მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 16616 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - ღორი მუხის ქვეშ

მუხის ქვეშ ღორი რკოებით

გამოძღა მართლა ღორივით

და იქვე ძილად მიეგდო

გაუნძრეველად, მძორივით.


რომ გაიღვიძა, წამოდგა,

აწლაკუნებდა ისევ პირს

და, როგორც დიდ - ხნის მშიერმა,

ჩუჩქნა დაუწყო მუხის ძირს.


მაღლიდან ჩხიკვმა დასჩხავლა:

“მაგას რას შვრები, ღოროო?

გინდა, ფესვები დასთხარო

და მიწას მოაშოროო?


მაშინ ხომ მუხაც გახმება,

ძირი რომ წაუხდებაო?”

ღორმა მიუგო “მერე  რა?

გახმეს!...  რა მენაღვლებაო!?


მე არ მინახავს მაგისგან

ჩემ დღეში სარგებელიო!

რას დავსდევ: ნედლი იქნება

თუ გამომშრალი - ხმელიო!?”


მუხა გაჯავრდა: “შე დრუნჩავ!

ქვესკნელს რომ ჩაღრუტუნობო,

შე ღორო, თავლაფდასხმულო,

რატომ რკოს კი არ სწუნობო?


ვინ არის იმ რკოს მომცემი,

თუ არ მე? და რად მძრახავო?

მაგრამ თავს მაღლა ვერ იღებ

და რაღას დაინახავო?”


უგნური კაცი ღორსა ჰგავს:

ჰგმობს სწავლა - მეცნიერებას

და ვერ მიმხვდარა: რა  აძლევს

აქ ქვეყნად ბედნიერებას.

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ