მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 239016 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ამის შემდეგ წმინდა მამებმა ეპისკოპოსთან მოილაპარაკეს წმინდა გრიგოლის შესახებ, რათა გრიგოლი კლარჯეთის არქიმანდრიტად (მონასტრების წინამძღვრად) დაედგინათ.

მრავალი წელიწადი, გარდაცვალებამდე განაგებდა წმინდა მამა გრიგოლი მათ წესსა და კანონს.

ახლა ადრე ნათქვამს მივუბრუნდეთ. როდესაც გრიგოლმა სახელი გაითქვა, მისი დიდებულების ამბავი გრიგოლის დედის ყურამდეც მივიდა. რამეთუ ის ჯანმრთელი იყო და ასაკოვანი. მან სულიერად გაიხარა და ძალა მოიკრიბა.

იგი გულით იგლოვდა შვილთან განშორებას, მაგრამ გაგონილმა სასიხარულო ამბავმა გააძლიერა.

იგი მაშინვე წამოვიდა სახედრით და მას ახლდნენ მსახურები, ქალები და კაცები. მივიდნენ ისინი დედა ფებრინიასთან მერეს მონასტერში.

მან სიხარულით მიიღო ისინი და ეს ამბავი სასწრაფოდ წერილით აცნობა გრიგოლს. ხოლო უბიწო ძე (გრიგოლი) მალე მივიდა დედასთან და თაყვანი სცა მას და ქრისტეს სახელით დალოცა და მიესალმა. ხოლო დედა სიხარულით მიეგება შვილს, ეამბორებოდა და ეუბნებოდა:

- შვილო, ჩემო ტკბილო, გნახე, ვისი ნახვაც მსურდა, რადგან შენი ნახვით მომშორდა ყველა ადრინდელი სატკივარი.

ხანგრძლივი და მრავალფეროვანი იყო მათი საუბარი., ხოლო ნეტარმა მამა გრიგოლმა თქვა:

- შემინდე, დედაჩემო, რადგან ჩემი ნებით არ დაგშორებივარ, არამედ ასეთი ენება უფალს, როგორც მოხდა. შენ ამ წუთიერ ცხოვრებაში დღემდე არაფერი გაკლდა მატერიალურად თუ სულიერად. მმართებს შენზე ზრუნვა ხერციელად და სულიერად უფლის ნებისამებრ, რომელიც ბრძანებს მშობლის პატივისცემის შესახებ. სიბრძნის წიგნში წერია (იგულისხმება არაკანონიკური წიგნი): “შვილო, იზრუნე შენს მშობლებზე ისე, როგორც იზრუნეს მათ შენზე, რადგან მათ გარეშე არც შენ იქნებოდი.

გრიგოლმა პატივი სცა დედას და აავსო სიკეთით სანატრელი მოხუცებული, რომელმაც პირველად ღმერთი ადიდა, შემდეგ თავისი ძე და გრიგოლს შეავედრა თავისი თანმხლებნი.

მაშინ გრიგოლმა წესისამებრ მოაგვარა დედამისის ცხოვრება..

მოგვიანებით გრიგოლის სანატრელი მშობელი გარდაიცვალა მერეს მონასტერში. გრიგოლმა მას სათანადოდ მიაგო პატივი, აუგო წესი და გააცილა უფალთან, რომლის სიახლოვეც დედამისს ასე სწყუროდა. 

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ