მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7479 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ევლათის თემში მივედი. ბევრი ვეცადე და პური საჭმელად ვერ ვიშოვნე. ძუნწი, უღვთო და ავი ხალხი იყო. ორი დღე მშიერმა ვიარე. მერე ეს ხერხი მოვიგონე: ყვავს ჯოხი ვტყორცნე, მხარი მოვტეხე და უბეში ჩავისვი. ვაჩხავლებდი და მისით მისნობა დავიწყე. 

ერთ სახლს მივადექი. მარტო ქალი იყო და კარი არ გამიღო, სახლში არ შემიყვანა. ამასობაში დაღამდა. ღონე მელეოდა და სახლის კარზე მივეყრდენი. 

ქალმა ცეცხლიდან ფუნთუშის პურები ამოიღო, კიდობანში ჩადო. ცოტა ხნის შემდეგ სოფლის მამასახლისი მოვიდა, დოქით ღვინო და ერთი გამზადებული ბატი მოიტანა. ღვინო და ბატი სარკმელში შედო. დასხდნენ, ცოტა იალერსეს და კარს ერთი ცხენოსანი კაცი მოადგა. როცა ცხენის ხმა მოესმათ, ქალმა მამასახლისი, გოდორის ქვეშ დამალა, თავად კი მიწვა. მე ყველაფერი დავინახე.

ცხენოსანი თურმე ქალის ქმარი იყო, საქმეზე წასულიყო და არ მოელოდენ. 

კაცი ცხენიდან ჩამოქვეითდა და მკითხა: ვინ ხარო? 

მოვახსენე: ღვთის სტუმარი ვარ და სახლში არავინ შემიშვა-მეთქი. 

კაცმა დაიძახა. ქალმა ხმა გვიან გასცა, თავი მოიმძინარა. შემიყვანა და ცეცხლი აანთო, ორივე მშიერი ვიყავით. ცოლს საჭმელი სთხოვა. ცოლმა გაჭირვებით ორი მჭადი ამოიღო და მისცა: საჭმელი ვინ მომცა, შუაღამეაო! 

ყვავი უბეში მეჯდა, მკლავი მოვუჭირე და დავაჩხავლე. 

კაცმა მკითხა: რა არისო? 

მე ვუთხარი: მისანი ყვავია და ყველაფერს სცნობს, ამისი ენა კარგად ვიცი-მეთქი. 

ესიამოვნა კაცს და წლის მოსავლის ამბავი მკითხა. ყველაფერი კარგი ვუთხარი. 

ყვავი დავაჩხავლე და მკითხა: რა თქვაო? 

ვუთხარი: ამბობს: მჭადს რად სჭამთ, კიდობანში ორი თეთრი ფუნთუშა დევს და ის ჭამეთო. 

მერე ისევ დავაჩხავლე, ბატზე ვუთხარ და ისიც ამოვაღებინე. კიდევ დავაჩხავლე და ღვინოც მოვატანინე. 

კაცმა ცოლი დატუქსა: თუ ესენი გქონდა, რად არ მოგვართვიო? 

ცოლმა თავის გამართლება დაიწყო: სამშობლოში მივიდოდი, საგზლად მინდოდაო. 

როცა დავნაყრდი, მეტი აღარ მინდოდა და ყვავი კიდევ დავაჩხავლე. 

მასპინძელმა მკითხა: რა თქვაო? 

მე ვუპასუხე: ამბობს: თქვენ რომ ილხენთ და მშიერი მამასახლისი გოდრის ქვეშ ზის, უკაცრავად რატომ დარჩებით, ისიც მოალხინეთო. 

მამასახლისმა ეს რომ გაიგონა, გოდორი თავიდან გადაიძრო და გარეთ გამოვარდა, კაცი თან გამოჰყვა, მე ჩემს გზას გავუდექი.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ