მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5086 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - კატა და ბულბული

კატამ შეიპყრო ბულბული,

ჯერ გაუყარა ბრჭყალები,

და მერე უთხრა კრუტუნით:

„ბულბულო, გენაცვალები!


ყველგან გაქებენ მგალობლად,

მეც ბევრისაგან მსმენია!

ერთი ჩემთანაც იმღერე,

ნუ შეჰკრთი, რასა გრცხვენია!


ნუ გეშინია!.. არ შეგჭამ,

ელოდე ჩემგან წყალობას,

თუ ჩემთან არ იუცხოვებ

და იწყებ ახლაც გალობას“.


რა ქნას ბულბულმა, ტყვექმნილმა,

თუმც კატა კი ეფერება?

ტყავს აძრობენ და სისხლი სდის...

იტანჯვის!.. რა ემღერება?


ძვალსა და რბილში გაუჯდა

აუტანელი ტკივილი!..

ბედს სწყევლის... გამწარებულმა

დაიწყო მხოლოდ ჭყივილი.


მაშინ დასცინა ციცუნამ:

„ახლა მე აღარ მჯერაო!

ჩემმა ცინდლებმაც იციან

ემაგისთანა მღერაო!


არ ვარგებულხარ მომღერლად,

წყალობას ნუღა ელიო!

ახლა იმასაც გამოვცდი,

თუ ხარ შენ გემრიელიო“.


ეს უთხრა, იქვე ჩაჰკვრიხა

და მითი გული იჯერა!

ძნელია კატის კლანჭებში

ბულბულის სტვენა-სიმღერა!..

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ