მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3532 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

საღამოს მონასტერში ჟამის წირვა (საღამოს ლოცვა) აღესრულებოდა, ლოცვა კი დილამდე გრძელდებოდა. საშობაო და სააღდგომო მარხვებს მონასტრის ბინადარნი დიდი პატივით იცავდნენ, სხვადასხვა დღესასწაულებზე სხვადასხვა კანონს კითხულობდნენ, ხოლო მიცვალებულთათვის წირვის გადახდა მესამე, მეშვიდე, მეორმოცე დღეს და წლისთავზე იყო დაწესებული.

სამონასტრო წესრიგის დაცვა ყველას ერთნაირად მოეთხოვებოდა და არავის შეეძლო მისი დარღვევა.

მონაზვნების სენაკებში პატარა საწოლები იდგა, რომლებზეც სუფთა საგებელი ეფარა. იქვე იყო თითო ჭურჭელი წყლისთვის. სხვა რამ ნივთებს აქ ვერ ნახავდით. ამ მომცრო ოთახებს არც საკვამურები ჰონდათ, რადგან იქ ცეცხლი ან ღამით სანთელი არასოდეს ინთებოდა. საჭმლის ჭამა მხოლოდ ტრაპეზის (სადილობა) დროს, სასადილოში შეიძლებოდა.

ბერების უმრავლესობა ღვინოს არ სვამდა და მხოლოდ მცირედი საკვებით კმაყოფილდებოდა. დღის განმავლობაში ბერები წიგნებს ჩაჰკირკიტებდნენ და ლოცულობდნენ, ღამით კი ფსალმუნის კითხვა იწყებოდა.

- დღისით გვამცნო უფალმა თავისი წყალობა, ღამით კი თავისი გალობა, - იტყოდა გრიგოლი ხოლმე დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს.

თავად კი უფრო მკაცრი წესებით ცხოვრობდა - დღეში მხოლოდ ერთხელ ტრაპეზობდა, ისიც ცოტაოდენ პურს მოტეხდა და წყალსაც გამოზომილად მიიღებდა, ღვინო ხომ არასოდეს უგემია. 

ასე ცხოვრობდნენ მონასტერში და არა სჭირდებოდათ ნუგეშისაცემელი ხორცთა (მატერიალური კეთილდღეობა), რადგან იქ სხვა, სულიერი საზრდო ეგულებოდათ.

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ