მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 305675 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სასწაულებს აღასრულებდა ქრისტე წმინდა გრიგოლის ხელით, რადგან სხვადასხვა სენით დაავადებულები და უწმინდურ სულთაგან ტანჯულნი, მისი ლოცვითა და ცრემლით იკურნებოდნენ მთხოვნელთა რწმენის ძალის მიხედვით.

ამ წმინდა ბერთა შორის გამოირჩეოდა ერთი ღვარძლიანი დიაკვანი, საჰაკ ამირას მიერ (თბილისის ამირა, რომელიც ებრძოდა კლარჯეთის ბაგრატიონებს) აშოტ კურაპალატთან მოციქულად გამოგზავნილი, რომელმაც ნახა, რომ ანჩის ეპისკოპოსი გარდაცვლილიყო და ამ უკეთურმა ცქირმა აშოტ კურაპალატისაგან ანჩის საყდარი მოითხოვა. და როდესაც ძალით დაიპყრო ანჩი, ბოროტება გაამრავლა.

მისი უზნეობა მხილებულ იქნა კლარჯეთში ადრე დამკვიდრებულ ბერთაგან, განსაკუთრებით კი მამა გრიგოლისგან. ხოლო ამპარტავნებისგან ძლეულმა ცქირმა საღმრთო შიში განაგდო და ფარულად იხმო ანჩელი ერისკაცი, ურცხვი და უნამუსო, მაგარი მშვილდოსანი და აღუთქვა 3 გრივი (დაახლოებით 100კგ.) მარცვლეული, ხუთი თხა და გააგზავნა ხანძთას მამა გრიგოლის მოსაკლავად. მაშინ ჩაუსაფრდა მკვლელი ხანძთის ტყეში გრიგოლს და ხელთ ჰქონდა საბელგადაცმული მშვილდი (გამზადებული მშვილდი).

ამ დროს მამა გრიგოლი თავისი სახნავ-სათესი მიწებიდან მარტო მოდიოდა ხანძთაში და თან ზეპირად ამბობდა ეფრემ ასურელის თქმულთა საკითხავთა, ამას ამბობდა ტირილით, გოდებით, ხოლო სულით ხარობდა, რადგან სულიწმინდის მადლით საღვთო ხილვები ჰქონდა.

მაშინ უბადრუკმა მკვლელმა იხილა ზეცით მოვლენილი სასწაული - ცამდე ასული მეტად ბრწყინვალე ნათლის სვეტი იფარავდა გრიგოლს, ხოლო წმინდანს თავზე ჯვარი ედგა, ცისარტყელას მსგავსად, მშვენივრად რომ გამობრწყინდება ხოლმე წვიმის შემდეგ. ასეთი დიდება იხილა მკვლელმა და შიშმა შეიპყრო, რადგან ხელი გაუშეშდა და ზარდაცემული იდო მიწაზე.

უთხრა მას ნეტარმა გრიგოლმა:

- უბედურო, ნაბრძანები შეასრულე იმის, რომელმაც აქ გამოგგზავნა, რადგან შენ ხარ ქრისტიანობის უარმყოფელი, რადგან მცირედი სასყიდელისთვის ბერიკაცის სისხლს ცოდვად იდებ; სამი გრივა ფეტვისა და ხუთი თხის გულისთვის მოხვედი ჩემს მოსაკლავად, უგუნურო?!

მაშინ მკვლელი ტირილით შეევედრა მას:

შემიწყალე, წმიდაო ღმრთისაო, განწირული შენი მკვლელი და ემსგავსე ქრისტეს, რომელმაც შეუნდო თავის მკვლელებს.

მაშინ წმინდანმა შენდობით ჯვარი გადასახა მას და განკურნა, რადგან ეს კაცი მრავალი ცოდვით იყო გვემული და ასე გაუშვა. 

ხოლო ამ კაცმა ყოველივე მომხდარი უამბო ცქირს, რომელიც უფრო მეტად აღშფოთდა, ცოდვას ცოდვა დაუმატა და ბევრი ბოროტება გაუკეთა მამა გრიგოლს, სხვა წმინდა მამებს და მორწმუნე ერისკაცებს.

ცქირმა შეკრიბა ანჩის მოსახლეობა და ხანძთის მონასტრის დასარბევად გააგზავნა. მზის ამოსვლისას მივიდნენ დამრბევები ხანძთას. მამა გრიგოლმა სთხოვა:

- შვილნო, დრო მომეცით მე და ჩემს ძმებს, რათა წმინდა ეკლესიაში შევვედროთ ქრისტეს.

მომხდურებმა შეისმინეს მოხუცის სიტყვა. უფალმა ისმინა ბერების ცრემლიანი ღაღადი. წმინდა ანგელოზისგან ეუწყათ მამებს, რომ მათ ბოროტ მტერს ღვთის სასჯელი ეწია. ხოლო მოვიდა კაცი, რომელმაც უთხრა მომხვდურებს, რომ არ გაებედათ დიდებული ხანძთის დარბევა, რადგან ამ ამბის მსურველი ცქირი უკვე მომკვდარიყო.

მაშინ გაიხარეს ანჩელმა ხალხმა.

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ