მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4954 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზღვასთან მივედი და ნავში ჩავჯექი. ქარი ამოვარდა, ხომალდი დაგვემსხვრა და რაც გამაჩნდა, ყველაფერი ზღვამ შთანთქა. მე ერთს ფიცარს შევრჩი. შვიდი დღე და ღამე მატარა. 

მერვე დღეს ტალღამ ნაპირზე გამაგდო. 

ავდექი დამაშვრალი, ზღვის ღელვისაგან დაღლილი, ვიარე. მცირე მთა გადავიარე. ზამთრის ჟამი იყო. მუხლამდე თოვლი იდო. მივედი და ერთ კერძო სახლი ვიპოვე. პურის ჭამა მინდოდა. 

ერთი ჭაბუკი ვნახე მომავალი, ახოვანი, მშვენიერი, მხნე და მწყაზარი იყო, თხელი ტილოს საცვლები ეცვა, სხვა არაფერი. თავშიშველი, ფეხშიშველი და წვივებ მოშიშვლებული იყო. პერანგზე ოქროს სარტყელი ერტყა. ორი ისარი გაერჭო. ხელში მშვილდი ეჭირა. მოვიდა, მნახა. უცხო ქვეყნისად შემიცნო და ამბავი მკითხა. ყველაფერი მოვახსენე. 

მითხრა: მე ჯიზი-გურგენი მქვია. ჩემს კვალს მიყევი, ქალაქში მიხვალ, ჩემს მაგივრად იქაურ კაცებს უთხარი: სანამ მე დავბრუნდებოდე, ამ კაცს პატივი მიაგეთ-თქო.

მითხრა და წავიდა თავისსა გზაზე. გავყევი მის კვალს. მივედი, დიდი და კარგი ქალაქი იყო. როგორც მისი სახელი ვახსენე, კაცები მომეგებნენ. ისე მიმიღეს, ვითომ მათი პატრონი ვყოფილიყავი. კარგად დამხვდნენ: გამათბეს, მალხინეს და გამანებივრეს. 

საღამოს მოვიდა ჯიზი-გურგენი. ერთი ირემი მოეკლა, ზურგზე ეკიდა. კართან დააგდო. შინ შევიდა, საზეიმოდ მოირთო და გამოვიდა. დიდად პატიოსანი კაცი იყო. გვერდით დამიჯდა. ორი კვირა მომასვენა და მერე მითხრა: გამომყევი, ჩემს საცხოვრებელს გიჩვენებო! 

ავდექი და გავყევი. ბევრი კარგი სახლი მომატარა, ყველა კარგად მოწყობილი. შემიყვანა ერთ დერეფანში. შუაში დიდი აუზი იყო, ცივი წყლით. შიგნით ყინული ეყარა. წყალში სამი და ოთხ თვეზე მეტი და, ერთი, ორი და სამის წლის მარტვილები (მოწამე ყრმები) ისხდნენ. ზოგი დადოდა, ზოგი იწვა.

ვკითხე: ყრმანი ასე არ მოკვდებიან-მეთქი? 

მან მიპასუხა: სიკვდილი ღვთის ხელთ არის; თუ სასიკვდილონი არიან, აბანოშიც მოკვდებიან. ჩვენ მამა-პაპათგან ასე გვჩვევია და ვმოქმედებთ. ვინც მოკვდება, მოკვდეს და რომელიც დარჩება, მე როგორიც ვარ, იმისთანა ჭაბუკი გამოვაო. 

შემდეგ წამიყვანა და შემიყვანა ერთ პალატში. დიდებული სახლი იყო. შუაში ვეცხლის ბოძი ედგა, ძირს ოქროს ჯაჭვი ძირს მოება და წვერთან ბორკილებით ერთი ბერიკაცი ება. ჯაჭვი ისეთი გრძელი იყო, სახლს ირგვლივ შემოევლებოდა და სხვა სახლამდე მისწვდებოდა. სახლში ერთ მხარეს საწოლი ეგო, ერთგან სანოვაგით სავსე ტაბლა იდგა, მეორე მხარეს ღვინო, ჭადრაკი და ნარდი. ბერიკაცი რასაც მოინებებდა, იმას აკეთებდა: სვამდა, ჭამდა, ეძინა, ან ერთობოდა. 

ვკითხე: ვინაა-მეთქი?

მან მიპასუხა: მამაჩემიაო. 

მე ვუთხარი: რად შეგიბორკავს-მეთქი? 

მან მითხრა: ძმაო, როცა კაცი დაბერდება, ჭკუა დაუსუსტდება და კაცის წყენინებას დაუწყებს. ავი თვისება აქვს, არავინ დაუთმობს, მე მას არ დავუთმობ. ამას შუღლი მოჰყვება და შუღლს კაცის კვლა. აქ ნებივრად არის, გარეთ ვერ გავა და სახლში რაც ეამებოდეს, ის ქნასო. 

შემდეგ ერთ მშვენიერ სახლში შემიყვანა, დამსვა. დაუძახა და ერთი ისეთი ლამაზი ქალი გამოვიდა. იმისთანა არა მინახავს რა. ძალიან ლამაზი იყო და ტანადაც საროს ჰგვდა. მრავალი თვლისა და მარგალიტის სამკაული ჰქონდა. თავზე ერთი ოქროს წვლილი მავთულით მობმული, მრგვალი რაღაცა ება, თვალ-მარგალიტით შემკული და ადგილზე მიათრევდა. 

მასზე არაფერი ვკითხე. მივხვდი, მისი ცოლი რომ იყო. 

მან მითხრა: ეს ჩემი ცოლია და კაცის თავს დაათრევსო. 

მე ვჰკითხე: რად დაათრევს-მეთქი? 

იზი-გურგენმა მიპასუხა: ერთ დღეს შინ მოულოდნელად დავბრუნდი, ჩემი ცოლი ამ კაცს ეხვეოდა, და ასე უთხრა: ნეტავ შენს თავს არავინ გამყრიდესო. ცოლი სასიკვდილოდ ვერ გავიმეტე, მის სიტურფეს კი ხედავ და გუნება უკეთესი აქვს. ცოდნა და წესრიგიანობაც მისნაირი არავის არ ექნება. ამიტომ, ამას დავუთმე. იმ კაცს თავი მოვჭერი, ოქროთი შევამკე და ზედ მოვაბი, ნატვრა არ გავუქარწყლე. ღმერთმა ნუ გაჰყაროს! მის სიცოცხლეში ზედ ებას და ჰქონდესო. 

მერე მითხრა: ნუ გამკიცხავ, რომ ჩემი ცუდი ყველაფერი გითხარი და გაჩვენე. რიმ არ მეთქვა, უცხო კაცი, უცხო ქვეყნის უცხო ამბავს ვეღარ იტყოდიო. 

ხუთასი ფლური მომცა, კაცი გამომატანა, ზღვაში ნავში ჩამსვა და გამომისტუმრა.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ