მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 244870 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნეტარმა გრიგოლმა ფარულად იხმო ნეტარი ეფრემი და უთხრა:

- შვილო, ეპისკოპოსობის პატივს გაფიცებ, ხელს ნუ შეუშლი შენს სულიერ ძმას, არსენს.

ხოლო ეფრემმა თქვა:

- წმინდა მამაო, დაუშვებელია ჩემი ძმების ეპისკოპოსების კამათი სიმართლისთვის და მეც შემინდე, რადგან ამიერიდან აღარ ვარ არსენის ცხვარი (სამწყსო) და არც ის არ არის ჩემი მწყემსი (სულიერი წინამძღვარი).

მაშინ წმინდა გრიგოლმა მრისხანედ თქვა:

- თუ ამას იზამ, ეფრემ, მე უარმყავი, როგორც შენი მოძღვარი.

ხოლო ნეტარი ეფრემი თავისი სულიერი მოძღვრის ამ სიტყვების გამო ატირდა და თქვა:

- სასტიკია ეს ნათქვამი, მახვილზე უფრო მჭრელი, იყოს ნება შენი და არა ჩემი. წმინდაო ღმრთისაო!

ხოლო გრიგოლმა თქვა:

- ეფრემ სანატრელო, გისმინოს უფალმა, რასაც ითხოვ, გულით უმანკოვ და წმინდაო გონებით, შენ იცი, რომ ღმერთს ებრძანებინა არსენის კათოლიკოსობა მისი სრულყოფილების გამო. მისმა მამა მირიანმა კი საკიცხავი გახადა ეს საქმე ნაჩქარევი ქცევის გამო.

ამის შემდეგ გუარამ მამაფალმა უხმო ყველა სასულიერო პირს და თქვა:

- წმინდა მამებო, ეპისკოპოსებო და მეუდაბნოენო, კარგად მოგეხსენებათ, რომ სარწმუნოების წესი ეწინააღმდეგება კათოლიკოსისა და ეპისკოპოსის ძალმომრეობით დადგენას.

ამ სიტყვების შემდეგ გუარამ მამაფალამა მრავალი გამკილავი სიტყვა თქვა და წმინდა მამების პასუხს დაელოდა. ყველას მზერა მიპყრობილი ჰქონდა მამა გრიგოლისა და ეფრემ ეპისკოპოსისკენ. ისინი ერთ ხანს დუმდნენ.

მაშინ ეპისკოპოსებმა უთხრეს ეფრემს:

- ბარძანე პასუხი, რაც საჭიროა.

ხოლო ეფრემმა თქვა:

- სადაც მამა გრიგოლია. მე ვერ გავბედავ ლაპარაკს.

მაშინ ხელმწიფემ უთხრა ნეტარ გრიგოლს:

- მამაო, ყველა შენგან ელის სამართლიან სიტყვას, რადგან ასაკითა და ღვთის მორჩილებით ყველაზე უფროსი ხარ.

გრიგოლმა თქვა:

- ქრისტეს ჭეშმარიტმა სამწყსოებმა ისმინეთ ამ გლახაკი მოხუცებულის, რადგან გეტყვით, რომ არსენი ღვთის ნებით გახდა კათოლიკოსი, ხოლო მისი მლანძღველნი, რომლებიც არ შეინანებენ, შერცხვენილ იყვნენ და სამუდამოდ ჰრცხვენოდეთ ამქვეყნადაც და სამარადისო სასუფეველშიც.

მაშინ შეძრწუნდა ხელმწიფე, რადგან თავმდაბალი და ღვთისმოშიში იყო, თავმდაბლობამ სძლია, შეუერთდა გრიგოლს და თქვა:

- წმინდაო ღმრთისაო, შემინდე, რადგან დაგაბრკოლე.

ხოლო გრიგოლმა თქვა:

- ყველა ცოდვა ქრისტემ შეგინდოს.

იმ  დროს არსენი იქ არ იყო და მას ახარეს ეს ამბავი:

- შენმა მოძღვარმა, მამა გრიგოლმა დაამტკიცა შენი კათოლიკოსობა.

ხოლო არსენი სიხარულით მადლობას წირავდა უფალს.

ხოლო ეფრემ ეპისკოპოსმა, მამა გრიგოლის დარიგებისამებრ, კვლავ განაახლა არსენთან ძველებური სიყვარული და ურთიერთობა, რითაც მოკლე ხანში დააწყნარა ძნელად დასაშოშმინებელი შფოთი.

სანატრელი არსენ კათოლიკოსი და ეფრემ ეპისკოპოსი თავისი მოძღვრის, მამა გრიგოლის, სანახავად დადიოდნენ.

არსენი 27 წელი იყო კათოლიკოსი, ხოლო დიდმა ეფრემმა  ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას., რადგან აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესიების პატრიარქებს მირონი იერუსალიმიდან მოჰქონდათ, ხოლო ეფრემმა, ქრისტესმიერი კურთხევით, მირონის კურთხევა ქართლში დააწესა, იერუსალიმის პატრიარქის ნებართვითა და დამოწმებით.

საქართველოდ ითვლება მთელი ქვეყანა, სადაც ქართულ ენაზე ხდება ღვთისმსახურება და ყველა ლოცვა, ხოლო კვირიელეისონ, რაც ნიშნავს - უფალო წყალობა გვიყავ ანუ უფალო შეგვიწყალე, ბერძნულად ითქმის.

ნეტარი ეფრემი ორმოც წელს აწყურს ეპისკოპოსობდა და სულიწმიდით შემკული, კაცთაგან ჩუმად ჩადენილ საქმეებს ცხადად ჩადენილივით ამხელდა და სასიკვდილოთ განწირულებს სიტყვით კურნავდა.

ასეთები იყვნენ ღმერთშემოსილი მამა გრიგოლის მოწაფეები.

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ