მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6206 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ანაკოფიის მეფეს მრავალი ერი მონებდა და ყველა უყვარდა. ერთგულზე ამას იტყოდის: რა გინდ ბევრი ვაწყენინო, ერთგული ბუნება აქვს და არ დამთმობსო და ორგულზე: იმდენს ვუწყალობებ, მიერთგულებსო. 

გავიდა ხანი. ორგულმა არ უერთგულა და ერთგულიც გაუორგულდა. მტრები გაუჩნდნენ. მეფე სამკვიდროზე ვეღარ გაჩერდა და სხვა ქვეყნისკენ ილტვოდა. თან ორივე წაყვა: ერთგულიც და ორგულიც. 

დრო რომ გავიდა, მეფეს დიდად გაუჭირდა; თუ რამ ორგულს სამსახური უბრძანა, დაყვედრა: რა მეწყალობება? სახლი და მამული დავტოვე და შენ გახლავარ, კიდევ აქეთ-იქეთ ტანტალს არ მაჯერებო! 

რა ერთგულს უბრძანა, უთქმელად შეუსრულა. 

გავიდა ხანი და კიდევ უფრო გაუძნელდა საქმე. 

როცა ხსნა აღარსად იყო, ერთგულმა მოახსენა: გადმოხვეწილხარ და საგანძური დაგლევია, აღარაფერი გაბადია. მე გამყიდე და ჩემის ფასით სხვები არჩინეო! 

შეწუხდა მეფე, არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა აღარ იყო. გაყიდა ერთგული და მისი ფასი მოიხმარა. ერთგულმა, როცა თავი გაიყიდა და გაშორდა, გამოიპარა და ისევ პატრონთან მოვიდა. რამდენჯერაც გაუჭირდა მეფეს, იმდენჯერ ერთგულმა თავი გაიყიდა, გამოიპარა და პატრონთან დაბრუნდა. 

ჟამთა ვითარებით, მეფე თავის მამულში დაბრუნდა და გამეფდა. ერთგულის ნამსახურს აღარც პატივი დასდო და მისი მამულიც წაართვა; და ორგულს ბევრი შემატა: ეს მხნე და მოძრავი კაცია და შენ უღონო და გულდედალი ხარო!

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ