მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 360700 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მაშინ გამოვიდა ციხიდან ვარსქენი და მესამე კვირა დღეს უხმო ერთ მცველსა და ჰკითხა:

”ის საცოდავი აქამდე კიდევ ცოცხალია?”

ხოლო მცველმა უპასუხა: 

”მომაკვდავს მეტად ჰგავს, ვიდრე ცოცხალს, უფრო შიმშილით კვდება, რადგან არაფეს ჭამს”. 

ხოლო ვარსქენმა თქვა:

”ნუ ნაღვლობ, დაე, მოკვდეს!”

მე ვევედრებოდი მცველს, შევეშვი დედოფალთან, საჩუქარსაც დავპირდი. და მან ძლივს იკისრა ჩემი შეშვება და მითხრა მე:

”როდესაც დაღამდება, მარტო მოდი.”

და როდესაც შემიყვანა მცველმა და ვიხილე იგი, ქრისტეს მცნებისთვის სამსხვერპლოდ გამზადებული კრავი, როგორც ქრისტეს საპატარძლო, ბორკილებითა და ჯაჭვით დამშვენებული, და ვერ მომითმინა გულმა და ავტირდი. ხოლო წმინდა შუშანიკმა მითხრა:

”ამ სიკეთისთვის ტირი, ხუცეს?” 

ხოლო მცველმა მითხრა მე:

”ეს რომ მცოდნოდა, არ შემოგიშვებდი”,

ხოლო მე დავიწყე დედოფლის გამხნევება იმ სიტყვებით, რომლებიც ღმერთმა შთამაგონა. და სწრაფად წამოვედი მისგან და სახლში დავბრუნდი.

ხოლო პიტიახში ჩორს წავიდა და მისი ძმა ჯოჯიკი არ შესწრებია იმ ამბავს, რაც წმინდა შუშანიკს შეემთხვა. ჯოჯიკი დაედევნა პიტიახშს და ჰერეთის საზღვართან დაეწია და ევედრებოდა მას, რათა ებრძანა შუშანიკისთვის ბორკილის ახსნა.

და რაკი ძალიან შეაწყინა თავი, პიტიახშმა ბრძანა, დედოფლისთვის მხოლოდ ბორკილები და ჯაჭვი აეხსნათ. როდესაც ჯოჯიკი დაბრუნდა, მან მოხსნა შუშანიკს კისერზე დადებული ჯაჭვი, ხოლო ბორკილის ახსნა თავად დედოფალმა არ ინდომა სიკვდილამდე.

ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შუშანიკი ციხეში იყო და ღვთაებრივი ცხოვრების წესით ცხოვრობდა: მარხვით, მუდამ სიფხიზლით, ფეხზე დგომით, განუწყვეტელი თაყვანისცემითა და მოუწყენელი წიგნის კითხვით. გააბრწყინა და გაამშვენიერა მთელი ციხე თავისი სულიერი ქნარით.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  სულხან-საბა ორბელიანი - იგავ არაკები • • •  შუშანიკის წამება / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ