წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 20597 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - ჭრიჭინა და ჭიანჭველა

დაჭრიჭინებდა, დახტოდა

ჭრიჭინობელა პატარა

და უშრომ - უზრუნველობით

მთელი ზაფხული ატარა.


მაგრამ ბოლო დროს ზამთარმა

თვალი რომ გამოუჭყიტა

შეკრთა მოცლილი მღერალი

და შიშმა წელი მოსწყვიტა.


გაჰქრა იგი დრო, როდესაც

ყოველგან დროს ატარებდა,

ცა ქუდად აღარ მიაჩნდა,

მიწას ფეხს არ აკარებდა!..


შიმშილით კუჭი უხმება,

თანაც სიცივით კანკალობს,

ვეღარ ჰხტის, ენაც ჩაჰვარდა,

ჩვეულებრივად ვერ გალობს!


ან კი რაღა დროს ხტომაა

და რა დროს ჭიანურია,

როცა რომ ლხინის მოყვარეს

სცივა, ჰშია და სწყურია?


კარზე მიადგა ჭინჭველას

ვედრებით: „ჩემო  ნათლია!

ნუ მომკლავ გაზაფხულამდე

და გამომკვებე, მადლია!“


ჭინჭველამ ჰკითხა: „ზაფხული

როგორღა გაატარეო?“

- ვილხენდი, გამოვაყრუე

ჭრიჭინით არემარეო“.


- „მაშ, თუ ეგრეა, რადგანაც

ზაფხულში იფარფაშეო,

მიბრძანდი ეხლაც და სინჯე -

იხტუნე, ითამაშეო!“

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura