მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 29778 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მრავალი დასნეულებული განკურნა ღირსმა მამა გრიგოლმა და მრავალი ადამიანის ცოდვილი სული იხსნა განსაცდელისგან. 

ადარნერსე ხელმწიფეს უფრო დიდი საცდური დაატყდა თავს, ვიდრე მის მამას, აშოტ კურაპალატს. მსუბუქი ყოფაქცევის ქალის გამო იგი საკუთარ ცოლს გაშორდა. გრიგოლი არაერთხელ გამოესარჩლა უდანაშაულო დედოფალს და ადარნერსე ამხილა. ხელმწიფემ არ ისმინა წმინდა მამის სიტყვა და უკეთური ქალი ცოლად შეირთო. მაშინ გრიგოლმა უწინასწარმეტყველა ადარნერსეს:

- ასეთი ურჩობის გამო, თქვენ და თქვენი შვილებიც მძიმე სენით დაავადდებით. ვერ განიკურნებით მანამ, სანამ უდანაშაულო დედოფლისგან შენდობას არ ითხოვთ.

ფრიად შეაშინა ადარნერსე გრიგოლის სიტყვებმა. მართლაც, სულ ცოტა ხანში, ხელმწიფე მძიმედ დასნეულდა; ტკივილებისგან გატანჯულმა პატიების სათხოვნელად კაცი გაუგზავნა დედოფალს, რომელიც იმხანად მერეს მონასტერში მონაზვნად აღკვეცილიყო. შეუნდო გულმოწყალე დედოფალმა ადარნერსეს და ისიც მსწრაფლ განიკურნა.

გამოხდა ხანი და საზარელმა სენმა ახლა მისი შვილებს დარია ხელი. დედოფალი უკვე გარდაცვლილიყო, ამიტომაც ხელმწიფემ ისინი დედოფლის საფლავზე გაგზავნა, რათა შენდობა მიეღოთ.

გრიგოლის წინასწარმეტყველება ადარნერსეს მეორე ცოლსაც აუსრულდა. იგი ჭკუიდან შეიშალა, საზარელი იყო მისი ხილვა და მოსმენა. როდესაც ქალი გონს მოეგო, მყისვე მერეს მონასტერს მიაშურა, დედა ფებრონიას ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა, გრიგოლისთვის შენდობა ეთხოვა.

მაგრამ მტკიცე იყო ნეტარი მამის განაჩენი:

- ამ ქალს სიკვდილამდე მისი საქმეების მიხედვით მიეზღვება შეუთვალა მერეს მონასტრის წინამძღვარს გრიგოლმა.

დედა ფებრონიას შეებრალა სინანულში ჩავარდნილი ქალი და მონასტერში დარჩენის უფლება მისცა. 

როდესაც ის გარდაიცვალა, ფებრონიამ ბრძანა, ქალის ცხედარი წმინდა მონაზვნების მახლობლად დაეკრძალათ, რათა ცოდვილის სული ამ გზით მაინც განწმენდილიყო.

მოხდა სასწაული და მონასტრის დედებმა სამგზის იპოვეს ქალის ცხედარი წმინდა აკლდამის კართან. მაშინ დედა ფებრონიამ ცოდვილის სულის შენდობა მამა გრიგოლს სთხოვა, ცხედარი დაკრძალეს და სასწაულიც აღარ განმეორებულა.

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ