მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 113637 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთი გლახაკი სხვა ქვეყანაში წავიდა სახეტიალოდ. იქ ერთი წელი დაჰყო, ბევრი იშრომა, ცხრა ფლური (ოქროს ფული) მოაგროვა და წლის ბოლოს წამოვიდა თავის ქვეყანაში.

როცა ქალაქს მიუახლოვდა, იქვე მდინარე იყო, ტანთ გაიხადა, იბანავა და როცა წამოვიდა, ფლურები იქვე დარჩა.

გზაში მოაგონდა ფლურები და ვეღარ ნახა. ღმერთსა აღთქმა დაუდო: თუ ჩემი ფლურები ვიპოვნე, ერთ ფლურს შენს სახელზე გლახაკს ვუწყალობებო.

მივიდა, სადაც იბანავა და ფული იქვე იპოვა.

წამოვიდა ქალაქში, ერთი უსინათლო გლახაკი იპოვა და თავისი ამბავი უამბო: ასეთი აღთქმა დავდე და აჰა, ერთი ფლურიო!

გლახაკი ორივე თვალით ბრმა იყო და უთხრა: რადგან ღვთისათვის შეგიწირავს, ცხრავე მომეცი და რომელიც მსურს, ამოვარჩევო.

ენდო კაცი და ცხრავე ფლური მისცა. ბრმამ ცხრავე ჯიბეში ჩაიდო.

როგორც კი კაცმა ფული უკან მოთხოვა, გლახამ ყვირილი მორთო: მიშველეთ, ეს კაცი რას ფულს მართმევსო!

კაცს მოწმე არავინ ჰყავდა და წაართვა ბრმამ ფლურები. დაღონდა საბრალო კაცი და ბრმას უკან გაჰყვა: აბა ჩემ ფლურებს რას უზამსო?

შევიდა ბრმა გლახაკი სახლში, ამოიღი ერთი ქილა, რომელიც ფლურებით იყო სავსე, ყრმის ფლურებიც შიგნით ჩაყარა და თქვა: ჩემო ხუთასო ფლურო, ეს ცხრაც შემოგმატეო!

სამჯერ ააგდო ჰაერში ქილა და დაიჭირა. მეოთხედ რომ ააგდო, კაცმა ქილა ჰაერში დაიჭირა და დაუმალა. ბევრი ეძება ბრმამ, მაგრამ სადღა იპოვნიდა? გამოვიდა და დაიწყო ტირილი.

მოვიდა სხვა უსინათლო გლახაკი და უთხრა: რა გატირებსო? ბრმამ უამბო: ასე დამემართა, ხუთასი ფლური დავკარგეო!

მეორე ბრმამ უთხრა: ასე უნდა ფლურის შენახვა? მე ჩემს მრუდე ჯოხში შვიდასი ფლური მაქვს დამალული, თუ ჯოხი სადმე დამრჩა ან დავაგდე, ვინც ნახავს, ყველა უკან მიბრუნებსო.

პირველმა ბრმამ სთხოვა: მაჩვენეო!

როცა მეორე ბრმა პირველს ჯოხს აძლევდა, კაცმა, რომელიც იქვე იდგა, ჯოხი გამოართვა.

როცა ჯოხის უკან დაბრუნება დაგვიანდა, მეორე ბრმამ პირველს თხოვა, - ჯოხი დამიბრუნეო.

პირველმა უთხრა: არ მოგიციაო.

ბრმებმა ჩხუბი დაიწყეს. ხმაურზე მესამე უსინათლო ბრმა მივიდა, ჰკითხა: რა გაჩხუბებთო?

პირველმა ქილის ამბავი უთხრა და მეორემ ჯოხის ამბავი.

მესამე ბრმამ უთხრა: ვაი თქვენს ჭკუას, რა კარგად შეგინახავსთ ფლურებიო! ამ ჩემს ძველს ჩოხაში ათასი ფლური მიდევს, ჩოხა სადაც არ უნდა მივაგდო, უკანვე მიბრუნებენო.

კაცი იქვე იდგა და ყველაფერი ესმოდა. წავიდა, თაფლი იყიდა და ჩოხაზე მიაცხო. თაფლს ფუტკარი დაეხვია. ბრმამ ჩოხა გაიხადა და ისიც კაცმა წაიღო.

შექნეს სამივე ბრმამ ყვირილი და ტირილი.

საქმე ისე გახმაურდა, რომ მეფის ყურამდე მიაღწია. მეფემ კაცი გაგზავნა: ვინც ეს ჩაიდინეთ, მოდით და ყველაფერი მიამბეთ, თორემ ყველას დაგხოცავთო!

საბრალო კაცი შეშინდა, მივიდა მეფესთან და ყველაფერი მოახსენა: კარგი გავუკეთე და სიკეთე ასე გადამიხადესო.

მეფემ კაცს უბრძანა: რადგან კარგისათვის კარგით არავის გადაუხდია, ბრმებს ას-ასი ფლური სალოცავად მიეცი და დანარჩენი შენი იყოსო.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ