მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 16287 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქალაქსა კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა ერთი ერთმანეთის დიდად მოყვარული ცოლ-ქმარი. ქმარი ბაზარში იჯდა და სხვადასხვა საქონელს ყიდდა. ერთხელ კაცს თვალი დაადგა ერთმა ქალმა, მრავალზის უარა გარშემო, გაარშიყება სცადა, მაგრამ ტრფიალება ვერ აგრძნობინა.

მაშინ ქალმა ერთი  ფიალა წყლით აავსო, ჭანდრის (ჭადარი) ფურცელი დაახურა და წინ დაუდგა. კაცმა ვერაფერი შეიტყო ისე დასნეულდა. 

ქმარმა უთხრა ცოლს: 

ერთმა ქალმა ასე მიქნა და მას შემდეგ ავად ვარ, ვეღარ გამოვკეთდი. 

ცოლმა უთხრა: 

- ის ქალი შენი მოტრფიალე გამხდარა და ამით დასნეულებულხარ. თავს რად იკლავ, წადი იმ ქალთანო! 

ქმარმა უთხრა: 

- არ ვიცი სად არის.

ცოლმა მიასწავლა: სადაც სახლის წინ ჭანდარი იდგეს და ჭანდრის წინ აუზი იყოს, იქ მონახე და იპოვიო! 

წავიდა ქმარი და იპოვა ის ადგილი. კარი დაკეტილი იყო და არ გააღეს. კაცი დაბრუნდა და ცოლს უთხრა რაც მოხდა.

ცოლმა უთხრა: იმ კარიდან შენი მისვლა არ ნებავს, სხვის კარით მიდიო. 

წავიდა კაცი და სხვა კარით შევიდა, სადაც ის ქალი ნახა; ილხინეს და იმუსაიფეს. 

მოვიდნენ ბაზრის მცველნი და კაცი და ქალი დაიჭირეს. ორივემ მრავალი ქრთამი აძლიეს მცველებს, მაგრამ თავი ვერ დაიხსნეს. მაშინ კაცმა ერთ მცველს ერთი ფლური (ოქროს მონეტა) მისცა და ცოლთან გაგზავნა: ასე დაგვემართაო! 

ბაზრის მცველებმა წაიყვანეს კაცი და ქალი საპატიმროში ჩასვეს. მეორეს დღეს ყველაფერი ყადს მოახსენეს, რომელმაც მათი დახოცვა ბრძანა. 

მაშინ კაცის ცოლმა ერთი წიგნი დაწერა ყადთან: შენ, სამართლიანო მსაჯულო! შენს დროში ცოლ-ქმარნი ერთმანეთთან ყოფნისათვის შეიპყრონ და დაატყვევონ, სად გაგონილაო? 

შემდეგ ზეწარში ზეწარში გაეხვია და მივიდა იქ, სადაც ქმარი და ბოზი დიაცი (მსუბუქი ყოფაქცევის ქალი) იყო დატყვევებული. მედილეგეს შეევედრა, ამ კაცს ვალი მართებს ჩემი და შემიშვიო! 

მედილეგემ შეუშვა. ცოლმა ზეწარი ბოზ დიაცს წამოახურა, გამოაპარა და თავად ქმარს მიუჯდა გვერდით.

როცა ყადს ქალის წიგნი მიუვიდა, იწყინა. გაგზავნა კაცები და შეპყრობილებიც და შემპყრობელებიც მოიყვანნა. შემპყრობელებმა დაფიცეს: ესენი მრუშობდნენ და ბოზობაზე შევიპყარითო. 

ქალმა ესე უთხრა: მამაჩემი ესა და ეს კაცია და მას ჰკითხეთ, თუ მე ამ კაცის ცოლი არ ვიყო! თუ ბოზობას მაბრალებთ, სხვას კაცთან მაინც დამაბრალეთ, თორემ ჩემს ქმართან ბოზობას ვერანაირად ვერ მოვრჩებიო.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ