მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4536 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

აშოტ კურაპალატს სამი ძე ჰყავდა - ადარნერსე, ბაგრატი და გუარამი. ძმების თანხმობითა და ერთსულოვნებით მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ბაგრატი ავიდა, რადგან იგი ძმებისგან სიქველით, სიკეთითა და გარეგნობითაც კი გამოირჩეოდა. გრიგოლმაც მიულოცა ბაგრატს გამეფება, დალოცა იგი და მოახსენა:

- კეთილმორწმუნე მეფეო, მამაშენმა ხანძთას სააგარაკო მიწები შესწირა და თუ შენი ნებაც იქნება, აქ მონასტერს ავაგებ.

გაიხარა ბაგრატ კურაპალატმა და გრიგოლს საშენი მასალა და კირითხურო (მშენებლები) მისცა. შეუდგა გრიგოლი შატბერდის შენებას, როდესაც ყოველივე დაასრულა, ეახლა ბაგრატ კურაპალატს, რომელმაც სააგარაკო მიწები და შესაწირი უბოძა შატბერდის ახლად აშენებულ მონასტერს.

ბაგრატ კურაპალატის ხელშეწყობით, გრიგოლის დეიდაშვილმა, საბა იშხნელმა, წარმატებით დაასრულა იშხნის მონასტრის განახლება და მისი წინამძღვარი გახდა.

სამივე ხელმწიფე ხშირად მოილოცავდნენ ხოლმე ეკლესია-მონასტრებს და დიდძალ შესაწირს გასცემდნენ.

მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ხანძთის საძმომ მოახდინა. სწორედ აქ შეხვდნენ ხელმწიფის შვილები დიდ წმინდა მამებს - დავით მიძნაძორელს, ილარიონს, წყაროსთავის მამას და მაშენებელს, რომელიც შემდგომში მცხეთის კათალიკოსი გახდა, მამა ზაქარიას, ბარეთელთას მაშენებელს.

- თავი ზეციურ ანგელოზთა სავანეში გვგონია. - ამბობდნენ აშოტ კურაპალატის შვილები და მათ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.

ბაგრატ კურაპალატმა და მისმა ძმამ ადარნერსემ გრიგოლს შვილები მოანათვლინეს. ასე რომ, ორივე უფლისწული გურგენი ადარნერსეს ძე და დავითი ბაგრატის ძე გრიგოლის სულიერი შვილები გახდნენ.

გურგენ კურაპალატმა ასეთი ანდერძი დატოვა: ”ჩემი ნათლიმამას ფეხებთან დამასაფლავეთ და სხვა წმინდა მამების ძვლები ზემოდან დამასვენეთ”. მას შთამომავლებმა ანდერძი აუსრულეს.

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ