მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 145241 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- რა გვეთქმის, მოძმენი ვერ დაგემდურებით, - უთხრა ავთანდილმა ფრიდონს: - ჯან-ღონით სავსე ხარ, არაფერი გტკივა და გალომებული მკლავის მოიმედე "თათბირობ ძნელთა თათბირთა”, ხიფათს არ უფრთხი. მაგრამ, აბა, ყური დაუგდე, რა ახლო-ახლოს ისმის გუშაგთა ძახილი! ნუ გგონია, შეუმჩნევლად გადახვიდე, აბჯრის ჩხარუნს გაიგონებენ და თოკს გადაგიჭრიან, მაშინ ხომ ყველაფერმა ფუჭად ჩაგიარა?! არა, ეგ რჩევა არ გამოგვადგება, საქმეს სხვარიგად უნდ ვუშველოთ.


"სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა,

ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა,

სავაჭროთა შევეკაზმვი, ვიქმ საქმესა მე მუხთალსა,

და ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა."


კარგად იცით, ისინი ქალაქს შემავალ მგზავრს არ იჭერენ. სჯობია, თქვენ აქ სადმე უჩინარ ადგილას დაიმალოთ, მე კი ვაჭრულად მოვიკაზმები და თავს მოტყუებით შევაპარებ. მარტო უნდა წავიდე, სამივე რომ ერთად გვნახონ, ვაითუ განზრახვას მიგვიხვდნენ. იარაღს და აბჯარს უჩუმრად ერთ ჯორს ავკიდებ და როცა შევალ, მალულად ავისხამ...

ღმერთმა ქნას, "უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!” გარეთ ლაშქარს თქვენ ეკვეთეთ, როგორც გმირები, შიგნითა მცველებს თვითონაც ადვილად გავუმკლავდები. თუ რამ კლიტეებია, დავლეწავ და კარებს გავაღებ, ვერაფერი შემაჩერებს! მე ეს მირჩევია და, თუ რამ სხვა სჯობდეს, თავად ბრძანეთ:


"შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად,

თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად;

კართა გავახვამ, მომართეთ, კივილი გესმას ხშირი სად.

და თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად".

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ