მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 9494 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთი საბრალო კაცს ანჩხლი რძალი ჰყავდა, რომელიც ლანძღავდა და ეუბნებოდა: წადი იქურდე, იშოვნე და მომიტანეო! 

არ უნდოდა კაცს ქურდობა, მაგრამ რძალი არ ეშვებოდა. 

ერთხელ, ნამტირალევი და რძლისაგან ნაცემი კაცი გზაზე მიდიოდა, როცა შვიდი უპატრონო, აბრეშუმით დატვირთულ აქლემი ნახა. წაიყვანა აქლემები და ერთ ტყეში დამალა, თავად კი უკან გამობრუნდა. 

გზაში აქლემების მაძებარი კაცი შემოეყარა და უთხრა: 

- შვიდი აქლემი დავკარგე და თუ მათ ამბავს გაიგებ, ერთ აქლემს რაც ზედ ჰკიდია, - მოგცემო.

კაცმა უპასუხა: მე არ მინახავს, მაგრამ იმისთანა მეცნიერი ვარ, ჩემისთანა მოგვი (გრძნეული) არ არსებობსო. 

თურე ერთი უსარგებლო წიგნი ეპოვა და უბეში ედო. ამოიღო, ჩახედა და უთხრა: გავიგე სად არიანო და წინ სხვა გზით წაუძღვა, თან ეუბნებოდა - აჰა, აქლემები ვიღაც კაცებს მიჰყავთო. 

ზოგი რა უთხრა და ზოგი რა და იმ ადგილს რომ მიახლოვდნენ, განუცხადა: 

- იმ კაცებმა ჩვენი მოახლოვება იგრძნეს. აქლემები დატოვეს და თვითონ გაიქცნენ: ჩემმა გულთმისნობამ ეს მამცნოო. 

მიიყვანა მეაქლემე, აქლემები აჩვენა და მანაც ერთი აქლემზე აკიდებული აბრეშუმი მისცა. კაცმა მიიტანა შინ, რძალმა დიდად დაუმადლა და უთხრა: კეთილი მაზლი ხარ, ეგრე გააგრძელეო! 

იმ დროს, თურე მეფეს ერთი შეუფასებელი ძვირფასი თვალი დაჰკარგვოდა. იყო დიდი გამოძიება და ძებნა-გამოკითხვა.

მეაქლემე მივიდა მეფესთან და მოახსენა: 

- თქვენი აქლემები დავკარგე და ერთმა მისანმა (მკითხავმა) მაპოვნინაო. 

გაგზავნეს კაცი და სასწრაფოდ მოიყვანეს. მეფეს საუფლოში მრავალი მისანი ესხდა და გვერდით ახალი მისანიც მოუსვეს. 

ერთ მონას ოქროს კროჭით (ყუთით) რაღაც დაქონდა და ამბობდა: ვინც გამოიცნობს შიგნით რა დევს, ის იპოვის დაკარგულ ძვირფას თვალსო. 

შეიქმნა ბჭობა: ზოგმა თვალი თქვა, ზოგმა მარგალიტი, ზოგმა სხვა რამე. როცა მონა ახალ მისანთან მივიდა, საწყალმა არ იცოდა რა ეთქვა და ერთი ამოიოხრა: ვაი, ჩემო რძალო, რა უბრალოდ მომკალიო. 

მან თავის გულის წუხილით თქვა, და მეფეს გაეცინა: იგავით თქვაო! 

თურე ყუთში მკალი (კალია) იჯდა და კაცს ზმად (სიტყვების თამაშად) ჩაუთვალეს. 

წაიყვანეს ახლად გამომცხვარი მისანი და დიდი პატივი მიაგეს: სამეფო სამოსელით შემოსეს, მეფის საწოლში დააწვინეს, მეფისავე სარეცელი დაუგეს და გარს სეფეწულნი დაუყენეს. საბრალო მისანი კი ფიქრობდა: როცა სეფეწულებს დაეძინებათ, გავიპარებიო. 

თურმე ძვირფასი თვალი ერთ-ერთ სეფეწულს მოეპარა და როცა სხვებს დაეძინათ, მისანს ფეხებზე მოეხვია: მე მოვიპარე და ნუ გამამხელო! 

მისანს ძალიან ეამა და უთხრა: 

- მე დილითვე მივხვდი, მაგრამ შენი ჭაბუკობა შემებრალა და არ ვთქვი. ეხლა წადი, მეფის საბატეში ერთ ბატს მოპარული თვალი გადააყლაპე და ფრთა მოსტეხე, შენ კი მოისვენეო!

როცა გათენდა, ახალი მისანი მხიარულად დადგა მოედანზე, სადაც მეფე უნდა გამობრძანებულიყო. გამობრძანდა მეფე თავის დიდებულებით და ჰკითხეს მისანს ძვირფასი თვალის შესახებ. გამოიღო წიგნი მისანმა, ჩახედა და თქვა: რაც მეფეს ღერღეტები (ბატები) ჰყავს აქ მოიყვანეთო! 

როცა ბატები მოიყვანეს, მისანმა თქვა: ნიშანი ვერ ვნახე, ერთი ფრთამოტეხილი ბატი აკლიაო. მოიყვანეს ის ბატიც; მისანმა მსახურებს უთხრა: გაუპეთ კუჭი, თვალი მაგას გადაუყლაპავსო. 

გაუპეს ბატს მუცელი და თვალი ამოუღეს. 

ეამა მეფეს, უხვად დაასაჩუქრა მისანი და ერთი ოქროთი აკაზმული საკუთარი ცხენიც უბოძა. 

მისანი თავის სიცოცხლეში ცხენზე არა მჯდარიყო, ხოლო ნაჩუქარი ცხენი მიჩვეული იყო, როგორც კი მეფე მოედნის ერთ კიდეზე გამოვიდოდა, ცხენი მოედნის მეორე კიდისკენ გააჭენებდა. როგორც კი შეჯდა მისანი და გამოვიდა მოედნის თავში, გაბრუნდა ცხენი და საპირისპირო მხარეს გაჭენა. მისანმა თავი ვეღარ დაიჭირა, შეშინდა და ყვირილი დაიწყო: მიშველეთ, მიშველეთო! 

როცა საჯინიბოსთან მივიდა, ცხენი დადგა. საჯინიბო ჩამოიქცა და მეფის ცხენები სრულიად დაიხოცა.

ახალმა მისანმა თქვა: მოედნის ბოლოში როცა გავედი, მივხვდი ეს ამბავი მოხდებოდა, ვიძახდი მიშველეთ და არავინ მომეშველეთო. 

ცხენი მეფესვე მიართვა და მეფემ სხვა ურიცხვი საქონელი უბოძა. როცა მისანი შინ მივიდა, აიყარა და იქედან გარდაიხვეწა. იცოდა, ბოლოს და ბოლოს მისი ტყუილი საჯარო გახდებოდა.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ