მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!

  ნანახია 112819 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინებიბიტკოინი ვირტუალური (კრიპტოგრაფიული) ვალუტაა. მისი შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ: ამერიკას აქვს - დოლარი, ევროპას - ევრო, ინგლისს - სტერლინგი, ჩინეთს - იუანი და ა.შ. ინტერნეტს კი აქვს საკუთარი კრიპტოგრაფიული ვალუტა - ბიტკოინი (და მრავალი სხვა ქოინი).

მიიჩნევა, რომ ბიტკოინი მომავლის ვალუტაა, რომელიც დაფუძნებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე (კრიპტოგრაფიულად დაცული ბლოკების ერთობლიობა).

ბიტკოინის კურსმა - შექმნის წლიდან (2008 წელი - როცა მისი ღირებულება ცენტები იყო) - ბიტკოინის ფასმა არსებობის 2021 წელს მაქსიმუმს - 69 000 დოლარს მიაღწია და როგორც სჩანს ეს არ იქნება მისი ბოლო რეკორდი.

კრიპტოინდუსტრია განვითარდა და ცენტრალიზებულ თუ არაცენტრალიზებულ კრიპტოვალუტის ბირჟებზე გადაინაცვლა.

დღეს ამ სფეროში მუშაობის და გამომუშავების რამოდენიმე მეთოდი არსებობს:

• პროცესორით და ვიდეო კარტით და ე.წ "ასიკ" მაინერებით და სხვა მცირე მოწყობილობებით მაინინგი;

• NFT;

• მეტა პროექტები; (თამაშები)

• ინვესტიცია კრიპტო პროექტებში,

• ტრეიდინგი (კრიპტო მონეტებით ვაჭრობა ბირჟებზე);

• სტრიკინგი (პრაქტიკულად იგივეა, რაც ბანკის ანაბარი შეუდარებლად მაღალი საპროცენტო განაკვეთებით);

• სხვადასხვა "აირდროპები" და "აიდოები";

• "ლაუნჩპადები", "ლაუნჩპულები" და ა.შ...'

• და სხვა...

თუმცა ამ მეთოდების დიდი ნაწილი საფუძვლიან ცოდნას და რაც მთავარია არც თუ ისე მცირე კაპიტალდაბანდებას მოითხოვს და მათ სხვა სტატიებში მიმოვიხილავთ, მაგრამ მათთის, ვისაც აქვს დრო, რომელსაც უაზროდ ფლანგავს და არც ფინანსური რესურსი გააჩნია, არსებობს სახვადასხვა კრიპტო მონეტების, მათ შორის ბიტკოინის უფასოდ გამომუშავების სერვისები.

წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ინტერნეტ სივრცე "სავსე იყო" უზღვავი რაოდენობის ეგრეთ წოდებული "უფასო ბიტკოინ ონკანებით" (ცნობისთვის - არსებობდა უამრავი ბიტკოინის (და სხვა ქოინების) მოსაგროვებელი საიტები, სადაც ყოველ საათში ან 5-10-20 წუთში საჭირო იყო "კაფჩის" შეყვანა (ციფრების, ასოების და სურათების გამოცნობა ან სხვა მანიპულაციები) - რათა უფასოდ დაგეგროვებინათ სხვადასხვა კრიპტო მონეტები - დღევანდელი კურსით უკვე სერიოზული კაპიტალი.)

კრიპტო ბაზრის განვითარებასთან ერთად უფასო კრიპტო ონკანების უმრავლესობა გაუქმდა, ან არსებობს, მაგრამ აღარ იხდის თანხებს.

მიუხედავად ამისა, ბაზარზე მაინც შემორჩა მსგავსი სერვისები, რომელთა საშუალებითაც უფასო კრიპტო მონეტების (მათ შორის ბიტკოინის) მოგროვება დღემდე არის შესაძლებელი.

შესაძლოა ეხლა ზოგიერთი სერვისის მიერ 1 ან 5 წუთში უფასოდ მოპოვებულ 5-10 სატოშზე გაგეღიმოთ, მაგრამ სრულებით შესაძლებელია სულ რამოდენიმე წელში შესაძლოა 1 სატოში გახდეს 1 დოლარი (ასევეა სხვა ქოინების შემთხვევაშიც).

სხვათა შორის, რამოდენიმე წლის წინ ეს რესურსები თითქმის 1 საათში იძლეოდა 500-1000 სატოშს (კიდევ უფრო მეტ სხვა ქოინებს) და ფასების ფანტასტიკური ზრდის შემდეგ კურსის გახდნენ იძულებული (სხვათა შორის პროპორციულად) დაეკორექტირებინათ გასაცემი კრიპტო მონეტების რაოდენობა.

ანგარიშიდან მონეტების გადატანა თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ბირჟის (Binance, Counbase, FaucetPay, Gate.io, Okex და სხვა...) ან საფულის ანგარიშზე (Metamask, Trust Wallet და სხვა...) ქართული ბირჟებიდან - Mycoins, Cryptal, Coinmania...

მართალია აქ მოყვანილია მხოლოდ მსხვილი, სერიოზული სერვისები, მაგრამ შესაძლოა ქვემოთ მოყვანილი პროექტებიდან რომელიმეს პერიოდულად აღმოაჩნდეს დროებითი ხარვეზები, შესაძლოა შეცვალონ პირობები ანაზღაურებასთან დაკავშირებით. თუმცა დროდადრო ხდება  სერვისების შემოწმება და პროექტები, რომლებიც აღარ იძლევა შემოსავალს, ამოიღებული იქნება მოქმედი სერვისებიდან, ან კიდევ პირიქით, ახალი პერსპექტიული და შემოსავლიანი სერვისი დამატებული.

შესაძლოა მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე, ან აქვე კომენტარებში მიუთითოთ (დაწეროთ), თუ რომელი პროექტები აღარ არის აქტუალური; ისინი გადამოწმდება და დადასტურების შემთხვევაში ამოღებული იქნება მოქმედი პროექტებიდან.

მასალას (სტატიას) რეგულარულად ემატება ახალი, პერსპექტიული პროექტები.

 

პს 

 

მისთვის, ვისაც არ გააჩნია ძვირად ღირებული მაინერების აწყობის ან საინვესტიციო პროექტებში ჩასადები თანხები და რაც მთავარია ინტერნეტი მისი ყოველდღიური საქმიანობაა - ქვემოთ მოყვანილ რესურსებზე თავისუფლად შეუძლია გამოიმუშაოს და დააგროვოს გარკვეული რაოდენობის კრიპტო მონეტები.

ქვემოთ მოყვანილი მეთოდები კი არანაირ რისკს არ ითხოვს, თუმცა რა თქმა უნდა სჭიდება დრო და შრომა.

ზოგიერთი დაცინვით უყურებს ამგვარ მეთოდებს, თუმცა ისინი არ არიან გულწრფელები, რადგან ძნელია იპოვოთ კრიპტოენთუზიასტი, ტრეიდერი თუ ინვერსტორი, ვისაც თავის დროზე ამ სერვისებით არ უსარგებლია

რაც მეტი შრომა და დრო იქნება გაღებული, მით უფრო მეტი იქნება დაგროვილი მონეტების რაოდენობა და შესაბამისად შემოსავალიც - რომლის გადატანაც შემდგომში შესაძლებელია ბირჟებზე და იქ დაბანდება როგორც ანაბარი (სტეიკინგი) ან დაკავება ტრეიდინგით (კრიპტოვალუტით ვაჭრობა).

ქვემოთ მოყვანილი რესურსების გამოყენება მარტივია. გაივლით მარტივ რეგისტრაციას, შეიყვანთ თქვენი ბიტკოინ-საფულის მისამართს (ან საფულის ელ-ფოსტას), დაადასტურებთ და დანარჩენი ხდება ავტომატურად, ანუ თქვენ ანგარიშზე გროვდება სხვადასხვა კრიპტო მონეტები.

რეკომენდებულია დააგროვოთ რეფერალები (ფეისბუქით, ფორუმებით და სხვადასხვა პირდაპირი მეთოდებით) რაც თქვენს შემოსავალს გაცილებით გაზრდის. რეფერალური ბმულები ყველა სერვისზეა თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული, რომ საჭიროების შემთხვევაში დააკოპიროთ და ჩასვათ სასურველ ადგილზე.

 

რით დავიწყოთ?

 

მაშ ასე პირველ რიგში საჭიროა: ბიტკოინის (ან სხვა ქოინების) ანგარიშის გახსნა.

ბირჟები და საფულეები ბევრია, თუმცა აქ წარმოგიდგენთ ლიდერებს ამ სფეროში:

1. ბიტკოინების ყიდვა-გაყიდვის N 1 ბირჟა BINANCE

2. უფასო კრიპტო ვალუტის დასაგროვებელი სერვისების გასატანი სერვისები - ამერიკული ბირჟა COINBASE

3. მიკრო საფულე Faucet Pay

 

BINANCE  - შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საფულე, როგორც ბირჟა, დაბანდოთ, დეპოზიტზე დადოთ და ა.შ თქვენი ბიტკოინები თუ სხვა ქოინები. გააჩნია რეფერალური პროგრამაც.

ერთი სიტყვით სანდო, სტაბილური და კორექტული სერვისია, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მსოფლიოში ბიტკოინების ყიდვა-გაყიდვის N 1 ბირჟა - უმაღლესი რეპუტაციით. 

პირველ რიგში საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია.

სერვისი არის ინგლისურ ენაზე, თუმცა ბევრ ენაზეა ხელმისაწვდმი, მათ შორის რუსულ ენაზე და ადვილად მოახერხებთ ორიენტირებას -  საფულის გახსნა, დეპოზიტის გახსნა, სტეიკინგი ან ქოინების ყიდვა-გაყიდვა არ გაგიჭირდებათ.

ამიტომ აღარ შევუდგებით მის აღწერას, მითუმეტეს, BINANCE-ზე კითხვა-პასუხის განყოფილებაში თქვენ იპოვით პასუხებს ყველა კითხვაზე (დეტალურად და კომპეტენტურად). 

 

BINANCE

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

Coinbase

 

ცნობილი ამერიკული კრიპტო ბირჟა, რომელიც აუცილებელია შემოსავლიანი უფასო ონკანებისგან დაგროვილი მონეტების ანგარიშზე გასატანად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ონკანების უმრავლესობიდან მონეტების გადატანა Faucet Pay-სთან ერთად მხოლოდ Coinbase-ზე არის შესაძლებელი.

პირველ რიგში საჭიროა ბირჟაზე გაიაროთ რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია (თანხის გასანაღდებლად).

 

 

Coinbase

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

Faucet Pay - ეს არის არის უფასო ბიტკოინ ონკანების და სხვა კრიპტოვალუტის როტატორი და ამავდროულად მიკრო საფულე, რომელიც გამოირჩევა მომენტალური გადახდებით და მინიმალური კომისიით.

სხვათა შორის, დღესდღეობით, უფასო ბიტკოინ და სხვა კრიპტოვალუტის უფასო ონკანების უმრავლესობა მუშაობს სწორედ Faucest Pay -ზე. ანუ მათი საშუალებით დაგროვილი კრიპტოვალუტების გადარიცხვა ხდება მხოლოდ Faucest PAY-ის საფულეზე.

Faucest Pay-ით გამომუშავება მარტივი და მოსახერხებელია, რადგან მასში თავმოყრილია ყველაზე საუკეთესო უფასო კრიპტო ონკანების უმრავლესობა.

გარდა ამისა, სერვისზე არის უფასო ბიტკოინების შესაგროვებელი სხვა საშუალებებიც, თუმცა მივყვეთ და განვიხილოთ დეტალურად:

რა თქმა უნდა იწყება რეგისტრაციით, რომელიც ჩვეულებრივი პროცესია: მომხმარებლის სახელი, ელ -ფოსტა, ელ-ფოსტის განმეორება, ბიტკოინ საფულის მისამართი, პარoლი, პაროლის განმეორება, პირობეbზე დათანხმების "პტიჩკის" მონიშვნა, "კაფჩის" კაფჩის შეყვანა და ბოლოს ელ-ფოსტაზე გამოგზავნილი ბმულის გააქტიურება (უბრალოდ ამ ბმულზე გადასვლა).

იდენტიფიკაცია Faucest Pay-ის მიკრო საფულეზე საჭირო არ არის.

გაითვალისწინეთ! - როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სერვისს გააჩნია უფასო ბიტკოინ ონკანების დიდი ჩამონათვალი, მაგრამ იქ არ არის ყველა კარგი სერვისი და გარდა ამისა უამრავი ონკანია, რომელიც ან აღარ მუშაობს, ან არაეფექტურია და დიდ დროს გაკარგვინებთ.

ამიტომ - ქვემოთ მოყვანილია ყველაზე პოპულარული და მუშა ბიტკოინ ონკანები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია სატოშების სწრაფი დაგროვება და მომენტალური გადარიცხვა Faucest Pay-ზე.

შენიშვნა - სერვისში მოყვანილი და Faucest Pay-ზე განთავსებული ონკანებიდან, პერიოდულად ხდება ხოლმე რომ ონკანი ითიშება ან არ იძლევა სატოშებს (არასაკმარისი ბალანსის გამო), თუმცა ძირითად შემთხვევებში ეს დროებითი პროცესია და ონკანები კვლავ აღადგენენ ხოლმე მუშაობას.

სწორედ ამით არის გამოწვეული, რომ არ ხდება ასეთი სერვისების ქვემოთ მოყვანილი სიიდან ამოღება. სიიდან ამოღებას ექვემდებარება ის სერვისები, რომელიც საერთოდა დაიხურა ან აღარ იხდის თანხებს.

 

FaucetPay

 

 

უფასო კრიპტო მონეტების დასაგროვებელი სერვისები:

 

Free Bitcoin ბიტკოინების დასაგროვებელი N1 - ყველაზე ძველი, სანდო, სტაბილური, კარგი რეპუტაციის და სრულიად განსხვავებულია სერვისია. გააჩნია მძლავრი რეფერალური პროგრამა.

აქ შესაძლებელია ბიტკოინების გამომუშავება არა მხოლოდ "კაფჩის" შეყვანით, არამედ ლატარიით და რაც მთავარია თამაშით.

ამის გარდა სერვისი დღეში რამოდენიმეჯერ უფასოდ ლატარიის ბილეთებს, რომლის გათამაშებაც ხდება იმ დღესვე და შესაძლოა მოიგოთ გარკვეული რაოდენობის კრიპტო მონეტები.

საიტის მუშაობის პრონციპი მარტივია. უპირველეს ყოვლისა საჭიროა რეგისტრაცია - პირველ გრაფაში - ელ-ფოსტის მისამართი, მეორეში - პაროლი, ხოლო მესამეში - საფულის ანგარიშის ნომერი.

ამის შემდეგ დააჭერთ ღილაკს CLAIM YOUR FREE BTC NOWშეიყვანთ "კაფჩას" (ციფრები, ასოები, ან სურათების გამოცნობა). დააჭერთ ღილაკს ROLL!  და მიიღებთ თქვენს პირველ ბიტკოინებს, რომელიც გადავა და გამოჩნდება თქვენს ბალანსზე (მარჯვენა ზედა კუთხეში).

ამის შემდეგ ჩაირთვება უკუ ათვლით დრო - 1 საათი, და ანალოგიური მოქმედების შემდეგ, ყოველ საათში დაგერიცხებათ უფასო ბიტკოინები (300-დან 1000-მდეგააჩნია როგორია ბიტკოინის კურსი).

არ დაგავიწყდეთ ხმოვანი სიგნალის მონიშვნა - Play sound when timer runs out - რომელიც გამცნობთ, რომ ერთი საათი გავიდა და საჭიროა "კაფჩის" შეყვანა.

ავტომატური გადახდები თქვენს ბიტკოინ საფულეზე ხორციელდება ყოველ კვირას, როცა ბალანსი მიაღწევს 0.00030000 BTC-ს.

იმისათვის, რომ ჩართოთ ავტო გადახდები, საიტის ზედა ცენტრალურ ნაწილში არის სამი ღილაკი: DEPOZIT, WITHDRAW და DONATE. დააჭერთ ღილაკს WITHDRAW და მონიშნავთ AUTO-ს. თუ მთელი დაგროვილი თანხის ავტომატური გამოტანა გსურთ.

მაგრამ თუ გსურთ თანხა დაგროვდეს და ავტომატურად არ გადამოირიცხოს (რაც ძალზედ მნიშვნელოვანია თამაშის შემთხვევაში) დააჭერთ არა AUTO-ს არამედ MANUAL-ს. ამ შემთხვევაში ქვემოთ გაჩნდება გრაფა, სადაც ხელით ჩაწერთ თუ რა თანხის გამოტანა გსურთ, დააჭერთ გრაფის ქვემოთ ღილაკს WITHDRAW და თანხა 6 საათში დაჯდება თქვენს ანგარიშზე (გაითვალისწინეთ, რომ ავტომატური გადარიცხვა თქვენს საფულეზე კვირაში ერთხელ უფასოა. ხელით გადარიცხვის ღირებულება კი 400 სატოშია, რაც სულაც არაა დიდი თანხა, როცა თანხა თამაშისთვის გჭირდებათ).

თუ სათამაშოდ სატოშები არ გყოფნით, ხოლო ბიტკოინ საფულეზე გაქვთ საკმარისი რაოდენობის სატოშები, შეგიძლიათ Blockchain.info-ს საფულის ანგარიშიდან თანხა გადმორიცხოთ free bitcoin-ის დეპოზიტზე. 

ამისათვის, დააჭერთ საიტზე ცენტრში არსებულ ღილაკს - DEPOSIT და DEPOSIT ADDRESS -ის ქვემოთ - მითითებულია თქვენი free bitcoin-ის ანგარიშის ნომერი. ამ ანგარიშის ნომერს ჩააკოპირებთ Binance-დან ან Blockchain.info-დან სატოშების გადარიცხვის ღილაკზე დაჭერის დროს გამოსახულ არეში, მიუთითებთ სატოშების რაოდენობას და თანხა უმოკლეს დროში აისახება თქვენი free bitcoin-ის ანგარიშზე.

სერვისს აქვს სხვა ძალიან ძალიან საინტერესო ფუნქციებიც. მაგალითად, თუ არ გამოიტანთ და დააგროვებთ, დაგროვილ სატოშებს ერიცხება წლიური 4.08%, რაც ბიტკოინისთვის ძალიან მაღალი წლიური პროცენტია და ამგვარ პროცენტს ვერ ნახავთ ბევრ ტოპ კრიპტო ბირჟაზე.

აქვე ბონუსად შემოგთავაზებთ მეთოდს, რომლის საშუალებითაც სატოშების მოგება უახლოვდება მაქსიმალურად მაღალ ალაბათობას: (აუცილებლად გადადით ბოლოს ცხრილის ბმულზე)

გადადით ბმულზე და ნახეთ სერვისის დაწვრილებითი აღწერა და სპეციალური ცხრილი, რომელშიც ჩანს რა რაოდენობის თანხაზე რა ფსონი უნდა გააკეთოთ, რომ მოგება გაცილებით გარანტირებული გახადოთ - ფსონების დასადები ცხრილი

 

 

Free Bitcoin
როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები - Free Bitcoin

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

 

 

BetFury - ცნობილი კრიპტო ბირჟა-კაზინო საკუთარი მონეტით BFG, მინი უნიკალური თამაშებით Dice, Keno, Hi-Lo, Plinko, Mines, Coin Flip და ა.შ..., მრავალფეროვანი აქციებით, კონკურსებით და სხვა სანტერესო სერვისებით.

შესაძლებელია კრიპტო მონეტების - BFG, BTC, ETH, BNB, TRX, USDT მონეტების უფასოდ დაგროვება.

გაფრთხილებაპროექტი BetFury - რეკომენდებულია მხოლოდ როგორც კრიპტო მონეტების უფასოდ დაგროვებისა და ამ მონეტების ინვესტირებით დამატებითი დივიდენდების მიღების სერვისი. რაც შეეხება ბირჟაზე არსებულ თამაშებს, კატეგორიულად არ გირჩევთ არათუ თქვენი თანხების, არამედ თქვენს მიერ დაგროვებული მონეტების განიავებას (შედეგი თითქმის ყოველთვის ასეთია).

რიგი სარეკლამო საშუალებები ბირჟაზე არსებულ თამაშებს განიხილავენ არა მოგების მიზნით, არამედ მაღალი რანგებისა და ბონუსების მიღების საშუალებას მეტი BFG მონეტების დაგროვების მიზნით; მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან სარისკოა და გარდა ამისა დამატებით საჭიროებს პროექტის მუშაობის პრონციპებში სრულყოფილად გარკვევას.

იხილეთ ვრცლად - უფასო კრიპტო მონეტები - BetFury

 

BetFury

 

პროექტი აქტიურად ვითარდება, აქვს უმაღლესი დონის მხარდაჭერა - ადმინსტრაცია სწრაფად რეაგირებს და ეხმარება მომხმარებლებს შესაძლო პრობლემის მოგვარებაში.

BFG ტოკენები პერიოდულად იწვება (ნადგურდება) და მონეტა ხდება დეფალციური, რაც ხელს უწყობს მისი კურსის სტაბილურობას და ზრდის დივიდენდებით მიღებულ შემოსავალს.

 

Final autoclaim

- მრავალრიცხოვანი მომხმარებლებისა და კრიპტო ენთუზიასტების აზრით Final autoclaim (იგივე - DutchyCorp Final Autofaucet) არის N 1 უფასო კრიპტო მონეტების მოსაპოვებელი ყველაზე გაფართობული, მრავალფეროვანი და შემოსავლიანი სერვისი, რომელიც საკმარისად ძველია და სარგებლობს მაღალი ნდობის ხარისხით მომხმარებლებში.

ერთი შეხედვით, ინტერფეისი საკმაოდ გაუგებარია და არც თუ ისე მოსახერხებელი, ამიტომ საჭიროა გარკვეული დრო ყველა ფუნქციის ასათვისებლად. ეს მცირე ინსტრუქცია კი მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს დროს.

პლატფორმაზე აგროვებთ სერვისის მონეტებს (ქულებს) - Dutchy Tokens (DUTCHY), შემდეგ კი ფუნქციით Swap - გადაცვლით სასურველ კრიპტო მონეტაში.

Dutchy მონეტების მოპოვება ხდება განყოფილებაში - Earn DUTCHY. 

მოპოვებული Dutchy მონეტები (ქულები) შეგიძლიათ გადაცვალოთ 80-მდე კრიპტო მონეტაში - უფასო განაღდების საკომისიოთი და გადაიტანოთ FaucetPay ან Coinbase-ს საფულეზე გატანის დაბალი მინიმუმით (მაგალითად, 400 სატოში BTC).

დასაწყისში სერვისი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ მხოლოდ 6 კრიპტო მონეტა. შემდგომში კი, როცა პლატფორმაზე თქვენი დონე იწყებს მომატებას, ხდება სხვა კრიპტო მონეტების განბლოკვა.

შემოსავლის შესაძლო მეთოდებია:

DUTCHY Roll - (უფასო მონეტები (ქულები) Dutchy - ყოველ ნახევარ საათში - "კაფჩის" შეყვანის შემდეგ დააჭერთ - ROLL - მიიღებთ უფასო მონეტებს. დააჭერთ - BOOSTED ROLL - ნახავთ რეკლამას, მაგრამ მიიღებთ 50%-ით მეტ მონეტებს.

Coin Roll - (უფასო კრიპტო მონეტები) - ყოველ ნახევარ საათში -  - "კაფჩის" შეყვანის შემდეგ დააჭერთ - ROLL - მიიღებთ უფასო კრიპტო მონეტებს. დააჭერთ - BOOSTED ROLL - ნახავთ რეკლამას, მაგრამ მიიღებთ 50%-ით მეტ კრიპტო მონეტებს.

PTC Wall (რეკლამა); - უფასო მონეტების ასაღებად დააჭერთ ღილაკს - Visit და დაელოდებით წამზომს - ღილაკის გვერდით მითითებულია წამებისა და Dutchy ქულების რაოდენობა.

Shortlinks Wall (მოკლე ლინკები) - ყველაზე რთული შესასრულებელია, თუმცა დონის მომატება პლატფორმაზე სწორედ მოკლე ბმულების შესრულების შემთხვევაში ხდება. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ყველაზე მეტი რაოდენობით Dutchy მონეტების გამომუშავება სწორედ მისი საშუალებით არის შესაძლებელი

Offer Wall (შეთავაზების კედლები);

Surf Ads (რეკლამა-სერფინგი);

CPU Miner (პროცესორით მაინინგი) - ჩართავთ მაინინგს ღილაკით - Start Miner, ხოლო ღილაკის - Threads ქვეშ განთავსებული წითელი "-" და მწვანე "+"-ის საშუალებით არეგულირებთ პროცესორის ნაკადის სიმძლავრეს. რა თქმა უნდა რაც მეტია სიმძლავრის მაჩვენებელი. მით უფრო მეტია მაინინგით გამომუშავებული Dutchy მონეტების რაოდენობა.

იმისათვის რომ მაინინგმა გაუჩერებლად იმუშაოს, მისი ფანჯარა უნდა იყოს კომპიუტერში ყოელთვის ღია.

GUI Miner (გრაფიკული მაინერი); - ამ შემთხვევაში საჭიროა გადმოწეროთ სპეციალური პროგრამა, რომელსაც ჩართავთ კომპიუტრში და მისი საშუაეით გამოიმუშავებთ Dutchy მონეტებს.

Interest (წლიური % - იგივე Staking) - წლიურ 5-დან 40%-მდე და მონეტა - SPACE-ს სტეიკინგი წლიურ 40-90%-მდე. ანუ, თუ დაგროვილ Dutchy მონეტებს არ გადაცვლით კრიპტო მონეტებში და ჩადებთ სტიკინგში, წლიურად დაგერიცხებათ შესაბამისი პროცენტები. პროცენტების რაოდენობა დამოკიდებულია ჩადებული DUTCHY ქულების რაოდენობაზე. რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი ქულაა ჩადებული, შესაბამისად მეტია პროცენტებიც.

Loyalte Bonuses (ყოველდღიური ბონუსი) - ყოველდღიური ბონუსი ერიცხება დღეების მიხედვით 1-დან 200 დღემდე და შესაბამისად 1-დან 100%-მდე. რაც მეტი დღეა გასული, მით მეტია პროცენტი, თუმცა ლატფორმაზე თუნდაც ერთი დღით შეუსვლელობის შემთხვევაში, მიღწეული პროცენტი უქმდება და ათვლა იწყება თავიდან. საკმარისია დღეში მხოლოდ ერთხელ შესვლა და ყველაზე მარტივი DUTCHY Roll და Coin Roll -ის შესრულება.

Space Bonuses - სხვადასხვა სახის ბონუსები, მათთვის, ვინც ფლობს კრიპტო მონეტას - Space

Support Chat - ცოცხალი და ძალიან აქტიური მხარდაჭერის ჩატი 24/24 ყოველდღიური 10 000-ზე მეტი მომხმარებლით, რომლებიც ერთმენთს უზარებენ გამოცდილებას, ასწავლიან პლატფორმის ნიუანსებს და ეხმარებიან მეტი მონეტის გამომუშავებაში.

თამაშები

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

 

Cointiply - ერთ-ერთი განსხვავებული სერვისია, რომელსაც ჰყავს 2 მილიონამდე მომხმარებელი და არსებობის დღიდან მომხმარებელს გადაუხადა 10 მილიონ დოლარამდე (ბიტკოინით).

სერვისზე ბიტკოინის გამომუშავება მრავალფეროვანი მეთოდებით არის შესაძლებელი: "კაფჩის" გამოცნობა, ვიდეო რგოლების ყურება, ვებ-საიტების სერფინგი, სხვადასხვა "ოფერების/სპონსორების" დავალებების შესრულება, მრავალფეროვანი თამაშები და ონლაინ ჩატში მიმოწერითაც კი.

სერვისით სარგებლობა არ წარმოდგენს სირთულეს, თუ ფლობთ რომელიმე იქ არსებულ ენას.

საჭიროა მარტივი რეგისტრაცია. დანარჩენში ინტუიციურად გაერკვევით.

 

 

Cointiply

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

Coinpayu

 

ეს არის პლატფორმა, რომელსაც ჰყავს 5 მილიონამდე მომხმარებელი. მის სპონსორებს შირის არიან ისეთი უმსხვილესი კრიპტო ბირჟები, როგორიცაა: BINANCE, HUOBI, OKEX, KUCOIN, EXMO და სხვა..

სერვისის საშუალებით შესაძლებელია Bitcoin; Bitcoin Cash; Ethereum; Litecoin, Dogecoin, Dash, BNB, Cardano (ADA), TRON, Tether, SOLANA, BitTorrent, Shiba Inu და სხვა მონეტების უფასოდ გამომუშავება.

არსებობს ამ მონეტების გამომუშავების მრავალი მეთოდი: ონკანები, სერფინგი, ვიდეო რეკლამების დათვალიერება, სხვადასხვა სახის დავალებები და ა,შ.

სერვისს აქვს სხვადასხვა პრიზები და რეფერალური პროგრამა.

 

 

Coinpayu

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

11BITZ - (იგივე 11bit.co.in) - მარტივი, მაგრამ შემოსავლიანი სერვისია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გამოიმუშაოთ - 11 ტოპ კრიპტო მონეტა:

Cosmos, Polygon, Cardano, Decentraland, Xlm, Gala და სხვა.., - გატანა COINBASE-ს საფულეზე;

BinanceCoin, Solana, Tron, Tether, Litecoin, Doge და სხვა... - გატანა FAUETPAY-ს საფულეზე;

სერვისით სარგებლობა ძალიან მარტივია. რეგისტრაცია საჭირო არ არის. აირჩევთ საფულეს - COINBASE ან AUETPAY, თითეულზე შეიყვანთ ელ ფოსტის მისამართს, რომლითაც ხართ ამ სერვისებზე დარეგისტრირებული, შემდეგ მენიუში - Choose Currency - აირჩევთ რომელი მონეტაც გსურთ, ამოხსნით "კაპჩას" (ყურადღებით დააკვირდით, საჭიროა CAPTCHA (Required) და ქვემოთ Please click on the Anti-Bot links (მოცემული თანმიმდევრობით), ბოლოს კი დააჭერთ ღილაკს GET REWARDS (წამზომი - 7-10 წამი), რის შემდეგაც თქვენი არჩეული მონეტა მომენტალურად მოხვდება თქვენი COINBASE ან AUETPAY საფულის ანგარიშზე.

თუ ამ პროცედურის წინ დააჭერთ ღილაკს GET 111% BONUS და გაივლით მოკლე ბმულებს (SHORT-LINK (Optional), დაგერიცხებათ 111%-იტ მეტი თქვენს მიერ არჩეული კრიპტო მონეტა.

იგივე პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ ყოველ 11 წუთში.

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც.

 

11BITZ

 

 

CriptoTab Browser არის ბრაუზერი, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ როგორც კომპიუტერში ასევე მობილურ ტელეფონზე აპლიკაციის სახით. მეტი თქვენგან არაფერი საჭირო არ არის. დაიწყება ბიტკოინის სატოშების ავტომატური დაგროვება.

თუ ბრაუზერის ჩაწერა კომპიუტერზე გნებავთ, დააჭირეთ ვინდოუსის ნიშანს, გადმოწერეთ და დააინსტალირეთ კომპიუტერში ბრაუზერი.

თუ ბიტკოინების გამომუშავება ტელეფონით გსურთ, საიტის ბმული გახსნის შემდეგ ნუ დააჭერთ ცენტრში განთავსებულ Google Play-ის ნიშანს, რადგან იგი გადაგიყვანთ პროგრამის ფასიან ვერსიაში, რომელიც არ გჭორდებათ.

ჩამოდით სულ ქვემოთ (გზაში კიდევ შეგხვდებათ ორჯერ Google Play-ის ნიშანი და ნურც მასზე გადახვალთ. საიტის სულ ბოლოში - CryptoTab BROWSER - ის გვერდზე არის ენების არჩევის ფუნქცია. ხოლო ქვემოთ, მენიუს ჩამონათვალში მოძებნეთ და დააჭირეთ ღილაკს CryptoTab for Android LITE

ამის შემდეგ გაიხსნება Google Play მარკეტში CryptoTab-ის ბრაუზერის პროგრამა, დააჭირეთ ღილაკს Install, ხოლო როცა ჩატვირთვა დასრულდება , ღილაკს - Open, 

შემდეგ ღილაკს - Accept&continue -  ღილაკს - NEXT, კიდევ - NEXT და ბოლოს ღილაკს - FINISH.

ამის შემდგომ, ქვედა ნაწილში უნდა დააწვეთ ღილაკს CRYPTOTAB DASHBOARD და გაიაროთ რეგისტრაცია - სასურველია თქვენი გუგლის აქაუნთით (ღილაკი SIGN UP WITH GOOGLE), თუმცა ქვემოთ არის ფეისბუქის ნიშანიც და შგიძლიათ რეგისტრაცია ფეისბუქითაც გაიაროთ.

შემდეგ დააწვებით ღილაკს ACTIVATE აირჩევთ სიჩქარეს 300 H/s, ღილაკს Slide to verify-ის გადასწევთ მარჯვნივ და ფიგურას ჩასვამთ თავისივე ფომორმის ცარიელ სივრცეში და მაინერიც ჩაირთვება.

მაინერი აქტიურია 2 საათის განმავლობაში. ხოლო YOUR BALANCE-ეს ქვემოთ ჩანს თქვენს მიერ გამომუშავებული ბიტკოინის სატოშების რაოდენობა.

პროგრამა შეგიძლიათ დახუროთ, იგი მაინც იმუშავებს და აქტიური იქნება 2 საათის განმავლობაში, უბრალოდ იმისათვის, რომ მან მუდმივად გამოიმუშაოს თანხა, საჭიროა ყოველ ორ საათში შეხვიდეთ და დააჭიროთ ღილაკს - ACTIVATE და Slide to verify -ით ჩასვათ ფიგურა ცარილ სივრცეში

მალე დავდებთ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა ასწიოთ უფასოდ სიჩქარე 1000 H/s-მდე

შეგიძლიათ ბრაუზერი დააყენოთ როგორც კომპიუტერზე, ასევე ტელეფონზე, ამით თქვენი გამომუშავება შესაბამისად გაიზრდება.

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც. გააზიარეთ თქვენი რეფერალური ბმული სოც-ქსელებში, გაუზიარეთ მეგობრებს და მიიღეთ პროცენტი მათ მიერ გამომუშავებული თანხიდან (დააჭირეთ სულ ზემოთ, CryptoTab LITE-ს გვერდით გაზიარების ნიშანს და დაკოპირეთ, ან პირდაპირ გადააგზავნეთ ვისთანაც გსურთ თქვენი რეფერალური ბმული).

 

CriptoTab Browser

 

 

Coinmarcetcap - აუცილებელი სერვისი, სადაც ყველას უნდა ჰქონდეს გავლილი რეგისტრაცია, ვისაც რაღაც შეხება მაინც გააჩნია კრიპტო სამყაროსთან.

აქ შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში აკონტროლოთ კრიპტოვალუტის კურსი. შექმნათ პორტფოლიო, მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები ნებისმიერ მონეტაზე, მისი შექმნის ისტორიაზე, მფლობელებზე, მიზნებზე, ნახოთ ფასის ცვლილების გრაფიკები შექმნიდან დღემდე.

აქვეა რეიტინგები საუკეთესო ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებულ (DEF) ბირჟების, NFT, GAME, METAVERSE პროექტების და მრავალი სხვა...

გარდა ამისა, Coinmarcetcap-ს გააჩნია ბონუსების სისტემა საკუთარი მომხმარებლებისთვის. რაც გამოიხატება უნიკალური ლურჯი ბრილიანტების შეგროვებაში. საჭიროა მთელი კვირის განმავლობაში დღეში მხოლოდ ერთხელ შესვლა, მარჯვენა ზედა კუთხეში ბრილიანტის ნიშანზე ხელის დაჭერა და ფიგურის ჩასმა ცარიელ სივრცეში.

სერვისი პირველი სამი დღე ბონუსის სახით გასცემს - 10 ბრილიანტს, შემდეგი სამი - 20 ბრილიანტს და მეშვიდე დღეს 50 ბრილიანტს. სასურველია რომელიმე დღე არ გამოგრჩეთ, რადგან ამ შემთხვევაში სისტემა თავიდან დაიწყებს ბონუსების დღეების ათვლას.

შემდეგ ეს ბრილიანატები შეგიძლიათ გადაცვალოთ სრულიად უფასოდ, უნიკალურ NFT-ში, რომლის ფასიც შემდგომში მხოლოდ გაიზრდება.

ბონუსების ასაღებად საჭიროა მხოლოდ რეგისტაციის გავლა.

 

 

Coinmarcetcap

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

 

FuucetCrypto უფასო ქოინების დასაგროვებელი შესანიშნავი სერვისი (გააჩნია მობილურის აპლიკაციაც), სადაც უფასოდ და მარტივად აგროვებთ ბიტკოინის სატოშებს.

შგიძლიათ ჩართოთ როგორც კომპიუტერის ბრაუზერში, ასევე საკუთარ სმარტფონში.

ბრაუზერში სერვისის გააქტიურება საჭიროა 24 საათში ერთხელ, სმარტფონში კი ყოველ 2 საათში.

აქვს 20%იანი რეფერალური პროგრამაც.

 

FuucetCrypto

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

 

adBTC - შესანიშნავი სერვისია, ძველი, მარტივი. არ ჰგავს სხვა სერვისებს. აუციებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციის დროს უნდა მიუთითოთ თქვენი ბიტკოინ საფულის მისამართი და ნამდვილი მეილი, რომელზე მოვა რეგისტრაციის ბოლომდე მისაყვანი კოდი. ამ კოდის გამოყენებით გაივლით რეგისტრაციას და დაიწყებთ სატოშების დაგროვებას.

დაგროვება მარტივია. სერვისის მაცხენა მხარეს მენიუში - заработать არის სამი ფუნქცია: • серфинг сайтов; • автосерфинг; • серфинг в активном окне;

თქვენ შეგიძლიათ თავდაპირველად დააჭიროთ და გამოიყენოთ მეორე და მესამე ფუნქცია - автосерфинг და серфинг в активном окне, სადაც ორივეში ერთად სულ იქნება 1-დან 5-მდე საიტის ბმული. გადადით იმ საიტების ბმულებზე, რომელიც იხსნება ახალ ფანჯარაში და არაფერში გიშლით ხელს. არ დახუროთ ეს ფანჯრები ტაიმერის ამოწურვამდე და შესაბამისი სატოშები ჩაიიცხება თქვენს ანგარიშზე.

მინიმალური გამოტანის რაოდენობაა - 50 000 სატოში

 

adBTC
adBTC  - როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

 

 —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

 შეიძლება გამოგადგეთ:

პასიური შემოსავალი სმარტფონით