადგან იმ დროის განმავლობაში, რაც ამ სერვისებთან უნდა გაატაროთ, შესაძლებელია ცოდნის შეძენა, უკეთესად მომზადება და შეუდარებლად ეფექტური საშუალებებით მაღალი შედეგების მიღწევა (ეს სხვა თემაა და ამ მეთოდებზე დაწვრილებით მოგითხრობთ სხვა სტატიებში), მაგრამ თუ მაინც ამ გზით თანხის გამომუშავებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ:

 

აუცილებელი ქმედებები და რეკომენდაციები მუშაობის დაწყების წინ:
 

»» აუცილებელია ელექტრონული საფულე Webmoney, რადგან აღნიშნული საგადამხდელო სისტემა მარტივად და კომფორტულად უზრუნველყოფს თანხის დაგროვებას, გადარიცხვას ან მიღებას ინტერნეტში მუშაობის დროს. სწორედ მისი საშუალებით შეგიძლიათ თანხების მიღება ქვემოთ ჩამოთვლილ პროექტებზე მუშაობის პროცესში.

ამიტომ, თუ თქვენ არ გაქვთ Webmoney - ის ელექტრონული საფულე, რეკომენდებულია ყურადღებით წაიკითხოთ სპეციალური ვებმონეის შესასწავლი კურსი და გახსნათ ვებმონეის ელექტრონული საფულე მისამართზე: WebMoney.ru. Webmoney - ის ელექტრონული საფულის გარეშე, თქვენ ვერ დარეგისტრირდებით ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა სპონსორის სერვისზე და მითუმეტეს, ვერ შეძლებთ დაგროვილი თანხის მიღებას.

ვებმონეის საფულის გახსნა ძალიან მარტივია, ამიტომ, აღნიშნული პუნქტი პრობლემის გარეშე უნდა შეასრულოთ მუშაობის დაწყების წინ.

გახსოვდეთ, რომ თქვენ იღებთ პროცენტებს ქვემოთ ჩამოთვლილ პროექტებზე თქვენი სახელით (რეფერალური ბმულით) დარეგისტრირებული მომხმარებლებიდან, ხოლო რაც უფრო მეტია თქვენი რეიტინგი, მით უფრო მეტი პროცენტი გერიცხებათ მათ მიერ გამომუშავებული თანხებიდან. იცოდეთ რომ ამით თქვენს რეფერალებს თანხებიდან არაფერი აკლდებათ, ისევე როგორც არ გაკლდებათ თქვენ (როცა თავადაც რეფერალური ბმულით ხართ დარეგისტრირებული).

აუცილებელია იცოდეთ, რომ ყველაზე მეტი საიტები სერფინგისთვის და "კლიკებისთვის", ასევე ტესტები და წერილები მოდის დილით და საღამოს. 

აქ მოყვანილია ყველაზე მარტივი, შემოწმებული და დროში გამოცდილი (რუსული) სისტემები, რომლებიც იხდიან მომენტალურად (და არა ნაკლებს), ევროპული და ამერიკული სისტემებისგან განსხვავებით. გარდა ამისა, თანხა გერიცხებათ საფულეზე "ვებმონეი" - Webmoney, საიდანაც თანხის გამოტანა შეგიძლიათ ქართული სერვისით - www.mm.ge, ან ქართული ბანკების საშუალებით.

 

…………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………

ADF.LY

ძალიან ძველი და გამოცდილი სერვისი, რომლის საშუალებითაც დიდი ძალისხმევის გარეშე არის შესაძლებელი თანხის გამომუშავება.

სერვისის არსი მარტივია. მისი საშუალებით თანხის გამომუშავება შეუძლია ყველა ადამიანს. სერვისის მუშაობის არსი შემდეგშია:

ADF.LY სპეციალური პროგრამით მომენტალურად ამოკლებს ნებისმიერ ბმულს (ეს შეიძლება იყოს კონკრეტული სტატიის, სურათის, ვიდეოს, ფორუმის, ბლოგის და ა.შ ნებისმიერი ბმული).

ამ ბმულების განთავსება შესაძლებელია ყველგან, სადაც კი ხელის მიგწვდებათ - საიტზე, ბლოგზე, სოციალურ ქსელებში (ფეისბუზე, ტვიტერზე, ოდნოკლასნიკებზე, გუგლზე, იუთუბზე და ა.შ).

ბმულებზე ყოველი მომხმარებლის გადასვლის დროS თქვენ გერიცხებათ ანგარიშზე გარკვეული თანხა.

გაცილებით მეტი თანხის გამომუშავება შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს საკუთარი ბლოგი ან საიტი, იუთუბის არხი. სადაც ბმულების განთავსების შანსი გაცილებით დიდია.

გარდა ამისა, საიტს აქვს რეფერალური პროგრამა და თქვენი რეფერალური ბმულით დარეგისტრირებული მომხმარებლებისგან დაგერიცხებათ მათ მიერ გამომუშავებული თანხის 20%.

სერვისით სარგებლობა ძალიან მარტივია

დარეგისტრირების და სისტემაში შესვლის შემდეგ, საიტის ცენტრში განთავსებულ ველში ჩასვამთ (ჩააკოპირებთ) ნებიმიერ ბმულს, რომლის დამოკლებაც და განთავსებაც გსურთ, დააჭერთ ღილაკს - Shrink

სერვისი ავტომატურად იმავე ველში გარდაქმნის ბმილს მოკლე ბმულად. მის გასწვრივ კი ღილაკ Shrink - გაჩნდება ღილაკი Copy

დააჭერთ ამ ღილაკს და ბმული კოპირებულია. ამის შემდეგ ჩასვამთ ამ ბმულს სადაც გსურთ - საიტზე, ბლოგზე, ფეისბუქზე, ტვიტერზე, გუგლში, იუთუბზე, ფორუმებზე, ბანერებზე და ა.შ.

მასზე ნებისმიერი მომხმარებლის გადასვლის შემდეგ გარკვეული თანხა ჩაირიცხება თქვენს ანგარიშზე.

დაგროვილი თანხის გამოტანა შესაძლებელია PayPAL, Payoneer და Payza -ს საშუალებით მომენტალურად, როცა თანხა მიაღწევს 5$-ს.

თანხის დაგროვება და გამოტანა ხდება ავტომატურად თვეში ერთხელ, პირველ რიცხვში, თუმცა შესაძლებელია ყველდღიური გამოტანაც, იმ შემთხვევაში, თუ გამოსატაბი თანხა არ არის 5 დოლარზე ნაკლები, თუ თქვნი აქაუნთი არის 1 თვეზე დიდი ხნის და თუ ერთხელ მაინც გაქვთ თანხა გამოტანილი ავტომატურად.

 

ADF.LY
როგორ ვიშოვოთ ფული - ADF.LY

 

…………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………

seosprint


SEO sprint - 
ყველაზე პოპულარული და მომგებიანი რუსული სერვისია. იგი გაიხსნა 2010 წელს და 2013 წლის მონაცემებით, მასზე დარეგისტრირებულია 1,8 მილიონზე მეტი მომხმარებელი, რომელთათვისაც სერვისს გადახდილი აქვს 60 მილიონ რუბლზე მეტი.

სერვისს თანამედროვე დიზაინი, მარტივი, გასაგები ინტერფეისი და შესანიშნავი ფუნქციონალი გააჩნია. აღსანიშნავია ადმინისტრაცია, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ მოვალეობას და ოპერატიულად აგვარებს ნებისმიერ პრობლემას.

თანხის გამომუშავების დაშვებული მეთოდებია:

სერფინგი - პრაქტიკულად განუსაზღვრელი რაოდენობის საიტები, რომლებითაც მალ-მალე ივსება სერვისი.

წერილების კითხვა - დღეში 20 და მეტი წერილი.

ტესტების გავლა - დღეში 10 და მეტი ტესტი.

დავალებების შესრულება - პრაქტიკულად განუსაზღვრელი რაოდენობის ერთჯერადი და მრავალჯერადი დავალებები კატეგორიებისა და პარამეტრების მიხედვით (რეგისტრაცია, "კლიკები", რეგისტრაცია+აქტიურობა, სოციალურ ქსელებში აქტიურობა, წერილების და სტატიების დაწერა, პოსტების დაწერა ფორუმებში და ბლოგებში, ფორექსი, თამაშები, ინვესტიციები და ა.შ)

რეფერალები - თქვენ იღებთ თქვენი სახელით დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ გამომუშავებული თანხიდან % - ებს (რეფერალების დონეების მიხედვით).

»» საგადამხდელო სისტემა - WebMoney, Яндекс Деньги, LiqPay, Payza, Perfect Money

»» გადახდები - მომენტალურად! ერთხელ დღეში, დღიური ლიმიტი 500 - დან 1000 რუბლამდე.

რეგისტრაციის პროცესის დროს გასავლელი გექნებათ პატარა ტესტი, პროექტის წესებთან დაკავშირებით, რომელსაც ადვილად შეავსებთ, თუ წაიკითხავთ პროექტის წესდებას. თუ ამას ვერ ახერხებთ, აი პასუხები, რომელიც უნდა მონიშნოთ რეგისტრაციის დროს:

1.Рекламодатель 
2.Аккаунт будет удалён 
3.Категорически запрещено 
4.Запрещено 
5.Не может. Деньги можно потратить только на рекламу 
6.Баланс и площадки обнуляются, деньги не возвращаются, рефералы свободны
7.Покинуть проект

რეგისტრაციის შემდეგ არ დაგავიწყდეთ მიიღოთ სტატუსი "Рабочий", ამისათვის საჭიროა შეხვიდეთ და შეავსოთ თქვენი პირადი მონაცემები, ჩაწეროთ მითითებულ არეში თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი და მიღებული სმს - ით გაააქტიუროთ სარეგისტრაციო ჩანაწერი (”აქაუნტი”).

სტატუსი "Рабочий" იძლევა შესაძლებლობას ყოველდღიურად გამოიტანოთ თანხა სერვისიდან, მიიღოთ პარტნიორული ბონუსი (რეფბანკი), და მოიხსნათ სხვა შეზღუდვები. სტატუსის მიღების პროცედურა უფასოა და მხოლოდ 2 წუთს წაგართმევთ.

თუ მხოლოდ სერფინგი და წერილები გაინტერესებთ, გვერდები გადატვირთეთ 2-3 წუთში ერთხელ, რადგან რეგულარულად ემატება ახალი საიტები (დღის განმავლობაში 200 - მდე საიტი, 20-მდე წერილი და 10-15 ტესტი).

ასევე ყოველთვის ყურადღებით იყავით და მაუსის ისარი დააჭირეთ თქვენი სტატუსის გვერდით გამოსახულ წითელი ვაშლის ნიშანს, რომელიც დროდადრო გამოჩნდება ხოლმე. იგი თქვენი რეიტინგის მომატებას უზრუნველყოფს.

»» ერთი კომპიუტერიდან თითეულ სერვისზე შეგიძლიათ შექმნათ მხოლოდ ერთი "აქაუნტი", წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ ბანს და დატოვებთ პროექტს, ხოლო მოგროვილი თანხა ანულირდება.

»» რეკომენდებულია ახალი მეილის გახსნა, რომელსაც გამოიყენებთ პროექტებზე რეგისტრაციის და სხვადასხვა დავალებების შესრულების დროს, რათა დისკომფორტი არ განიცადოთ თქვენს ძირითად მეილზე სხვადასხვა სახის ინფორმაციების მიღების გამო.

არ დაგავიწყდეთ გვერდების ხშირი გადატვირთვა, ზოგჯერ ახალი საიტები სერფინგისთვის, წერილები და ტესტები ემატება 2-3 წუთში ერთხელ.

თუ ამ გზით თანხის გამომუშავებას გადაწყვეტთ, მთავარია იქონიოთ მოთმინება და არ იზარმაცოთ. თავიდან რა თქმა უნდა ვერ მიაღწევთ დიდ შედეგებს და დიდი სურვილი გექნებათ ყველაფერი მიატოვოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ გააკეთოთ, რადგან ყოველდღიურად მეტს გაიგებთ, ჩაწვდებით მუშაობის თავისებურებებს, ნიაუანსებს და დღითი დღე მეტი ფულის მოგროვებას შეძლებთ.

ყოველგვარი თანხის ჩადების გარეშე (რეფერალების ყიდვა, საკუთარი ფასიანი დავალებების განთავსება და ა.შ), დამწყებმა, თითოეულ ასეთ პროექტში შეიძლება გამოიმუშაოს 1-2$ საათში, მაშინ როცა უკვე გამოცდილი და მაღალი რეიტინგის მომხმარებლები თითო პროექტში დღეში 40-60$ - საც გამოიმუშავებენ. მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.

ფულის გამომუშავების ზედა ზღვარი ასეთ პროექტებში არ არსებობს, თუ სრულყოფილ ცოდნას მიიღებთ, განახორციელებთ თქვენივე მოგროვილი თანხის სწორ ინვესტირებას, ან კიდევ უკეთესი - შექმნით საკუთარ პარტნიორულ ქსელს, თავისუფლად შეგიძლიათ შემდგომში ასეთი სამუშაო ყოველგვარი ზედმეტი შრომის გარეშე თქვენს ძირითად შემოსავლის წყაროდ აქციოთ.


რეგისტრაცია

 

მსგავსი რესურსები:

 

WMmail

ProfitPcentr

Seo-Fast

 

…………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………

 

 

და ბოლოს, სრულიად განსხვავებული პროექტი - Rucaptcha აქ თანხა შეგიძლიათ გამოიმუშავოთ ასოების და რიცხვების, ეგრეთ წოდებული "კაპჩის" შეყვანით. სერვისი უმარტივესია, მას თავისუფლად გაუმკლავდება პატარა ბავშვიც. საჭიროა მხოლოდ შეიყვანოთ ის ციფრები და ასოები, რომელიც ეკრანზე ჩანს.

არის რიცხვები და ასოები. შრიფტი არის როგორც ინგლისური (ლათინური), ასევე რუსული (ამიტომ კარგი იქნება, თუ თქვენს კომპიუტერის კლავიატურას ექნება რუსული ასოებიც). შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ ინგლისური (ლათინური) ასოები და რიცხვები (ან მხოლოდ რუსული).

თუ ასოებს ან რიცხვებს ვერ არჩევთ, დააჭირეთ "კაპჩის" ქვემოთ არსებულ ღილაკს "показать другую капчу" ნუ დააჭერთ ღილაკს "это не капча"ხშირად და უმიზეზოდ ამის გაკეთებამ, შესაძლოა თქვენი აქაუნთის დროებით დაბლოკვა გამოიწვიოს.

იგივე შეიძლება მოხდეს თუ შეცდით და არასწორად აკრიბეთ ციფრები და ასოები. 5-6 შეცდომის დაგროვების შემთხვევაში - გარკვეული ხნით დაგებლოკებათ აქაუნთი. ამ პერიოდში კი ვეღარ შეძლებთ თანხის გამომუშავებას.

რიცხვები და ასოები ფაქტიურად არ ილევა და არ სჭირდება ლოდინი, რომ ისინი გამოჩნდეს. ასე რომ, თუ გაქვთ დრო, თავისუფლად შეგიძლიათ გამოიმუშავოთ საკმაო რაოდენობის თანხა.

ასევე დაგერიცხებათ პროცენტები თქვენი რეფერალური ბმულით დარეგისტრირებული მომხმარებლებისგან.

თანხის გადარიცხვა და გამოტანა შეიძლება თქვენი WebMoney - ის რუბლის ანგარიშზე.


 

…………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………

 

 

ბიტკოინი ვირტუალური (კრიპტოგრაფიული) ვალუტაა. მისი შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ: ამერიკას აქვს - დოლარი, ევროპას - ევრო, ინგლისს - სტერლინგი, ჩინეთს - იუანი და ა.შ. ინტერნეტს კი აქვს საკუთარი კრიპტოგრაფიული ვალუტა - ბიტკოინი.

აქ აღარ მოვყვებით მეტს ბიტკოინის შესახებ, რადგან ინტერნეტში არის უზღვავი ინფორმაცია მის შესახებ, მხოლოდ დავამატებთ იმას, რომ ბიტკოინი მომავლის ვალუტაა და მისი კურსი შექმნის წლიდან (2008 წელი) დღემდე, მიუხედავად ჩავრდნისა, როცა მისი კურსი დაეცა 17,61 დოლარამდე, უმეტესწილად ერთი ბიტკონის ფასი მერყეობდა 200-1400 დოლარს შორის.

ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის, ანუ 2016 წლს იანვარში, ბიტკოინის კურსი ასეთია - 1 ბიტკოინი - 440 დოლარი.

მაშ ასე, როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები? აქვე აღვნიშნავთ, რომ ამის რამოდენიმე მეთოდი არსებობს, პროცესორით და ვიდეო კარტით მაინინგი, ბიტკოინით ვაჭრობა ბირჟებზე და ა.შ, თუმცა ეს მეთოდები საფუძლიან ცოდნას და რაც მთავარია არც თუ ისე მცირე კაპიტალდაბანდებას მოითხოვს.

ქვემოთ მოყვანილი მეთოდები კი არანაირ ძალისხმევას და დროს არ ითხოვს. განვმარტავთ მარტივად და გასაგებად. ამ რესურსებს რეგისტრაციაც არ სჭირდება (სჭირდება მხოლოდ ერთს), უბრალოდ შეიყვანთ თქვენი ბიტკოინ-საფულის მისამართს, დაადასტურებთ და დანარჩენი ხდება ავტომატურად, ანუ თქვენ ანგარიშზე გროვდება ე.წ "სატოშები" (გამორთულ კომპიუტერზეც კი).

შემდგომ, ეს სატოშები კვირაში ერთხელ ავტომატურად ხვდება თქვენი ბიტკოინ-საფულის ანგარიშზე, საიდანაც თანხა უპრობლემოდ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადარიცხოთ თქვენი eMoney.ge - ს ბიტკოინის ანგარიშზე.

არსებობს უამრავი ბიტკოინის მოსაგროვებელი საიტები, სადაც ყოველ საათში ან 5-10-20 წუთში "კაფჩის" შეყვანაა საჭირო (ციფრები, ასოები, ან სურათების გამოცნობა), რათა დააგროვოთ ბიტკოინები, თუმცა აქ მოყვანილი მხოლოდ ისეთი რესურსები, რომლებიც მუშაობენ ავტოპილოტზე და "კაფჩის" შეყვანა შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, როცა გსურთ მეტი ბიტკოინები გადავიდეს თქვენს ბალანსზე (მითუმეტეს მაშინ, თუ კომპიუტერი მთელი დღის განმავლობაში ისედაც ჩართულია).

შეგიძლიათ დააგროვოთ რეფერალები (ფეისბუქით, ფორუმებით და სხვადასხვა პირდაპირი მეთოდებით) რაც თქვენს შემოსავალს გაცილებით გაზრდის. რეფერალური ბმულები ყველა სერვისზეა თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული. იმისათვის რომ ის დაინახოთ და საჭიროების შემთხვევაში დააკოპიროთ, უნდა მოძებნოთ და დააჭიროთ ღილაკს refer.

გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და წაიკითხეთ ვრცლად: როგორ მოვაგროვოთ ბიტკოინები.

 

ბიტკოინები
როგორ ვიშოვოთ ბიტკოინები


………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………… 

ასევე იხილეთ:

  როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

 

 

  როგორ მოვიგოთ ბიტკოინები

 
 
 

უკან