მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 11218 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - ვირი და ბულბული

ვირმა მოჰკრა ბულბულს თვალი

და უთხრა მას: “მეგობარო!

ამბობენ, ვითომც მღერალი

შენ ჩინებული რამ ხარო.


მე ძალიან გულითა მსურს,

მოვისმინო შენი სტვენა,

გულმოდგინედ დაგიგდებ ყურს,

თუ გაქებენ ღირსად შენა!”


მღერალმა გამოიჩინა

აქ თავისი ხელოვნება,

ათასნაირად დასტვინა,

აიგზნო რა გულის ვნება.


ნელ-ტკბილად იწყო მან მოთქმა:

ხან წყნარ ჭიკჭიკში სდნებოდა,

ხან მისი სალამურის ხმა

მთას და ველს ეფინებოდა.


ყურსა უგდებდა მდუმარე,

განთიადისა მღერალსა,

მიდამო, არე და მარე

მთლად გაემსჭვალოა მის ძალსა.


სიჩუმის აძევს მას ფარდა.

არ იძვრის, დაწვა ნახირი,

სხვა ფრინველთ გუნდი დაწყნარდა,

ჩადგა ნიავი, ზეფირი.


და მწყემსი აღელვებული

სუნთქვასაც ძლივსღა ბედავდა,

მხოლოდ უძგერდა გლახ-გული,

სატრფოს რომ მღიმარს ხედავდა!


გათავდა მღერა!... ბულბული

თამამად შეაჩერდა ვირს,

მაგრამ იმისმა მსაჯულმა

თავი დაჰქინდრა ბრძნულად ძირს.


და უთხრა: “ჰოო, რა უშავს,

სწორი უნდა ვსთქვა... მართალი!

მაგრამ მებრალვი, რომ არ გყავს

ნაცნობი ჩვენი მამალი.


ადვილად შეიძლებოდა

მისი ჰანგებიც გესწავლა

და მაშინ სხვა იქნებოდა

მაგ შენი გალობის ძალა.”


რა გაიგონა მღერალმა

ამნაირი რჩევა წმინდა,

ფრთა გაშალა შესაბრალმა,

ცხრა მთას იქით გადაფრინდა.


და ამგვარი მსაჯულები

აგვაშოროს, არც ჩვენ გვინდა!

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ