მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10854 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - მეფუტკრე დათვი

ერთხელ მხეცებმა დათვი

მეფუტკრედ დააყენეს.

თაფლის წუწკი რომ იყო,

ის აღარ მოუხსენეს.


სხვა, ვინც კი მოინდომა,

არ მიიღეს... გაყარეს

და სკები, სავსე თაფლით,

დათუნას მიაბარეს.


დათუნიაც გამოდგა

მოურავი მისთანა,

რომ თაფლი, რაც კი ნახა,

სოროში გადიტანა.


შეუტყვეს და აყვირდნენ,

მისცეს ის სამართალში.

მსაჯულებიც სასტიკად

ჩაუდგენ საწყალს კვალში.


გაამტყუნეს, დასაჯეს

პირმყრალი და პირროში:

თითქმის მთელი ზამთრობით

ჩაამწყვდიეს სოროში.


გამოეთხოვა ყველას

საცოდავი დათუნა,

სიმართლით განაჩენი

რომ ვეღარ დაიწუნა.


იჯდა სატუსაღოში,

სადაც ვერვინ ნახავდა

და ჯავრის გასაქრობად

თაფლიან ფეხს სლაქავდა!

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ