მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 57289 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ვებ გვერდების მონეტიზაცია, ანუ შემოსავლების მიღება საიტების საშუალებით, ის საკითხია, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ პატარა, საშუალო თუ დიდი საიტების მფლობელებს.

შესაძლებლობები ძალიან  შეზღუდულია. სამწუხაროდ ყველა ვერ ახერხებს სპონსორებთან და დამკვეთებთან პირდაპირ კავშირზე გასვლას, რომ განათავსოს რეკლამები საკუთარ ვებ-გვერდზე.

ასეთ შემთხვევაში ქართული საიტებისთვის კარგი იქნებოდა Google Adsense-ის სერვისები, მაგრამ სამწუხაროდ გუგლი ჯერ-ჯერობით არ არის დაინტერესებული რეკლამები ქართულენოვანი კონტენტის შემცველ საიტებზე განათავსოს, რაც პარადოქსია, რადგან ქართული რეკლამები დასაშვებია უცხოენოვან და არა ქართულ ენოვან საიტებზე.

თუმცა ვებ სივრცეში შეხვდებით Google Adsense-ის უამრავ ალტერნატივას, რომლებიც გთავაზობენ რეკლემების განთავსებას თქვენს საიტზე პრაქტიკულად ნებისმიერ, თქვენთვის სასრველ ფორმატში.

ანაზღაურების მეთოდები  მრავალფეროვანია:

СРС - ანაზღაურება ხდება რეკლამაზე გადასვლებით („კლიკები);

CPM - ანაზღაურება ხდება რეკლამის ნახვებით (1000 ნახვა);

CPA - ანაზღაურება ხდება მომხმარებლის მიერ განხორციელებული სხვადასხვა მოქმედებით (ყიდვა, რეგისტრაცია და ა.შ);

CTR - ნებისმიერი სარეკლამო კომპანიის ეფექტურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

იგი წარმოადგენს რეკლამაზე გადასვლებისა („კლიკების“) და რეკლამის ჩვენებების რაოდენობას შორის შესაბამისობას, რომელიც იზომება პროცენტებში.

ანუ CTR-ის გამოთვლა ხდება შემდეგი ფორმულით:

CTR = კლიკების რაოდენობა გაყოფილი ჩვენებების რაოდენობაზე და გამრავლებული ასზე.

სამწუხაროდ, ასეთი სერვისების უმრავლესობა ქართულენოვანი საიტებისთვის იხდიან შედარებით ნაკლებს, თუმცა არსებობს სარეკლამო ქსელები, რომელთაც მოაქვთ გაცილებით მეტი შემოსავლები საიტებისთვის.

ერთ-ერთ ასეთი სარეკლამო ქსელია Adsterra რომელიც შემოსავლების მხრივ შეიძლება იყოს Google Adsense-ეს ერთ-ერთი ალტერნატივა.

 

ADSTERRA

 

ADSTERRA ერთ-ერთი ასეთი გლობალური სარეკლამო ქსელია, უფრო სწორად ტრაფიკის ბირჟა, რომელიც ახდენს ტრაფიკის ყიდვა-გაყიდვას და თვეში 30 მილარდზე მეტი ჩვენების გენერირებას ყველაზ მეტად პოპულარულ სარეკლამო ფორმატებში:

ბანერები, web-push შეტყობინებები, pop-under, პირდაპირი ბმულები, native-ads ბანერები, ვიდეორეკლამები pre-roll (VAST/PAID) ფორმატში და რეკლამის რევოლუციური ფორმატი - Social Bar, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 5 საინტერესო სარეკლამო ფორმატს, ჭკვიანი ალგორითმი კი ირჩევს მხოლოდ ერთ ფორმას და აჩვენებს მას შესაბამის მომხმარებელს

ადსტერას სარეკლამო ქსელის დაფარვა მოიცავს თითქმის მთელს პლანეტას (250-ზე მეტი ქვეყანა). მისი საშულებით შესაძლებელია განახორციელოთ გადახდის მეთოდები CPM, CPC, CPI, CPL, CPA, RTB;

ადსტერას სარეკლამო ქსელი ერთნაირად წარმატებულია როგორც რეკლამის დამკვეთთათვის, ასევე ვებ საიტების მფლობელებისთვის.

ადსტერას სარეკლამო ქსელი იღებს ნორმალური ტრაფიკის საიტებს და ქვეყნების მიხედვით შეზღუდვა ფაქტიურად არ გააჩნია.

სერვისი საიტის მფლობელებს თანხას უხდის CPM (ნახვების) პრინციპით, და შესაბამისად კარგი ტრაფიკის შემთხვევაში თანხის ნორმალურად გამომუშავება სრულიად რეალურია.

ადსტერას სერვისზე რეგისტრაცია ძალიან მარტივია. აირჩევთ  - რეკლამის დამკვეთად გსურთ დარეგიტრირება, თუ საიტის მფლობელად.

შემდეგ გაივლით რეგისტრაციას, დაადასტურებთ ელ-ფოსტას. აიჩევთ სასურველი რეკლამის ფორმატს (ერთს ან რამდენიმეს), სისტემა მოგცემთ კოდს (ან კოდებს), დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, რომელთაც განათავსებთ საკუთარი საიტის თქვენთვის სასურველ პოზიციებზე და დაიწყებთ გამომუშავებას.

ადსტერას პოლიტიკა გამჭვირვალეა, თავად აკონტროლებთ სტატისტიკას, ნახვების რაოდენობას, ბალანსს, გამოტანის მეთოდს.

ხელმისაწვდომია თავაზიანი საფორთი, რომელიც გპასუხობთ გონივრულ დროში.

გადახდის მეთოდი (ანუ ის, თუ რა გზით გსურთ თანხის მიღება), შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ. ეს მეთოდებია:

Webmoney, PayPal, Bitcoin, USDT (Tether), Payza, WireTransfer, Payoneer, E-Payments, Paxum და საბანკო გადარიცხვების საშუალებით. ასევე შესაძლებელია ანაზღაურების მიღება კრიპტოვალუტით.

თანხის გადახდა ხდება ავტომატურად - NET 15-ის პრინციპით, ანუ თვეში ორჯერ - 1-2 და 16-17 რიცხვებში.

Webmoney , Paxum - ით მინიმალური თანხის გატანის ზღვარია - 5$ - მომენტალურად.

PayPal , Bitcoin , USDT (Tether) - ით მინიმალური თანხის გატანის ზღვარია - 10-100$ - მომენტალურად.

საბანკო გადარიცხვით კი - მინიმალური თანხის გატანის ზღვარია - 1000$ - სამი დღის ვადაში.

სარეკლამო ქსელს გააჩნია 5%-იანი რეფერალური პროგრამაც.

მიუხედავად იმისა, რომ მერყევია CTR, ქართული ვებ სივრცისთვის სრულიად მისაღები უნდა იყოს, რადგან საშუალო CTR - 30%-მდეა (ზოგჯერ ადის 50-60%-მდე) რაც ათას ჩვენებაზე შეადგენს 90 თეთრს-1 ლარს და მეტს, რაც შეიძლება ძალიან კარგი თანხა იყოს ბევრი ქართული საიტისთვის.

თუმცა არსებობს ერთი მაგრამ - ბანერების ნაწილი შესაძლოა შეიცავდეს გაცნობის, ეროტიკული ხასიათის, ვებ-თამაშების (ტანკები და ა.შ...) რეკლამების ბანერებს. 

მართალია რეგისტრაციის დროს შეგიძლიათ მონიშნოთ, რომ არ გსურთ ამგვარი შინაარსის რეკლამა, თუმცა ასეთი ბანერები პერიოდულად მაინც ჩნდება ხოლმე საიტზე.

თუ ამის შესახებ მისწერთ, საფორთი მალევე თავაზიანად გიპასუხებთ, რომ 100% -ით რეკლამების გაკონტროლებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ და დაგეხმარებიან. პრობლემას მალე აგვარებენ, თუმცა ასეთი ბანერები პერიოდულად მაინც ჩნდება ხოლმე საიტზე და საჭიროა ადსტერას ადმინისტრატორთან (თქვენს კონკეტულ სარეკლამო მენეჯერთან)  კავშირზე ყოფნა. 

დასკვნის სახით ვიტყვით, რომ თანხის გამომუშავება ადსტერას ქსელით ნამდვილად შესაძლებელია და იგი ქართულ ვებ-სივრცეში გავრცელებულ უცხოურ სარეკლამო ქსელებს გაცილებით აღემატება გამომუშავებული თანხის რაოდენობით.

 

* * * * * * *

 

მეორე სერვისს ჯერ-ჯერობით ვებ სივრცეში ცოტა ანალოგი გააჩნია. 

ეს არის გლიბალური სარეკლამო ქსელი A-ADS.COM, რომელიც მუშაობს CPM პრინციპით (ანუ იხდის როგორც ნახვების (უნიკალური ვიზიტორიების) ასევე კლიკების რაოდენობით).

რაც მთავარია, სარეკლამო ქსელი მომხარებელს ანაზღაურებას ახდენს კრიპტო ვალუტით, კერძოდ ბიტკოინით.

 

A-ADS

 

სერვისით სარგებლობა ძალიან მარტივია. პირველ რიგში გაივლით რეგისტრაციას (მარჯვენა ზედა კუთხეში - Sign - Up) და ზემოთ, ჰორიზონტალურ მენიუში Earn (გამომუშავება) - აირჩევთ Create Ad Unit (სარეკლამო ადგილის შექმნა)

ჩამოიშლება სივრცე - 1. Select ad unit type

სადაც აირჩევთ:

SIZE - ბანერის სასურველ ზომას 

Page URL - თქვენი საიტის იმ გვერდის მისამართს, სადაც განათავსებთ სარეკლამო ბანერს (რა თქმა უნდა უნდა ბანერი შეგიძლიათ განათავსოთ საიტის ნებისმიერ გვერდზე, მაგრამ იგი აღნიშნულ მისმართზეც აუცილბლად უნდა იყოს განთავსებული)

ამის შემდეგ სივრცეში - 2. Filter content  - მონიშნავთ არასასურველ რეკლამის ფორმატს, რომლის აკრძალვაც გსურთ საიტზე (რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მცირდება შემოსავალიც) და დააჭერთ ღილაკს Creat Ad Unit.

შედეგად, სისტემა დააგენერირებს თქვენთვის კოდს და გრაფაში Code for the site - გამოჩნდება კოდი, რომელსაც განათავსებთ საიტზე თქვენთვის სასურველ პოზიციაზე.

შეგიძლიათ კოდის ქვემოთ აირჩიოთ ფერიც (ბანერის ტექსტისთვის, რომელიც შეესაბამება თქვენი საიტის დიზაინს).

კიდევ უფრო ქვემოთ კი გამოჩნდება რეფერალური ბმული Affiliate link - რომლის საშუალებით შეგიძლიათ რეფერალური პროგრამით მიიღოთ დამატებითი შემოსავალი (რეფერალური ბმულები შეგიძლიათ განათავსოთ არა მხოლოდ საკუთარ საიტზე, არამედ სოც-ქსელებში, ფორუმებზე და ა.შ....)

მოდერაცია მალე დასრულდება და გამოჩნდება თქვენი სტატისტიკაც, რომელზეc შეგიძლიათ გადახვიდეთ მარჯვენა ზედა კუთხეში - User - და შემდეგ Dashboard.

სივრცეში - Ad Units - ჩანს თქვენი შექმნილი სარეკლამო ადგილი, რომლის ქვემოთაც მუდმივად აქტიურია ღილაკი Create Ad Unit , რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ საიტზე იგივე პრინციპით დაამატოთ სხვა ზომის ბანერებიც (რეკომენდებულია არაუმეტეს 3 ბანერისა).

ცოტა ხნის შემდეგ, თქვენ ბალანსზე გამოჩნდება პირველი ბიტკოინის სატოშებიც.

რაც შეეხება ბიტკოინ საფულის მისამართის დამატებას, სადაც ჩაირიცხება თქვენს მიერ დაგროვილი თანხა -  შეგიძლიათ დააკლიკო თქვენს ბალანსს, აირჩიოთ - Finances - შემდეგ - Withdrawal settings და ველში (Withdrawal address) ჩააკოპიროთ თქვენი ბიტკოინ საფულის მისამართი.

ველში Withdrawal type - თანხის გასატანად ბიტკოინ მისამართის გარდა შეგიძლიათ თანხის გასატანად მიუთითოთ თქვენი FaucetPay.io -ის ბიტკოინის მისამართი ან ნებისმიერი ბირჟის (Binance, OKX, Bybit და სხვა) ან საფულის (METAMASK, TRUST WALLET, SafePal და სხვა) ბიტკოინის მისამართი (თუ გაქვთ საფულე აღნიშნულ სერვისებზე).

A-ADS. COM-ზე დაგროვილი თანხის გატანა ხდება ყოველდღიურად - თუ გატანანის მისამართი მითოთებული გაქვთ FaucetPay.io, ხოლო 100 000 სატოშის დაგროვების შემდეგ, თუ ბიტკოინის მისმართი მითითებული გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ბირჟიდან ან საფულიდან.

(სერვისი შემოწმებულია მრავალგზის და თანხა გადადის უპრობლემოდ).

სარეკლამო ქსელი, გარდა თანხის გამომუშავებისა ასევე შესანიშნავია საკუთარი რეკლამის საწარმოებლად. თქვენ შეგიძლიათ ასევე კრიპტოვალუტის (ბიტკოინის სატოშების) საშუალებით გააკეთოთ საკუთარი პროდუქციის, სერვისის, თუ რეფერალური ბმულების რეკლამა.

შეგიძლიათ თავად აირჩიოთ რა ტიპის საიტებზე გსურთ საკუთარი რეკლამის განთავსება - მენიუში - Advertise - Creat Ad - შექმნათ ბანერები, აირჩიოთ ნახვების რაოდენობა და ა. შ... დანარჩენში ინტუიციურად თავადვე გაერკვევით.

სარეკლამო თანხის შესატანად დააკლიკებთ ბალანსს, დააჭერთ Deposit Funds და ან გადაიტანთ თანხას ბალანსიდანვე, ან თანხას ნებისმიერი სხვა გზით ჩარიცხავთ იქვე მოცემულ სერვისის ბიტკოინ მისამართზე.

შეგიძლიათ დაგროვილი თანხა გადაიტანოთ დეპოზიტზე და რეკლამა ამ თანხით გაააკეთოთ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ