მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5768 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - ფესვები და ფოთლები

ააფერადა ბუნება

თვალმშვენიერმა მაისმა

და ბულბულ-იადონის ხმა

სულში ჩამძრომად გაისმა.


ათრთოლდა ვარდი კოკობი,

გადიღიაღა გულიცა

და ერთად სუნნელებასთან

მოჰფინა სიხარულიცა.


ნიავი სუბუქფრთიანი

შეინძრა, შეიფრთქიალა

და უკვდავების წყაროთი

აავსო ქვეყნის ფიალა.


ყველა ნეტარებს თანსწორად,

აღარ სჩანს მჩაგვრელ-ჩაგრული!

ხეზე ფოთლებმაც კი იგრძნეს

ძალი და შექმნეს ჩურჩული:


„ჩვენ ვართ, რაცა ვართ, ხეების

შვენების ჯიღა-გვირგვინი,

უჩვენოდ რა სათქმელია

იმათი ჭირი ან ლხინი?


ჩვენგან ეძლევა სუყველას

თავშესაფარი და ჩრდილი!

რას ივარგებდა უჩვენოდ

ხეზე ყვავილი ან ხილი?“


-იცით! რას ამბობთ? გაჩუმდით!

რადა ხართ მაგრე ტრაბახა?!“ –

ხმამ ულოდნელმა, მრისხანემ

დაბლიდან ამოიძახა.


შეკრთენ ფოთლები - იწყინეს

და გადასძახეს მაღლიდან:

„ვინ ხართ, რომ მაგას გვიბედავთ?

სად ხართ? და ვინ, ვით საიდან?“


პასუხს იღებენ: ფესვები,

მიწაში ჩამალულიო!

თუ ჩვენ არ ვიყოთ, აქამდე

არ შეგრჩებოდათ სულიო!


საზრდოს ჩვენ გაძლევთ აქედან,

უხმოდ და უჩინარადო

და თქვენც ეს ჭეშმარიტება

უნდა გახსოვდესთ მარადო.“

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ