მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4866 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - კაპარჭინა

ერთმა ვინმემ აუზებში

წვრილი თევზი გააჩინა:

ღორჯო, ჩხამა, თევზ-ნაფოტა,

გველანა და კაპარჭინა.


მათ რომ ჰქონდა, იმისთანა

არ ნახულა სხვაგან ბინა;

აქ მოშენდენ და გამრავლდენ,

მაგრამ მარტო სულ ჭიჭყინა.


გაჭირვება ქვეყანაზე

არ ენახათ - არ იცოდნენ!

უზრუნველად, უშფოთველად

ცურავდნენ და მაღლა ხტოდენ.


ერთხელ პატრონს უცნაურმა

რარაც ფიქრმა გაუარა:

ოციოდე ქარყლაპია

იმავ ტბაში გადაყარა.


მეგობარმა გაიკვირვა:

„ეს რა ჰქენი, ძამიაო?

არ იცი, რომ ქარყლაპია

არის თევზის ჭამიაო?


რასაც ეგ მაგ წვრილ თევზს უზამს,

იმისთანა დღე თქვენს მტერსო:

სულ ჩაყლაპავს, სანაშენოდ

არ დასტოვებს არც ერთ ღერსო!“


მეპატრონემ გაიცინა:

„კარგად ვიცი მე ყველაო,

მაგრამ ვინ გითხრა, რომ მე მსურს

დახმარება და შველაო?“


კაცის გული, დაფარული,

ბნელი არის და უძირო,

და მიტომაც მისი ქცევა

როდი უნდა გაიკვირო!

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ