მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 18826 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთი თხა და მელა დაძმობილდნენ და საზიაროდ ყანა დათესეს. როცა მოსავალი მოუვიდათ, ძალიან კარგი ყანა იყო: მომკეს, გალეწეს და გაანიავეს. ხვავი ცალკე დააგროვეს და ბზე ცალკე. 

მელამ უთხრა თხას: ხვავი მე და ბზე შენო. 

თხამ უთხრა: არა, სამართალი ასეა, ორივე შუა გავიყოთო. 

მელამ უთხრა: მაშინ წავალ, ბიძაჩემს მოვიყვან და მან გაგვიყოსო. 

ვიდრე მელა ბიძას მოიყვანდა, თხა წავიდა, ცხვრიდან ორი დიდი ქოფაკი მოიყვანა და ბზეში დამალა. 

მოვიდა მელია და ერთი ისეთი მგელი მოიყვანა, თხას თვალთ დაუბნელდა. 

მგელმან თხას უთხრა: ჩემს დისწულს რატომ აჩივლებო? 

თხამ უთხრა: რადგან მოწმად მოყოლიხარ, მამა-ბიძანი მეც აქ მისაფლავია, მათ საფლავზე შედექ, დაიფიცე და მართალი მოწმე იქმნებიო. 

მგელმა თხის შეჭმის სურვილით ვერა გაიგო რა. ბზეზე რომ შედგა, წამოუცვივდნენ ძაღლები და მელა და მისი მოწმე ისე გახადეს, არამც თუ რაც წლეულს ეშოვნათ, შარშანდელიც დაავიწყეს.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ