მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 700 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზოგადი ტერმინები

 

(Cryptocurrency) კრიპტოვალუტაკრიპტოვალუტა არის ციფრული (ვირტუალური) ფული, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია ონლაინ გადახდებისთვის, ვაჭრობისთვის (ტრეიდინგი), ინვესტიციებისთვის და სხვა მიზნებისთვის. 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, კრიპტოვალუტა დაშიფრული კოდია, რომელსაც არ მართავენ ქვეყნების მთავრობები, ეროვნული ბანკები ან კერძო საბანკო სისტემები. იგი მუშაობს დეცენტრალიზებულად, „ბლოკჩეინის“ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, რომელიც უზრუნველყოფს დაცულობას, უსაფრთხოებას და გამჭვირვალობას.


(Blockchain) ბლოკჩეინი: დეცენტრალიზებული, საჯარო (უმეტეს შემთხვევაში) ციფრული წიგნი, რომელიც ინახავს ტრანზაქციებს მრავალ კომპიუტერზე. მონაცემები დალაგებულია ბლოკებად, რომლებიც ერთმანეთთან კრიპტოგრაფიულად არის დაკავშირებული და შეუძლებელია მათი უკუღმა შეცვლა


(Token) ტოკენი : ციფრული აქტივი, რომელიც გამოშვებულია კონკრეტულ ბლოკჩეინზე (მაგალითად, Ethereum-ზე, Solana-ზე და ა.შ...) და წარმოადგენს საკუთრებას, სარგებლობის უფლებას ან სხვა ღირებულებას პროექტის ეკოსისტემაში.


(Coin/Altcoin) კოინი/ალტკოინი - კოინი არის კრიპტოვალუტა, რომელსაც აქვს საკუთარი დამოუკიდებელი, მშობლიური ბლოკჩეინი. კოინი მუშაობს და ფუნქციონირებს საკუთარ უნიკალურ ბლოკჩეინ ქსელზე, სხვა ქსელებისგან დამოუკიდებლად.

კოინები, როგორც წესი, გამოიყენება ქსელში ტრანზაქციების განსახორციელებლად, ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (მაინინგი/სტეიკინგი) და საკომისიოების (Gas Fees) გადასახდელად.

ბიტკოინი (Bitcoin - BTC): მუშაობს Bitcoin ბლოკჩეინზე. ეთერიუმი (Ethereum - ETH): მუშაობს Ethereum ბლოკჩეინზე. სოლანა (Solana - SOL): მუშაობს Solana ბლოკჩეინზე.

განსხვავება ტოკენისგან:

კოინი = საკუთარი ბლოკჩეინი (მაგ: ETH);

ტოკენი = აგებულია სხვის ბლოკჩეინზე (მაგ: ERC−20 ტოკენები, რომლებიც აგებულია Ethereum ბლოკჩეინზე).


Fiat (ფიატ ვალუტა) - Fiat ვალუტა არის სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფული, რომლის ღირებულება ეფუძნება სახელმწიფოს და მთავრობის რეგულაციებს. კრიპტო სივრცეში, Fiat გამოიყენება კრიპტოვალუტის საპირწონედ.

Fiat-ის მაგალითები: USD (აშშ დოლარი), EUR (ევრო), GEL (ქართული ლარი).


Stablecoin (სტაბილური ქოინი): კრიპტოვალუტა, რომლის ღირებულებაც მიბმულია (Pegged) ფიატ ვალუტაზე (ჩვეულებრივ აშშ დოლარზე) ან სხვა სტაბილურ აქტივზე. მისი მიზანია ფასის ცვალებადობის (Volatility) მინიმუმამდე დაყვანა.

სხავადასხვა კრიპტო აქტვების შეძენა და გაყიდვა ხდება სწორედ სტაბილური ქოინების საშუალებით.

მაგალითები: USDT, USDC, DAI.


Memecoin (მიმქოინი): კრიპტოვალუტა, რომელიც შეიქმნა ინტერნეტ-მიმების (ხუმრობების) საფუძველზე და ხშირად არ გააჩნია კონკრეტული ფუნდამენტური დანიშნულება (Utility). მიმქოინების ფასი უმეტესად საზოგადოებრივი ინტერესითა და სპეკულაციით იმართება. 

მიუხედავად "არასერიოზული" წარმოშობისა, ზოგიერთმა მათგანმა (მაგალითად DOGE) ძლიერად განავითარა ეკოსისტემა და სერიოზული საბაზრო კაპიტალიზაცია შეიძინა.

მაგალითები: DOGE, SHIB, PEPE და სხვა...


NFT (Non-Fungible Token) - არა-ჩანაცვლებადი ტოკენი. უნიკალური ციფრული აქტივი, რომელიც ადასტურებს საკუთრების უფლებას ციფრულ ან ფიზიკურ ნივთზე (ხელოვნება, მუსიკა, ვიდეო). ერთი NFT-ის ჩანაცვლება მეორე იდენტური NFT-ით შეუძლებელია.

მართალია NFT ადასტურებს უნიკალურობას და საკუთრებას, მაგრამ ავტომატურად არ იძლევა საავტორო ან რეპროდუცირების უფლებას.


Mining (მაინინგი): ტრანზაქციების ვალიდაციის პროცესი Proof-of-Work (PoW) ბლოკჩეინებზე (როგორიცაა ბიტკოინი). მაინერები იყენებენ საკუთარი მოწყობილობების გამომთვლელ სიმძლავრეებს რთული მათემატიკური ამოცანების ამოსახსნელად და ამისთვის ჯილდოს სახით იღებენ კრიპტოვალუტის გარკვეულ რაოდენობას/ერთეულს.


PoW (Proof-of-Work): მუშაობის დამადასტურებელი კონსენსუსის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას და ვალიდაციას მაინინგის (საკუთარი მოწყობილობის, ან მოწყობილობების საშუალებით).


PoS (Proof-of-Stake): წილის დამადასტურებელი კონსენსუსის მექანიზმი, სადაც ტრანზაქციებს ამოწმებენ და ადასტურებენ "ვალიდატორები", რომლებიც ქსელში აბანდებენ (Stake) გარკვეული რაოდენობის კრიპტოვალუტას.


Staking (სტეიკინგი): კრიპტოვალუტის დაბლოკვა საფულეში, კრიპტ ბირჟაზე ან სხვა პლატფორმაზე Proof-of-Stake ქსელის ოპერაციების მხარდასაჭერად. სანაცვლოდ, მომხმარებლები იღებენ ჯილდოს (პროცენტს) იმ კრიპტოვალუტის სახით, რომლის სტეიკინგსაც ანხორციელებენ.


Halving (ჰალვინგი) - წინასწარ დაგეგმილი და ბიტკოინის კოდში ჩადებული პროცესი, რომლის დროსაც ხდება ბლოკჩეინში ახალი ბლოკის დამატებისთვის გამოყოფილი ჯილდოს განახევრება.

ბიტკოინის ჰალვინგი ხდება დაახლოებით 4 წელიწადში ერთხელ - უფრო ზუსტად კი, მაინერების მიერ ყოველი 210 000-ე ბლოკის დადასტურების შემდეგ. ბლოკის პოვნის დრო არის საშუალო და არაპროგნოზირებადი, ამიტომ ჰალვინგის ზუსტი თარიღი წინასწარ არასდროს არის ცნობილი.


Hard Fork (ჰარდ ფორკი): ბლოკჩეინ პროტოკოლის რადიკალური ცვლილება, რომელიც არ არის თავსებადი ძველ ვერსიასთან. ის, როგორც წესი, იწვევს ქსელის გაყოფას და ორი დამოუკიდებელი ბლოკჩეინის შექმნას (მაგ., Bitcoin და Bitcoin Cash).


Soft Fork (სოფტ ფორკი): ბლოკჩეინ პროტოკოლის ცვლილება, რომელიც თავსებადია ძველ ვერსიასთან. განახლებული წესების მიღების შემდეგ, ძველი წესების მქონე მონაწილეები კვლავ შეძლებენ ახალი ბლოკების ვალიდაციას, თუმცა ახალი წესების დარღვევით შექმნილი ბლოკები უკვე არალეგიტიმურია.

 

ფინანსები და ოპერაციები

 

HODL: სლენგი, რომელიც მომდინარეობს სიტყვიდან "Hold" (შენახვა). ეს ნიშნავს კრიპტოვალუტის შენახვას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ფასების ცვლილებების მიუხედავად. "Hold" არის სტრატეგია, რომელიც გამოხატავს აქტივის ფასისი მიმართ რწმენას გრძელვადიან პერიოდში.

ტერმინის სახელწოდება მოდის 2013 წლიდან, როდესაც ბიტკოინის ფასის ვარდნის დროს ერთმა შეშინებულმა მომხმარებელმა კრიპტო-ფორუმზე გამოაქვეყნა პოსტი სათაურით "I AM HODLING" (შეცდომით "holding"-ის ნაცვლად). იგი აცხადებდა, რომ ფასების მიუხედავად, არ აპირებდა გაყიდვას. ეს შეცდომა ინტერნეტ-მემად იქცა და კრიპტო-კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა.


Gas Fee (გაზის საფასური): ტრანზაქციის საკომისიოები, რომელთა გადახდა საჭიროა ტრანზაქციების და სმარტ კონტრაქტების აღსრულებისთვის ბლოკჩეინის ქსელებზე. ხშირ შემთხვევაში გაზის საკომისიოების გადახდა ხდება ბლოკჩეინის ადგილობრივ ტოკენში. მაგალითად Ethereum-ზე და მსგავს ბლოკჩეინებზე, Gas იზომება gwei-ში, რომელიც წარმოადგენს ეთერიუმის (ETH) უმცირეს დანაყოფს - 1 Gwei = 0,000000001 ETH.


Slippage (სლიფეჯი) - სხვაობა მოსალოდნელ ფასსა და ტრანზაქციის საბოლოო აღსრულების ფასს შორის (ძალიან მნიშვნელოვანია DeFi-ში).


Initial Coin Offering (ICO) / IDO / IEO - ტოკენების საწყისი შეთავაზების მექანიზმები.


Interoperability (ურთიერთთავსებადობა) - სხვადასხვა ბლოკჩეინ ქსელების ან სისტემების ურთიერთქმედების, მონაცემების გაცვლისა და თანამშრომლობის უნარი.


Swap (გაცვლა): Swap არის კრიპტოვალუტის ან ტოკენის უშუალოდ გაცვლა სხვა კრიპტოვალუტაზე (მაგალითად, ETH-ის DAI-ზე გაცვლა) ცენტრალიზებული შუამავლის (ბირჟის) გარეშე, ცენტრალიზებული (CEX) ან უფრო ხშირად დეცენტრალიზებული ბირჟის (DEX) გამოყენებით.

ტრანზაქცია ხორციელდება სმარტ-კონტრაქტის მეშვეობით, რომელიც იყენებს ლიკვიდურობის პულებს (Liquidity Pools).

Swap არის DeFi ეკოსისტემის საფუძველი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ივაჭრონ უშუალოდ საფულედან (Wallet-to-Wallet trading).


Minting (Mint) - ბლოკჩეინზე არსებული აქტივის (კრიპტოვალუტა, ტოკენი, NFT) შექმნის ან მომხმარებლის მიერ საკუთარ საფულეში მოთხოვნის (Claiming) პროცესი, რის შედეგადაც აქტივი პირველად შედის მიმოქცევაში ან გადადის მფლობელის კონტროლქვეშ.


Wallet (საფულე): ციფრული საშუალება, რომელიც ინახავს კერძო და საჯარო გასაღებებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გააგზავნოს, მიიღოს და შეინახოს კრიპტოვალუტა.


Hot Wallet (ცხელი საფულე): საფულე, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან (მაგ. MetaMask, Trust Wallet და სხვა...). უფრო მოსახერხებელია, მაგრამ ნაკლებად უსაფრთხო.


Cold Wallet (ცივი საფულე): საფულე, რომელიც არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან (მაგ. Ledger, Trezor და სხვა..). უმაღლესი უსაფრთხოების საშუალება.


Private Key (კერძო გასაღები): საიდუმლო, გრძელი ასოებისა და ციფრების გრძელი, უნიკალური ალფანუმერული კოდი, რომელიც აძლევს მომხმარებელს  კრიპტოვალუტაზე წვდომას საკუთარ საფულეში. (კატეგორიულად არ შეიძლება კოდის სხვისთვის გაზიარება ან დაკარგვა)


Public Key (საჯარო გასაღები/მისამართი): თქვენი საფულის მისამართი, რომელსაც სხვებს უზიარებთ კრიპტოვალუტის მისაღებად.


Seed Phrase/Recovery Phrase - (საიდუმლო ფრაზა / აღდგენის ფრაზა) - Seed Phrase არის 12-დან 24-მდე სიტყვისგან შემდგარი უნიკალური ფრაზების სერია (რიგითობის მიხედვით), რომელიც წარმოადგენს კერძო გასაღების (Private Key) ადამიანისთვის წაკითხვად ფორმატს.

Seed Phrase არის კრიპტოვალუტის საფულეზე წვდომის აბსოლუტური სარეზერვო საშუალება. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მოწყობილობაზე, ამ ფრაზის გამოყენებით შესაძლებელია საფულის და მასში არსებული აქტივების სრულად აღდგენა.

Seed Phrase-ის დაკარგვა ნიშნავს საფულეზე კონტროლის სამუდამოდ დაკარგვას, ხოლო მისი სხვისთვის გამჟღავნება ნიშნავს სახსრებზე სრული წვდომის სხვისთვის გადაცემას.

 

კრიპტო ბაზრის ტერმინები

 

ATH (All-Time High): აქტივის ფასის ისტორიული მაქსიმუმი, რომლისთვისაც აქტივს მიუჭებია არსებობის ისტორიაში. ხშირად განიხილება როგორც პოტენციური გაყიდვის საუკეთესო მომენტი.

გამოიყენება ATL-ის საპირისპიროდ, ბაზრის ციკლის დასადგენად.


ATL (All-Time Low): აქტივის ფასის ისტორიული მინიმუმი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა მისი არსებობის მანძილზე. ხშირად განიხილება როგორც პოტენციური ყიდვის საუკეთესო მომენტი (თუ აქტივს ძლიერი ფუნდამენტური საფუძველი აქვს). ან, პირიქით, ნიშნავს იმას, რომ აქტივმა ვერ შეძლო ფასის აღდგენა.

გამოიყენება ATH-ის საპირისპიროდ, ბაზრის ციკლის დასადგენად.


Tokenomics (ტოკენომიკა) - პროექტის ტოკენის ეკონომიკური მოდელი, რომელიც აღწერს ტოკენის მიწოდებას, განაწილებას, დანიშნულებას და მოიცავს ბლოკირების ვადებს (Vesting Periods), რაც განსაზღვრავს, თუ როდის მოხვდება ტოკენები მიმოქცევაში.


FUD (Fear, Uncertainty, Doubt): გავრცელებული ნეგატიური ინფორმაცია (შიში, გაურკვევლობა, ეჭვი), რომელიც მიზნად ისახავს ინვესტორების პანიკაში ჩაგდებას და აქტივის ფასის დაწევას.


Crypto Fear & Greed Index - შიშის და სიხარბის ინდექსი არის განწყობის ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს, თუ რომელი ემოციაა კრიპტო ბაზარზე დომინანტი - შიში თუ სიხარბე. შიშის და სიხარბის ინდექსს აქვს დიაპაზონი 0-დან 100-მდე. ინდექსის დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს შიშზე, რაც იწვევს აქტივების გაყიდვას და კრიპტო ბაზრის დაცემას. მაღალი მაჩვენებელი კი ოპტიმისტური განწყობის ნიშანია, როცა მომხმარებლები მიდრეკილნი არიან შეიძინონ ციფრული აქტივები, რასაც შესაბამისად მოჰყვება კრიპტო ბაზრის ზრდა.


FOMO (Fear of Missing Out): ხელიდან გაშვებული მოგების (სარგებლის) შიშის სინდრომი. გრძნობა, როდესაც ინვესტორი ყიდულობს აქტივს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფასი სწრაფად იზრდება და არ სურს პოტენციური მოგების დაკარგვა.


Market Cap (საბაზრო კაპიტალიზაცია): კრიპტოვალუტის მთლიანი ღირებულება, რომელიც გამოითვლება მიმოქცევაში არსებული მონეტების რაოდენობის გამრავლებით მონეტის მიმდინარე ფასზე.


Whale (ვეშაპი): ინდივიდი ან ორგანიზაცია, რომელიც ფლობს კონკრეტული კრიპტოვალუტის აქტივების ძალიან დიდ რაოდენობას. 

მიიჩნევა, რომ "ვეშაპები" არც თუ ისე იშვიათად მიმართავენ მანიპულაციებს. მათ მიერ განხორციელებულმა ტრანზაქციებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ კრიპტო აქტივების საბაზრო ფასზე.


Volatility (ცვალებადობა/არასტაბილურობა): აქტივის ფასის ცვლილების სიჩქარე და მასშტაბი დროის გარკვეულ პერიოდში. კრიპტოვალუტების ფასები ზოგადად მაღალი ცვალებადობით ხასიათდება.


Bull Market (ხარების ბაზარი): პერიოდი კრიპტო ბაზარზე, როდესაც ფასები იზრდება ან მოსალოდნელია მათი ზრდა. ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.


Bear Market (დათვების ბაზარი): პერიოდი კრიპტო ბაზარზე, როდესაც ფასები ეცემა ან მოსალოდნელია მათი დაცემა. ინვესტორები პესიმისტურად არიან განწყობილნი.

 

სხვა მნიშვნელოვანი კრიპტო ტერმინები

 

Layer 1 (L1)  ბაზისური ბლოკჩეინის ქსელი (მაგ. Bitcoin, Ethereum, Solana).


Layer 2 (L2) - ეს არის მეორე ფენის პროტოკოლების ერთობლიობა, რომელიც აგებულია (დაშენებულია) საბაზისო Layer 1-ბლოკჩეინზე (მაგალითად, Ethereum-ზე). მისი მთავარი მიზანია მასშტაბურობის (Scalability) გაზრდა, ტრანზაქციების დაჩქარება და საფასურის (Gas Fee) შემცირება, L1 ქსელის უსაფრთხოების დათმობის გარეშე.

როგორ მუშაობს: L2 ქსელი ამუშავებს ტრანზაქციების დიდ ნაწილს L1 ქსელის გარეთ, შემდეგ კი ყველა შედეგს ერთად, ერთ შეკუმშულ პაკეტად უგზავნის L1 ქსელს საბოლოოდ დასადასტურებლად.

მაგალითები: Rollups (Optimistic Rollups, ZK-Rollups), Sidechains (Polygon) და სხვა..


Smart Contract (სმარტ-კონტრაქტი): თვითაღსრულებადი ხელშეკრულება, ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კონტრაქტი, რომლის პირობები პირდაპირ არის ჩაწერილი კოდის სტრიქონებში. სმარტ-კონტრაქტი ავტომატურად მუშაობს ბლოკჩეინზე, შუამავლის გარეშე.


Oracles (ორაკულები) - ორაკულები არის მესამე მხარის სერვისები, რომლებიც ბლოკჩეინს გარე სამყაროს მონაცემებით ამარაგებენ. ბლოკჩეინები და სმარტ-კონტრაქტები თავისთავად იზოლირებულია და არ შეუძლიათ წვდომა ჰქონდეთ გარე მონაცემებზე (მაგალითად, ბიტკოინის მიმდინარე ფასი, ამინდი ან სპორტული მატჩის შედეგი). ორაკული წარმოადგენს "ხიდს" ბლოკჩენდა და გარე სამყაროს შორის ამ ინფორმაციების უსაფრთხო და სანდო ფორმით მიწოდებისთვის.

ორაკულები კრიტიკულად მნიშვნელოვანია DeFi-სთვის (სესხების გაცემა, სმარტ-კონტრაქტები, რომლებიც დამოკიდებულია ბაზრის ფასებზე).

მაგალითი: Chainlink. PYTH.


Arbitrage (არბიტრაჟი): ფასთა სხვაობის გამოყენება ორ სხვადასხვა ბირჟაზე (CEX და DEX).

არბიტრაჟი არის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ერთი აქტივის (მაგ. კრიპტოვალუტა) ყიდვას ერთ ბირჟაზე (CEX ან DEX-ზე) დაბალ ფასად და მისი დაუყოვნებლივ გაყიდვას სხვა ბირჟაზე (CEX ან DEX-ზე) უფრო მაღალ ფასად. ფასთა სხვაობის გამოყენებით მოგების მიღება.

კრიპტოვალუტების ფასების ხშირი ცვალებადობისა და მრავალი დეცენტრალიზებული ბირჟის არსებობის გამო, არბიტრაჟული შესაძლებლობები ხშირად არის ხელმისაწვდომი. 


DAO (Decentralized Autonomous Organization): დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია. ორგანიზაცია, რომლის წესები და ოპერაციები დაშიფრულია სმარტ-კონტრაქტებში და იმართება მისი წევრების მიერ (ტოკენის მფლობელების მიერ) კენჭისყრის მეშვეობით, ცენტრალური მმართველობის გარეშე.


CEX (Centralized Exchange) - ცენტრალიზებული ბირჟა (CEX) არის კერძო კომპანიის მიერ მართული პლატფორმა, რომელიც ასრულებს შუამავვლის როლს კრიპტოვალუტით ვაჭრობის დროს. მომხმარებლები ანდობენ საკუთარ კრიპტო აქტივებს ბირჟას, რომელიც ინახავს მათ კერძო გასაღებებს. CEX-ები, როგორც წესი, ითხოვენ KYC რეგისტრაციის (Know Your Customer) პროცედურის გავლას.

ცნობილი CEX ბირჟებია: Binance, Coinbase, Bybit, OKX, Kraken და სხვა.


DEX (Decentralized Exchange) - დეცენტრალიზებული ბირჟა - DEX არის კრიპტოვალუტით ვაჭრობის პლატფორმა, რომელიც მუშაობს სმარტ-კონტრაქტებზე და არ საჭიროებს ცენტრალიზებულ შუამავალს ან მმართველ ორგანოს. მომხმარებლები ახორციელებენ ვაჭრობას უშუალოდ ერთმანეთთან (ან ლიკვიდურობის პულებთან), საკუთარი კერძო გასაღებების (Private Keys) კონტროლის შენარჩუნებით.


DeFi (Decentralized Finance) - დეცენტრალიზებული ფინანსები: DeFi არის მზარდი ფინანსური სერვისების ეკოსისტემა, რომელიც იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას: სესხების, კრედიტების, ვაჭრობის და სხვა ოპერაციების გასამარტივებლად.

DeFi-ის ასევე მიეკუთვნება ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, რომელიც ოპერირებს შუამავლების გარეშე (ბანკები, საბროკერო ფირმები და სხვა...) და ბლოკჩეინის მეშვეობით უზრუნველყოფს ფინანსურ მომსახურებას.

დეცენტრალიზებული DEX კრიპტო ბირჟები CEX-ებისგან განსხვავებით, არ ითხოვენ KYC (Know Your Customer) პროცედურის გავლას..


Web3 - ახალი თაობის ინტერნეტი, რომელიც დაფუძნებულია დეცენტრალიზებულ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე. 

Web2-ისგან განსხვავებით, სადაც დომინირებენ ცენტრალიზებული პლატფორმები, Web3-ში მომხმარებლები თავად ფლობენ და მართავენ საკუთარ მონაცემებს, 

მსხვილი კორპორაციების ნაცვლად, Web3 იყენებს სმარტ-კონტრაქტებს, დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (dApps) და კრიპტოვალუტებს, რათა მომხმარებელებს ჰქნდეთ სრული კონტროლი ციფრულ იდენტობაზე და  საკუთარ აქტივებზე, რაც ქმნის უფრო ღია, გამჭვირვალე და საზოგადოების მიერ მართულ ეკოსისტემას.


Bridge (ხიდი) - სპეციალური პროტოკოლი ან სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გადაიტანონ კრიპტო აქტივები (კოინები ან ტოკენები) ერთი ბლოკჩეინ ქსელიდან (მაგ., Ethereum) მეორეზე (მაგ., Solana, Avalanche ან Arbitrum). ხიდები ქმნიან სპეციალურ ვერსიებს (wrapped tokens, მაგ. wBTC, wETH) ან იყენებენ დაშიფვრის მექანიზმებს, რათა უზრუნველყონ ღირებულების გადაცემა სხვადასხვა ქსელებს შორის. ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ურთიერთთავსებადობისთვის (Interoperability) და მრავალქსელიანი DeFi ეკოსისტემისთვის.

მიუხედავად პრატიკულობისა, ხიდები ხშირად ხდებიან ჰაკერების თავდასხმის სამიზნე, რადგან ისინი კონცენტრირებულ ლიკვიდურობას ინახავენ.

მაგალითები: Wormhole, Portal (Solana ხიდი), Arbitrum Bridge, Polygon Bridge და სხვა...


Airdrop (ეარდროპი) - მარკეტინგული სტრატეგია, რომლის დროსაც ბლოკჩეინ პროექტი ანაწილებს საკუთარ ტოკენებს/კოინებს შერჩეულ საფულეებზე. ეს განაწილება ხშირად ხდება მომხმარებლის მიერ ქსელში შესრულებული გარკვეული აქტივობების შესრულების (მაგალითად, ტრანზაქციების განხორციელება, პროტოკოლის ტესტირება, სტეიკინგი და სხვა...) სანაცვლოდ.


MEV (Maximal Extractable Value) - MEV არის დამატებითი ღირებულება (მოგება), რომლის მიღება ბლოკჩეინის ვალიდატორს ან მაინერს შეუძლია ტრანზაქციების ბლოკში მათი თვითნებური მიმდევრობით მოწყობის გზით.

ვალიდატორები აწარმოებენ საკუთარ სტრატეგიებს (მაგ. არბიტრაჟი ან Front-Running), რათა მიიღონ მოგება მომხმარებლის ტრანზაქციებიდან ქსელში ჩასმამდე.

MEV  პრაქტიკა ზრდის მომხმარებლის ხარჯებს და შეიძლება გავლენა იქონიოს ქსელის სამართლიანობაზე.


Front-Running - ტრეიდინგის არაეთიკური ფორმა, როდესაც ვალიდატორი ხედავს დიდ ტრანზაქციას, ათავსებს საკუთარ ტრანზაქციას მის წინ და იღებს მოგებას ფასის მოსალოდნელი ცვლილებით.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ