ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა, ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა, შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას, ლამაზს, ცისფერთოლიანსა, წამო ჩემთან! უკაცრავად, ვერ გაგყვები ცოლიანსა! - ესალმება ფხოვის ტყეებს, ტყეებს მწვანე მოლიანსა, დაჯირას და უკადრისას, სატყრობელას ჭორიანსა... არაგვისკენ გზას მიიკვლევს, გზას ძალიან შორიანსა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |