მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 273602 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სიხარულით ბრძანა ბაგრატ კურაპალატმა მონასტრის აშენება და მისცა გრიგოლს ყოველივე საჭირო მონასტრის ასაგებად. ჯვარი დასწერა გრიგოლმა ამ გამორჩეულ ადგილს და დაიწყეს ეკლესიისა და სენაკების მშენებლობა. 

ხანძთის მსგავსად, შატბერდიც ღვთის შეწევნით აშენდა და იმ კაცის ლოცვით (იგულისხმება გრიგოლი), რომელმაც შეაერთა ორი უდაბნო (იგულისხმება ხანძთა და შატბერდი), განმტკიცებული და გაერთიანებული ძმური სიყვარულით სამარადჟამოდ.

იმ დროისთვის გრიგოლს გაახსენდა საბა იშხნელი და უამბო კურაპალატს ყოველივე, რაც ადრე მოხდა. ხოლო მეფემ, როგორც კი ეს გაიგო, მეტად გაიხარა და მაშინვე დაწერა წერილი და მიავლინა კეთილმორწმუნე ადამიანები და პატივით უხმო საბას. წარგზავნილები დაბრუნდნენ და აუწყეს კურაპალატს, რომ ღვთისკაცს (საბას) არ სურდა მოსვლა. და უთხრა მამა გრიგოლს კურაპალატმა:

- დაუფიქრებლად მოვიქეცი, შენ რომ არ მიგაწერინე წერილი. მისწერე წესისამებრ!

თვითონ კი დაწერა სხვა წერილი და გრიგოლის წერილთან ერთად გააგზავნა. ხოლო ნეტარი საბა დაემორჩილა კურაპალატის ხელახალ ბრძანებას, უფრო კი მამა გრიგოლის წერილს.

მოვიდა ეს სასურველი ღვთისკაცი (საბა) მათთან, ვისაც მისი ნახვა სურდა. ხოლო კურაპალატი პატივით მიეგება და მოიკითხა იგი, ხოლო საბამ აკურთხა და დალოცა ხელმწიფე. როდესაც დასხდნენ, კურაპალატმა ჰკითხა მას:

- წესია, ხელმწიფეთა მორჩილება. რატომ არ მოხვედი პირველად ხმობისას, წმინდაო მამაო?

ხოლო საბამ უპასახა:

- დიდებულო მეფეო, შენ ამ მოდგმის მეფე ხარ, ხოლო ქრისტე - ყველასი, ვინც კი შობილა; შენ ამქვეყნიური ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე - ზეცისა და ქვეყნის: შენ წარმავალ დროთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე - საუკუნო მეუფე და სრულყოფილი არის უცვლელად, მარადიული და უსაწყისოა; მარადიული მეფეა ანგელოზებისა და ადამიანების და შენზე უფრო მისი სმენა გვმართებს, რომელიც ამბობს: “არავის შეუძლია ორი ბატონის მორჩილება”.

ახლა კი გრიგოლის, ჩემი ძმისა და მოძღვრის, სიტყვით მოვედი შენს წინაშე.

ხოლო კურაპალატმა თქვა:

- სიმართლეა შენი ნათქვამი, წმინდაო!

ამის შემდეგ კურაპალატი ესტუმრა იშხანს და მას თან ახლდნენ ნეტარი მამები - მამა გრიგოლი და მამა საბა. კურაპალატს მეტად შეუყვარდა ეს ადგილები.

ღვთის ნებით საბა იშხნის ეპისკოპოსი გახდა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე დაქვრივებული იყო (გაუქმებული იყო). ახლა კი განახლდა ღვთისმსახურება და მეორედ აშენდა იშხანის მონასტერი ამ ნეტარის (საბასა) წყალობით, ხოლო ღვთისმსახური მეფეები (აშოტის შვილები) მატერიალურად ეხმარებოდნენ მას.

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ