მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 48638 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთი კაცი გზაზე მიდიოდა. ნახა, ერთს ძეძვს (ბუჩქს) ცეცხლი მოსდებოდა, ზედ გველი ასულიყო, წასასვლელი არსად ჰქონდა, წვალობდა და წიოდა. ეს რომ დაინახა, შეებრალა კაცს გველი და თქვა: ამ გველს გადავარჩენ, ჩემთვის მადლიაო. მივიდა და შუბის წვერი მიუშვირა. გველი შუბს შემოეხვია, მხარზე შეახტა, ყელზე შემოეჭდო და მაგრად მოუჭირა. 

კაცმა ჰკითხა: რა დაგიშავე, ასე რატომ მიშვრები? მე ხომ სიკვდილს გადაგარჩინეო! 

გველმა უპასუხა: კარგისთვის კარგით არავის გადაუხდია და მეც ასე გიხდიო. 

კაცი შეეხვეწა: ამდენი მაცალე და აგერ ჭადარი რომ დგას, იქამდე მივიდეთ და მას ვკითხოთ. თუ ჩემი ცოდვით ხემ ხმა ამოიღოს და დაგიშალოს, გამიშვი, თუ არა და, რაც გინდა მიქენიო. 

გველმა ცოტა მოუშვა და მივიდნენ ჭადართან. 

კაცმა ჭადარს შესჩივლა: ეს გველი სიკვდილს გადავარჩინე და ასე გადამიხადაო. 

ჭადარმა უპასუხა: ამ ცხელ მინდორში მარტო ერთი ხე ვდგავარ; მგზავრი ისე არ ჩამოივლის, რომ ჩემს ჩრდილში არ დაისვენოს. მოვლენ, ჩრდილს თავს შეაფარებენ, მერე რტოებს დამამტვრევენ, ზოგს დაწვავენ, ზოგით ყუთებს აკეთებენ: - რა კარგი ხეაო! კარგისათვის კარგით არავის გადაუხდია, მოუჭირე, გველოო! 

ისევ მოუჭირა გველმა კაცს ყელზე. 

კაცი გველს ისევ შეეხვეწა: ცოტა მოუშვი, აგერ ხარი სძოვს და მას ვკითხოთო! 

წავიდნენ და ხარს ჰკითხეს. 

ხარმა უთხრა: მოვხნავ, დავფარცხავ, გავლეწავ და ზამთარ-ზაფხულ სულ ადამიანებისთვის ვმუშაობ, დამაწვენენ და დამკლავენ: აქაოდა, სტუმარი მომივიდაო! სიკეთისთვის სიკეთით არავის გადაუხდია, მოუჭირე, გველოო! 

გველმა ისევ მოუჭირა კაცს ყელზე. 

კაცი შეეხვეწა: ცოტა კიდევ მაცალე, აგერ მელა არის და მასაც ვკითხოთო! 

მივიდნენ მელასთან და კაცმა თავის გასაჭირი, გველმა კი ჭადრისა და ხარის მონათხრობი მოახსენა. 

მელამ თავისი მოხერხებული სიტყვით უთხრა გველს: ნადირთა ხელმწიფისგან, - ლომისგან დანიშნული მდივანბეგი (მსაჯულთუხუცესი) ვარ, კაცს რომ ყელზე შემოხვევიხარ და სამართლის მიღება გსურს, ასე როგორ იქნებაო? დაეხსენი, შენც დამიჩოქე და ამ კაცმაცო! 

როცა გველი დაეხსნა კაცს და დაბლა ჩამოვიდა, დაჰკრა მელამ ტოტი თავში, მოკლა გველი და თქვა: გველის სამართალი ეს არისო! 

მერე კაცმა ის მელა აღარ დაინდო და შუბით განგმირვა მოინდომა: რა კარგი ბეწვი აქვსო. 

შეატყო მელამ, გაექცა და საკუთარ თავს დააბრალა: დავაშავე, რა მრჯიდა, რომ გადავარჩინეო!

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ