მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4128 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ ტაო-კლარჯეთში მისი დანთებული ცეცხლი არ ჩამქრალა. ღირსი მამის მოწაფეები ცდილობდნენ, ისე ეცხოვრათ, როგორც მოძღვარმა ასწავლა.

ხანძთის მკვიდრი ნეტარი მამა გაბრიელი მოგვითხრობს ხანძთის მამასახლისის მამა ბასილის შესახებ: “მამა ბასილი ტრაპეზის გარდა არასდროს არაფერს მიირთმევდა. როდესაც იგი დასნეულდა, მთხოვა, მისთვის ცხელი ხორბალი მიმეტანა. რახან დასუსტებული და დიდი ხნის უჭმელი იყო, სხვა კერძი მივართვი. როდესაც გასინჯა, სასტიკად განრისხდა და მითხრა:

- რატომ ცდილობ, საცოდავი, ჩემს შეცდენას?

შიშით შევინანე და მრისხანების მიზეზი ვკითხე. მან კი მიპასუხა:

- შვილო ჩემო, სიჭაბუკეში მამა გრიგოლის სახედრებს ვუვლიდი. ნეტარი გრიგოლის შეწევნით ხანძთის მამასახლისი გავხდი. მანვე მთხოვა, მხოლოდ ტრაპეზს დავჯერებულიყავი და სხვა საკვები არ მიმეღო. დღემდე ჩემი მოძღვრის კანონი პირნათლად შევასრულე, ახლა, როდესაც სიკვდილის ჟამი დამიდგა, ცდილობ, რომ ურჩობის ცოდვაში ჩამაგდო. ამიტომაც განვრისხდი.

შემდეგ მამა ბასილმა ასე მაკურთხა: - ღვთისმშობლის, წმინდა გიორგისა და ყველა წმინდანის მადლი გფარავდეთ შენ და მთელ მართლმორწმუნე ერს.”

ასეთი იყო ხანძთის წინამძღვრის მამა ბასილის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებას ეთხოვებოდა და ანგელოზთა დასს მარადიული სასუფევლისკენ მიჰყვებოდა იმ რწმენით, რომ გრიგოლ ხანძთელი, ქრისტიანული ღვაწლის განუმეორებელი მაგალითი, საქართველოს თანამდევი სული, აღარასოდეს მიგვატოვებს.

ერთი ბერით ცხონდებაო მთელი სოფელიო, ამბობენ. ამის იმედს კი ჩვენი ისტორია ნამდვილად გვაძლევს.

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ