მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 27151 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ დიდვაჭარს, ღმერთის არა სწამდა. ერთხელ მთელი თავისი მონაგებით პური იყიდა: თუ მომავალ წელს მცირე მოსავალი მოვა, ერთ პურს სამი-ოთხი პურის ფასად გავყიდიო.

მომავალ წელს დიდი რაოდენობით მოსავალი მოვიდა. ვაჭარმა კვლავ იაფად იყიდა, ფიქრობდა, მომავალ წელს უკეთესად გავყიდიო, მაგრამ ყოველ შემდეგ წელს მეტი და მეტი მოსავალი მოდიოდა. ვაჭარს პური და ხორბალი დაულპა, მთელი მისი მონაგები განიავდა და აღარაფერი დარჩა.

ვაჭარმა აიღო რაც კი ცოლს სამკაულები გააჩნდა და წავიდა საფრანგეთში: გაყიდა, ივაჭრა, იმდენი ქონება დააგროვა, დათვლას ვერ აუდიოდა.

შინ აღარ დაბრუნდა, რადგან სიხარბემ სძლია. ეგონა, სხვაგან წავალ და უფრო მეტ სარგებელს ვნახავო. ჩაჯდა ხომალდში, მაგრამ აღელდა ზღვა, დაემსხვრა ნავი და მთელი მისი ქონება წყალმა შთანთქა. თავად ერთს ფიცარზე შერჩა და ტალღამ ნაპირზე გაიყვანა.

დიდად შეწუხებული დიდვაჭარი ერთ ქალაქში მივიდა, იპოვა იმ ადგილის პატრონი და თავისი თავგადასავალი უამბო.

მეპატრონემ უთხრა: რადგან მდიდარი კაცი ასე დაზარალებულხარ, ერთი წელი აქ იყავი, ჩემი მამულის მოურაობას მოგცემ და უფრო მეტი ქონება დააგროვეო.

დადგა ვაჭარი მოურავად. პირველად პური და ბრინჯი მოიპარა, ვაითუ ცოტა მერგოსო. ერთი წლის დასრულების შემდეგ დიდძალი ქონება დაუგროვდა და თქვა: "ავი საქმე მიქნიაო". დაიწყო მოპარულის თავისი ბეღლიდან ამოღება და პატრონის ბეღელში ჩაყრა.

ერთხელაც პატრონის ბეღლისკენ მიმავალი დიდვაჭარი დაინახეს. ეგონათ იპარავსო და პატრონს აუწყეს. პატრონი გაბრაზდა, წაართვა დაგროვილი ქონება და ქვეყნიდან გააძევა.

წავიდა მტირალი დიდვაჭარი, მივიდა ზღვის პირას და ნახა მომავალი ნავი, რომელშიც მეფის ათი ვაჭარი ისხდა; მათაც მოუყვა რაც გადახდა. ვაჭრებს შეებრალათ, თითომ თითო ძვირფასი თვალი მისცა და გაუშვეს.

დიდვაჭარმა ხუთი თვალი ძონძებში გამოკრა, ხუთი კი პირში დამალა.

გზაში სამი მეკობრე შეხვდა. გაესაუბრნენ და მან ხმა არ გასცა. პირში აყაფი (ხის აღვირი) ედო და მეკობრეებს მუნჯი ეგონათ.

ერთმან თქვა: გავძარცვოთო.

მეორემ თქვა: რა წავართვათო?

მესამემ თქვა: არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავსა ხდიდნენ და ვერ გახადესო.

ამ სიტყვებზე ვაჭარს გაეცინა და პირიდან ორი თვალი გადმოუვარდა. მეკობრეებმა შეიპყრეს და პირიდან დარჩენილი სამი თვალიც ამოუღეს, ხოლო ხუთი თვალი, რომელიც ძონძებში ჰქონდა დამალული, ვერ უპოვეს.

წავიდნენ მეკობრეები ქალაქში და თვლების გაყიდვა გადაწყვიტეს. ქალაქში მეფის ვაჭრების კაცები დახვდნენ, იცნეს თვლები, წაართვეს და ქურდებს სიკვდილი მიუსაჯეს.

მალე დიდივაჭარიც მივიდა ქალაქში და მანაც თვლების გაყიდვა გადაწყვიტა. მისი თვლებიც იცნეს, წაართვეს და მოსაკლავად წაიყვანეს. სიკვდილის დასჯის ადგილზე ის ვაჭრები დახვდნენ, რომელთაც თვლები აჩუქეს.

დიდვაჭარი შეეხვეწა:

- თქვენ რომ ათი თვალი მომეცით, ხუთი მეკობრეებმა წამართვეს და ხუთი ამ კაცებმა, ეხლა კი სიკვდილით მსჯიანო.

ვაჭრებმა დაიფიცეს, რომ თვლები მართლაც მათი მიცემული იყო, აღარ მოაკვლევინეს და მეფეს ყველაფერი აუწყეს.

მეფემ ბრძანა: რადგან ამდენი ჭირი უნახავს, ჩემი სალაროს უხუცესად დავაყენებ და დიდ ქონებას დამიგროვებსო.

მიაბარეს დიდვაჭარს სალარო.

ერთ დღეს სალაროს კლიტე (ბოქლომი) გაფუჭდა, დიდვაჭარმა მცირეოდენი ფული არ გაიმეტა, რომ კლიტე მჭედელს გაეკეთებინა. თავად აიღო ქვა, კედელზე მიადო და მეორე ქვა დაჰკრა; თურმე კედელი ცალპირი აგურის იყო, გადაიქცა და მეფის ოჯახის სახლი გამოჩნდა.

საჭურისებმა ყველაფერი მეფეს მოახსენეს.

დიდვაჭარს ისევ ქურდობა დააბრალეს, შეიპყრეს და ორივე თვალი აღმოთხარეს.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ