მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 254697 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნეტარი მამა ჩვენი გრიგოლი პატივცემული იყო ღვთისგან და ვერავინ ეურჩებოდა მის სიტყვას, მეტადრე კი ამ დროის ხელმწიფენი.

ერთხელ ერთად იყვნენ დიდებული ძმები (აშოტის შვილები) და ნეტარმა გრიგოლმა დაბეჯითებით უთხრა მათ, რათა მობრძანებულიყვნენ და ენახათ მისი აშენებული მონასტრები და მთელი კლარჯეთის უდაბნო.

მათ დაიჯერეს გრიგოლის რჩევა, რომელიც წინ წაუძღვა დიდებულებს; 

პირველად მიიყვანა შატბერდში, რომელიც ძალიან მოეწონათ და შეუყვარდათ მეფეებს, დიდებულებს და მათ მხლებლებს.

როდესაც ხელმწიფენი შატბერდიდან წამოვიდნენ, ნეტარი გრიგოლი მათ წინ მიუძღვოდა. მივიდნენ ჯმერკსა (მონასტერი კლარჯეთში) და ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში, ბერთაში (მონასტერი კლარჯეთში);

მოილოცეს წმინდა ადგილები და დიდძალი შესაწირი დაუნაწილეს მონასტრებს. სამივე ხელმწიფემ გაიღო დიდი შესაწირი. 

შემდეგ ჩავიდნენ ოპიზაში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში; ამის შემდეგ წავიდნენ ხანძთაში და იხილეს წმინდა გიორგის სახელზე აგებული ეკლესია.

კიდევ უფრო გაოცდნენ ხელმწიფენი, როდესაც ნახეს, რომ ნეტარი გრიგოლის მოწაფეები უმკაცრესი ბერმონაზვნური წესით ცხოვრობდნენ, რადგან წმინდა მამები ზეცის ანგელოზებს ჰგავდნენ.

იმ დროს მოვიდა ხანძთაში მიძნაძორის მონასტრის წინამძღვარი, დიდი მამა, სანატრელი დავითი (დავით მიზნაძორელი), მონასტრების მაშენებელი და მისის მოწაფეები: ნეტარი ილარიონი წყაროსთავის მამა და მაშენებელი და მამა ზაქარია, ბარეთელთას მაშენებელი.

როდესა იხილეს ხელისუფალთ მეუდაბნოე მამები, რომლებიც უხორცო არსებებს ჰგავდნენ, მეტად გაიხარეს და თქვეს:

- წმინდა მამებო, როცა გნახეთ, დაგვავიწყდა, რომ მიწაზე ვართ. არამედ გვგონია, რომ ზეცაში, წმინდანების გვერდით ვიმყოფებით. 

ხოლო წმინდა მამებმა დიდი ლოცვით განამტკიცეს ისინი:

- ღვთისმსახურო მეფენო, თქვენი გულები ღვთის ხელთაა, რომელმა ჩვენ სულებს ნუგეში სცა თქვენი სიტყვით და თქვენი უხვი შემოწირულობით. ეს იცოდეთ, რომ სულიერად შემართული ლაშქარი მეუდაბნოე მამათა არის მორწმუნე მეფეთა სიმტკიცე და სიძლიერე ბრძოლაში.

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ