მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 274011 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შემდეგ მოციქულები გამოგზავნა პიტიახშმა და თქვა:

”ჩემს ნებას დაჰყევი და სასახლეში დაბრუნდი. თუ არ მოხვალ, ვირზე შესმულს კარდაკარ ჩამოგატარებ.” 

ხოლო წმინდა შუშანიკმა ასე მიუგო:

”უბედურო და უგულო, ხოლო მე თუ კარდაკარ ჩამომატარებ ან ჩორდს წამიყვან, ვინ უწყის, იქნებ რაიმე სიკეთეს გადავეყარო და ამ ბოროტებას განვშორდე”.

გულში ამბობდა პიტიახში იმ სიტყვების გამო, რაც უთხრა შუშანიკმა: “ვინ უწყის, იქნებ, რაიმე კეთილს გადავეყარო”. და ფიქრობდა პიტიახში: “ვინძლო ვინმე მთავართაგანს ეცოლოს”.

და ამის შემდეგ აღარავინ მიუგზავნია. ხოლო წმინდა შუშანიკი საშინელ ტანჯვას ითმენდა, რადგან ღმერთს იყო მინდობილი.

ხოლო პიტიახშმა საკუთარ ძუძმტეს დაავალა, შუშანიკი სასახლეში დაებრუნებინა. მივიდა კაცი და უთხრა შუშანიკს:

“დამიჯერე და დაბრუნდი სასახლეში და ნუ ააოხრებ საკუთარ სახლს”

ხოლო შუშანიკმა უთხრა მას:

”გადაეცი მაგ ურჯულოს, რომ “შენ მომკალი და მითხარი: ცოცხალი შენი ფეხით ვეღარ გამოხვალ ამ ციხიდან”. ხოლო თუ მკვდრის გაცოცხლება შეგიძლია, ჯერ დედაშენი აღადგინე, რომელიც ურდს არის დამარხული. თუ ეს არ შეგიძლია, ვერც ჩემს წაყვანას მოახერხებ, რომც წამათრიო”. 

და როდესაც პიტიახშს ეს სიტყვები გადასცეს, მან თქვა:

”ნამდვილად ასე ვთქვი”.

და მეორე დღეს ვიღაც შევიდა წმინდა შუშანიკთან და უთხრა:” კეთილად უპასუხე, რადგან ამ გზით უნდა შენი გადმობირება და მას გულში ბოროტი ზრახვა უდევს.”

წმინდა შუშანიკმა უპასუხა მას:

”შენ ღმერთი მძინარე ნუ გგონია, რომელმაც მისცა ადამიან სიტყვის თქმის ძალა, რადგან იტყვის თავად უფალი:

“მე მიუგო სიტყუაი თქვენ წილ”.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  სულხან-საბა ორბელიანი - იგავ არაკები • • •  შუშანიკის წამება / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ