წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 1362 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ერთს ადგილსა მრავალი თეთრი ყარყატი ბუდობდა. ერთმან კაცმან ერთის ყარყატის კვერცხები დაიპარა და ბატის კვერცხები ბუდესა ჩაუწყო.

გამოჩიკა მან ყარყატმან და დაზარდა, თვისი ბარტყი ეგონა.

რა დაიზარდა, მამალი ყარყატი მოვიდა, ნახა, მისი მსგავსი არ იყო. შეჰყარა მის თემის ყარყატნი და ყველაყას უჩვენა.

დაიჭირეს ეს უბრალო დედალი ყარყატი, მოკლეს და ტვინი ამოსწოვეს.


- აწ რა გაწყინა შენ ლეონ? ცოლი იყო შენი და გაგიბოზდა, მტერი იყო და ძე მოგიკლა? ანუ ცოლი გესვა და მასთან განისვენა? ანუ მაგან ხეიბარ გყო? რა გიყო? მითხარ! თავმან მეფისამან, არა ვუსარჩლი. არცა შენსა მირჩევნია, მაგრამ მართალსა ვიტყვი. შენსა და მას შუა სამტერო არა არის რა. 

მტერობა სამთა ჰმართებს: 

ერთსა - მესაზღვრეთ, რომ სამანს გარდასვლა მოინდომოს; 

მეორეს - სხვის მამული რომ სხვას ეჭიროს, თუ იგი არ წახდეს, მას ვერ იშოებს; 

მესამეს - ერთს მეორისაგან სასირცხო საქმე სჭირდეს. 

თქვა რუქამ: 

- არა ვფარავ, მტერი ვარ ლეონისა. 

თქვა ჯუმბერ: 

- სამთა არა მართებან მტერობანი: 

ერთს - ნავში მჯდომსა - მენავისა; 

მეორეს - მინდორს მსახლობელს - მაგართა ადგილთა მსახლობელისა; 

მესამეს - ნაკადულთა ზედა ბოლოს მსახლობელს - სათავეზე მსახლობელისა. 

თქვა რუქამ: 

- მეფის ძე ხარ და დაგვატკბე! 

თქვა ჯუმბერ: 

- სამთა ჰმართებენ სიტკბონი: 

ერთსა - ციხის მოზიარესა; 

მეორესა - ბევრის განაყოფის პატრონსა; 

მესამესა - ლხინზედ მსხდომთა. 

თქვა რუქამ: 

- ცუდად ვაშრობ თავსა ჩემსა. 

თქვა ჯუმბერ: 

სამნი შვრებიან ცუდად: 

ერთი - ტალა მოშიშარი; 

მეორე - მცდელი ჯორთა მაშობრობისა; 

მესამე - მდევარი ქარისა. 

თქვა რუქამ: 

- ენათ სიმრავლეს იწვრთი. 

თქვა ჯუმბერ: 

- სამთა მართებენ ენამრავლობა: 

ერთსა - გლახაკსა უპოვარსა; 

მეორესა - ქადაგსა მოარულსა; 

მესამეს - კაცსა მოჩხუბარსა. 

თქვა რუქამ: 

- გარდავიხვეწო ხელთაგან შენთა. 

თქვა ჯუმბერ: 

- სამთა ჰმართებენ გარდახვეწა: 

ერთსა - თემთაგან პირადაღებულსა; 

მეორესა - ურჩის ცოლის უფალსა; 

მესამესა - პატრონისა ორგულსა. 

თქვა რუქამ: 

- ჩემდა სანატრელ არს სიკვდილი. 

თქვა ჯუმბერ: 

- სამთა ენატრება სიკვდილი: 

ერთსა - ბოროტითა სიცოცხლითა ცხოვრებულსა; 

მეორეს - სენგრძელსა და უკურნებელსა; 

მესამესა - უეჭველად ედემის მომლოდნელსა. 

თქვა რუქამ: 

- განძება ჩემი გნებავს, უთუოდ. 

თქვა ჯუმბერ: 

- სამნი განიძებიან: 

ერთი - მეზვრე - ქურდი ყურძნისა; 

მეორე - მკურნალი - წამლისა უმეცარი; 

მესამე - მსხემი უამებელი. 

თქვა რუქამ: 

- ვხედავ განგარისხე! 

თქვა ჯუმბერ: 

- სამნი განარისხებენ კაცსა: 

ერთი - შვილი ურჩი და უსმინარი; 

მეორე - დიაცი მაგინებელი; 

მესამე - მონა ყბედი.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura