წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 2254 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ერთი მეფე იყო ლანგარუთს და ამის ცდაში იყო, რომ თავის სამეფოში ან ოქროს ქანი ეპოვნა და ან ქიმიის მცოდნე ოსტატი ეშოვნა. 

მას ქალაქში ერთი მჭედელი იყო. ერთი ცული შექმნა და გაყიდა: წავიდა, რომელმანც ცული იყიდა, შეშას კოდა დაუწყო. ცული ერთსა ქვას მოხვდა, პირი წაუხდინა. თურმე ის ქვა, რასაც რკინას მოხვდებოდა, ოქროდ შესცვლიდა. დაჰხედა ცულსა, გაყვითლებულიყო და პირი წახდომოდა. იწყინა ამ კაცმან: მომატყუა მჭედელმან და სინის ცული მომყიდაო. 

მოვიდა, მჭედელს უშუღლა. მჭედელი დია ჭკვიანი კაცი იყო. ჰკითხა: პირი რამ წაუხდინა, რას შემოჰკარო? 

წაიყვანა მან კაცმან, იგი ჯირკი აჩვენა: ამასა ვსჭრიდი და ამ ქვას მოჰხვდაო! 

ფასი ისევ გამოართვა და ცული მისცა და წავიდა. 

ამ მჭედელმან იგი ქვა წაიღო. რასაც რკინას წაუსვა, სულ ოქროდ იქცა. გამდიდრდა მჭედელი, რომ რიცხვი არ იცოდა, რა ჰქონდა. მან მეფემან თქვა: ამ მჭედელს ღმერთი სწყალობს, მრავალი აქვს, ამის ქალს ჩემის შვილისათვის ვითხოვო. 

ითხოვა ქალი, ქორწილი უყო. მჭედელმან ასე თქვა: ამის უფრო უცხო და უკეთესი მზითევი რა გავატანო? ამ ქვას გავატანო. ჩადო ოქროს კოლოფში, დაბეჭდა ქვა და გაატანა. სხვა არარა მზითევი. 

მეფის ჩარდახი ზღვაზე წაკიდებული იყო: მუნ ჯდა. თქვა: ჩემის რძლის მზითევი მაჩვენეთ რა მოჰყოლიაო? 

მოიტანეს და მოართვეს: ამის მეტი არა მოჰყოლია რაო. 

გახსნა მეფემ, ერთი სიპი ქვა იდვა, იწყინა: ამიტომ ვითხოვე გლეხის ქალი, მრავალი ქონება ჰქონოდა, ბევრი მზითევი გამოეტანებინაო. 

და იგი ქვა ზღვაში გარდააგდო. 

მოვიდა მჭედელი და ყოველივე მოახსენა. დაუწყო ძებნა, სადღა იპოვნიდენ? 

რადგან გულით უნდოდა, იაფად იშოვნა და ადვილად და გაუსინჯავად დაკარგა!

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura