წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 2131 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თარგმანი აკაკი წერეთლისა

ივანე კრილოვი - ძუნწი და დედალი

ცხოვრობდა ერთი საწყალი კაცი,

არაფრის მცოდნე, ძუნწი, ზარმაცი,

თითქმის არც სჭამდა, არც არას სვამდა

და სამოწყალო გლახაკსა ჰგავდა.


სულ უგზო-უკვლოდ დატანტალობდა,

მაგრამ იმავ დროს ბედი სწყალობდა:

ერთი მისთანა დედალი ჰყავდა,

რომ ის სხვა ქათმებს აღარა ჰგავდა!


ბუდე მოიწყო მან ერთ ადგილას,

ოქროს კვერცხს სდებდა ყოველდღე დილას,

რაღა უნდოდა პატრონს იმ წყეულს?

მაგრამ გააძღებ განა ხარბის გულს?


ასე ფიქრობდა: „ვხედავ ამ ქათამს,

ოქროს კვერცხებს სდებს, მაგრამ სვამს და სჭამს.

ეს სულ არჯია, ანგარიშიო,

ამის ჯავრი მაქვს მე და შიშიო!


ხაზინა უძევს, სჩანს მუცელშიო,

და სჯობს ჩავიგდო ერთად ხელშიო!“

დაჰკლა, გაფატრა ძუნწმა დედალი,

მაგრამ წელები დაურჩა მყრალი.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura