მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 13685 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

"თავის დროზე გაიგებს მსოფლიო ქართველთა ღვაწლის შესახებ: თუ რა მძიმე ისტორიული მისია დააკისრა განგებამ საქართველოს."

კირიონი


952 წელს ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელმა, გიორგი მერჩულემ, “შრომაი და მოღუაწებაი ღირსად-ცხორებისაი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი” დაწერა.

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ნაწარმოებს საფუძვლად დაედო თავად წმიდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა და მოწაფეთა მოწაფეების ნაამბობი.

ქართულ ლიტერატურაში გიორგი მერჩულე პირველი მწერალია, რომელმაც ჰაგიოგრაფიულ ჟანრში საერო ელემენტები შეიტანა.

უფრო მეტიც, მეათე საუკუნეში ის წერს, რომ "ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების", ანუ იგი "ქართლს" მხოლოდ ეთნოგრაფიულ ერთეულად როდი აღიქვამს, მისი თქმით - საქართველოა ყველგან, სადაც ღვთისმსახურება ქართულ ენაზე აღესრულება.

მწერალი ქრისტიანობის ისეთივე დამცველია, როგორც თავად მამა გრიგოლი. მთელი ნაწარმოები ხომ კაცთმოყვარეობისა და სიყვარულის ქადაგებაა. თხზულებაში განსაკუთრებულად იგრძნობა ავტორის მოწიწება მამა გრიგოლის მიმართ.

რაოდენ დიდოსტატიც არ უნდა იყოს შემოქმედი, თუ თავად არ ეთაყვანება და გასიგრძეგანებული არა აქვს მის მიერ შექმნილი პერსონაჟის სიდიდე, იგი ვერ გამოძერწავს ისეთ სრულყოფილ და წმინდა სახეს, როგორიც გრიგოლ მერჩულემ შექმნა გრიგოლ ხანძთელის სახით.

უფრო მეტიც, გიორგი მერჩულე, რომლსაც მთელი ეპოქა აშორებს გრიგოლ ხანძთელისგნა (გრიგოლ ხანძთელი VIII საუკუნეში მოღვაწეობდა, ნაწარმოები კი X საუკუნეში დაიწერა), თითქოსდა სისხლხორცეულად შერწყმულია წარშულში მოღვაწე წმინდა მამასთან.

...როდესაც ჯავახეთის კრებაზე არსენს ახარეს:

- "შემდგომად ღმრთისა მოძღვარმან შენმან გრიგოლ მამამან დაამტკიცა კათალიკოზობაი შენი" - მკითხევლი გრძნობს, რომ მისი სიტყვები არა მხოლოდ ჯავახეთის კრების მონაწილეთათვის არის კანონი, არამედ თავად ნაწარმოების ავტორისთვისაც.

დიახ, გრიგოლ ხანძთელი გიორგი მერჩულეს "ღმრთისა მოძღვარი" გახლავთ.

"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ავტორი გიორგი მერჩულე გვევლინება ქართულ ჰიმნოგრაფიაში ალიტერაციის სახეობა "მერჩულიულნის" დამამკვიდრებლად.

"მერჩულიულნი" გულისხმობს ძლისპირ-გალობას შორის ალიტერაციულ თანაფარდობას: გალობის ყოველ მუხლში მეორდება ძლისპირის საწყისი ასო, მარცვალი ან სიტყვა.

"მერჩულიულნის" ფორმით არის დაწერილი "საგალობენი აღვსებისანი რვა-ხმანი" (მიქაელ მოდრეკილი) და "პარაკლიტონი" - "სამარადისო საგამობელნი რვა-ხმანი" (გიორგი მთაწმინდელი)

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ