მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 12057 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ორი კაცი გზაზე მიდიოდა. ერთმა ქვას ფეხი წამოჰკრა და ეშმაკს შეაგინა. მეორემ უთხრა: ეშმაკმა რა გაწყენინა, მისი რა ბრალია, რა დაგიშავა, ყველა რომ ასე ტყუილად აგინებთო? 

როცა ამხანაგს დაშორდა, მივიდა ეშმაკი და მოსარჩლე კაცს უთხრა: რადგან დამიცავი, მეც სამაგიერო სიკეთით მინდა გადაგიხადო. ერთ გვარიან ჯორად ვიქცევი, შემაჯექი, ქალაქში ჩადი; იქაური ყადი (მოსამართლე) ჯორს ეძებს საყიდლად. სანამ ასი ფლური (ოქროს ფული) არ მოგცეს, ნუ მიმყიდი და ფულს რომ აიღებ, შენი გზით წადიო! 

იქცა ეშმაკი ჯორად. შეჯდა კაცი და ყადის სახლის წინ ჩაიარა. კარგი მსუქანი, ჭრელი და თოხარიკი ჯორი იყო. ყადის მსახურებმა ფასი ჰკითხეს. კაცმა როგორც ეშმაკმა დაარიგა - ასი ფლური უთხრა. შევიდნენ მაშინვე და ყადს მოახსენეს. მისცეს ასი ფლური და ჯორი გამოართვეს.

ყადს ჯორი ძალიან მოეწონა და მეტი სიყვარულით წინ დაიბა.

გავიდა ორი-სამი დღე და ერთხელ, როცა მოსამსახურენი საქმეზე იყვნენ გასულნი, ხოლო ყადი ჯორს შეფრფინვით (აღტაცებით) შესცქეროდა, ჯორმა ავშარა (აღვირი) აიყარა და აიშვა, იქვე ხელსაბანი კუმკუმა (წვრილყელიანი სურა) იდგა და შიგ ჩაძვრა. 

დაიწყო ყადმა ყვირილი. მოვარდნენ მსახურები და ყადმა ყველაფერი უამბო. მსახურებმა თქვეს: რაღაცას დაუფეთებია და ჭკუიდან შეშლილა, თორემ რას ბოდავს, კუმკუმაში ჯორი როგორ ჩავა, ან როგორ დაეტევაო! 

დაიჭირეს ყადი, დააბეს და ბევრი ტანჯეს.

ყადი იფიცებოდა:

- უგუნური არა ვარ, მართალს ვამობობო! 

ვინ მოუსმენდა? 

ორმოცი დღე არ დააძინეს, როზგავდნენ, ცემდნენ და კიდევ სხვაგვარად სჯიდენ. როცა ღონე გამოელია, ყადმა თქვა: 

- მოვრჩი, აღარაფერი მჭირსო! 

ყადი გაუშვეს. ერთხელ ისევ მარტო იჯდა, როცა კუმკუმის პირიდან ჯორმა თავი ამოყო და ყურები ააპანტურა. ყადმა დაიძახა:

- ისევ აქ არის, მიშველეთო! 

მოვარდნენ კაცები, ყადი კვლავ შეიპყრეს და უარესი ჭირი დამართეს. საქმე ძალიან რომ გაუჭირვეს, თქვა:

- მოვრჩი, აღარა მჭირს რაო! 

გაუშვეს ყადი და ჭკვიანად იჯდა. ერთხელაც კუმკუმის პირიდან ჯორმა ისევ ამოყო თავი და ყურები ააპანტურა.

ყადმა უთხრა:

- დიახ გხედავ, მანდა ხარ, მაგრამ შიშით ვერ ვიტყვი, ტანჯვის მეშინიაო.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ