მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10860 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სტამბოლში ერთ ქრისტიანი და ერთი მდიდარი ურია (ებრაელი) ერთმანეთის მეტოქენი იყვნენ. ურია დროდადრო ქრთამს გაიღებდა და საბრალო ქრისტიანს თათრებს აჭერინებდა. ხან დააბამდნენ, ხან სცემდენ და იყო ამ სატანჯველში.

ერთ დღეს ქრისტიანმა ჰკითხა ურიას: წინასწარმეტყველები რამდენი იყვნენო? 

ურიამ უპასუხა: ოცდაოთხიო. 

ქრისტიანმა უთხრა: სახელები დაწერეო! 

ურიამ ყველა სახელი დაწერა. 

ქრისტიანმა უთხრა: მაჰმადი (ალაჰის უკანასკნელი წინასწარმეტყველი) რად დააკელიო? 

ურიამ უპასუხა: მაჰმადი როდი იყო წინასწარმეტყველიო? 

ქრისტიანმა კითხვა-პასუხის დროს, ურიას მტრობით, ჩუმად თათარი დაისწრო და მოწმედ დაიყენა. მივიდა ყადთან და უჩივლა.

დაიჭირეს ურია და სიკვდილით დასაჯეს..

 

* * * * * * * * * *

 

უღირსი მტერი იმის ცდაშია, რომ დრო იხელთოს და წაგახდინოს. 

ღირსეულ მტერს კაცი ან შეეხვეწება, ან გადაიხვეწება. 

ღირსეულ მტერს ან პასუხს გასცემ, ან გაერიდები. 

უღირს და ცუდ მტერს, მეტად მოფრთხილება უნდა: 

უღირსი მტერი ცეცხლს ჰგავს, ნაცარში დამალულს, არ ჩანს და როცა გაქექავ, ხელს დაგწვავს. 

უღირსი მტერი სიკვდილს ჰგავს, უჩინარს, მოვა და ვერც ქრთამით, ვერც ძალით, ვერც ხვეწნით ვერ მოიშორებ. 

უღირსი მტერი თუ დროს იშოვნის, ყველა ღონეს იხმარს, რომ არ გადარჩე. 

უღირსი მტერი ორმოს ჰგავს, თივით დაფარულს, ზედ თუ შედექი, ჩავარდები.

უღირს მტერს ყველა უნდა უფრთხოდეს, შეიძლება ფათერაკს გადაგკიდოს.

ავი კაცისგან ბოროტებაც სირცხვილია და სიკეთეც, თორემ კარგი კაცისგან კარგი გჭირს თუ ავი, ორივე სახელია.

კაცის დიდი სიკეთე ისაა, სიავე არ დაიმახსოვროს და სიკეთით გადაფაროს.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ