მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7814 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო სამი ძმა: ერთი მხვნელი, ერთი ფეიქარი და ერთი მკერავი.

უფროსი ძმა მხვნელი და ბერი კაცი იყო. ცოლი მოუკვდა და სხვის შერთვა მოისურვა. ძმებმა დაუშალეს, მაგრამ არ გაიგონა. მაშინ ძმებმა ისეთი ხანდაზმული ქალი მოჰგვარეს, როგორიც მას შეეფერებოდა და ქორწილიც გადაუხადეს. 

იმავე ღამეს, კარს ერთი განძით დატვირთული აქლემი მიადგათ. მექორწილეებმა აქლემი მოკლეს, ორმოში ჩააგდეს, ტვირთი კი დამალეს და პირი შეკრეს: თუ მძებნელი მოვიდა, არაფერი ვიცითო. 

ქორწილიდან მცირე ხნის შემდეგ, სოფელში აქლემის პატრონი გამოჩნდა და უფროს ძმასთან მივიდა, რომელიც სახნისით მიწას ხნავდა.

მეაქლემე მიესალმა: კავ-გუთნეულს გამარჯვებაო! 

მხვნელმა უპასუხა: მარცვალს ვთესავო. 

გაუკვირდა მეაქლემეს და უთხრა: აქლემი დავკარგე, თუ მის ამბავს მეტყვი, გულუხვად დაგასაჩუქრებო.

მხვნელმა უპასუხა: ზაფხული რომ იყოს, უფრო დიდ მინდორს მოვხნავდიო. 

მეაქლემემ უთხრა: აქლემის ამბავს გეკითხები, ხვნისას კი არაო. 

მხვნელმა უპასუხა: ყავისფერ ხარს მეწყვილე არა ჰყავსო. 

გაბრაზდა მეაქლემე და წავიდა სოფლის თავში; მივიდა ფეიქარ ძმასთან, რომელიც მატყლს ქსელავდა და უთხრა: აქლემი დავკარგე, თუ მის ამბავს მაცნობებ, დაგასაჩუქრებო. 

ფეიქარმა უპასუხა: ძალიან ჩქარა ვქსოვ და დღეს ორჯერ მეტს მოვქსოვო. 

მეაქლემემ უთხრა: აქლემსა გეკითხები და არა ნაქსოვსო. 

ფეიქარმა უპასუხა: ძმაო, სხვისია, თორემ მოგყიდიდიო! 

მეაქლემე შეწუხდა: ეს რა ქვეყანაშო ჩამოვედიო! წავიდა სოფლის ბოლოში, მკერავ ძმას მიადგა და აქლემის ამბავი ჰკითხა.

მან უპასუხა: ჩემი ხელფასი ექვსი შაურიაო. 

მეაქლემემ უთხრა: კაცო, აქლემს გეკითხები, აქლემსო! 

მკერავმა უთხრა: ძალიან მეჩქარება, სხვას შეაკერინეო! 

წამოვიდა გაოცებული მეაქლემე. როცა სოფლის წყაროსთან მივიდა, იქ ახალი ნაქორწილევი ბებერი ქალი დახვდა და აქლემის ამბავი მასაც ჰკითხა.

მოხუცმა სიმართლე უამბო: 

- ერთი ამისთანა აქლემი მოვიდა. ჩემმა ქმარმა და მაზლებმა დაკლეს, ქონება კი გადამალესო. 

მეაქლემე გამოცოცხლდა: ეს როდის იყოო? 

ბებერმა უთხრა: ზუსტად ჩემი ქორწილის ღამესო. 

გაოგნებულმა მეაქლემემ სიმართლე არ დაიჯერა და თქვა: ამ სოფელში კაცი და ქალი ყველანი ჭკუაზე შეშლილები ყოფილან! აქლემი გუშინ დავკარგე და ეს მოხუცი ქალი თავისი ქორწილის ამბავს მიყვებაო! 

წავიდა მეაქლემე შინ ცარიელი...

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ