წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 2947 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თარგმანი აკაკი წერეთლისა

ივანე კრილოვი - გულკეთილი მელა

მონადირემ გაზაფხულზე

მოჰკლა ერთი თოხისტარა,

და მასთანვე მის ბარტყებსაც

მით სიცოცხლე დაუმწარა.


ტვლიპანებს და უსუსურებს

რა შეეძლოთ თავის-თავად?

რომ შესცივდათ და მოშივდათ,

აჭვლიპინდნენ საცოდავად.


მაგრამ ამ დროს, მოსწრებაზე,

სადაც იყო, გაჩნდა მელა;

თითქოს სუნი სცემოდეს მას,

მოცუნცულდა ნელა-ნელა.


იმ ობლების დანახვაზე,

უცბად გული აუძგერდა.

სთქვა: „დღეიდან მე ვუგამდლებ!“

ჩაცუცქდა და მიაჩერდა.


აწუწუნდა მათის ცოდვით:

„ვერა ჰხედავთ იმ საწყლებსო?

უპატრონოდ, მოუვლელად,

ვეღარც ერთი ვერ გასძლებსო.


მაგრამ ჩვენი ვალი არის,

ვუპატრონოთ როგორმეო,

და ვისაც რა შეგიძლიანთ,

მომეხმარეთ ყველა მეო.


შენ, მერცხალო, საზრდო ზიდე!

ქორო, მტრები უგერეო,

გვრიტი ზღაპრებს უღუღუნებს,

შენც ბულბულო, უმღერეო.


შენ, კოდალავ!..“ მაგრამ ამ დროს

დაუბერა უცბად ქარმა,

შტო შეინძრა და ბარტყებიც

აიტანა შიშის ზარმა.


გადმოცვივდნენ, ძირს დაეცნენ,

შეკრთა ცოდვით მაშინ მელა,

მაგრამ თვისი ქადაგება

დაავიწყდა უცბად ყველა.


მივარდა და რომ დარწმუნდა,

არ შეეძლოთ არსად წასვლა,

შეებრალა, სტაცა პირი

და სუყველა გადასანსლა.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura