მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 326823 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ხოლო სნატრელი და სასწაულმოქმედი დედა ფებრონია სამცხიდან ჩამოვიდა და მერეს მონასტერში დამკვიდრდა. და უსაზღვრო იყო მისი სათნოებით ცხოვრება და სულიერებაზე ზრუნვა. თანამოაზრეები და მეგობრები იყვნენ ეს ნეტარი ადამიანები: დედა ფებრონი და მამა გრიგოლი.

ამის შემდეგ ღვთისმსახურ მეფეს აშოტ კურაპალატს აუწყა გაბრიელ ერისმთავარმა სანატრელი მამა გრიგოლის მოღვაწეობის შესახებ და მოუთხრო გრიგოლის მიერ ეკლესის-მონასტრების მსენებლობის შესახებ. შეატყობინა მისი მშობლების დიდგვაროვნება, მოწაფეებისგან რომ ჰქონდა გაგებული.

როდესაც ყოველივე შეიტყო კეთილმორწმუნე აშოტ კურაპალატმა, მაშინვე დაწერა წერილი საკუთარი ხელით და ერთი ღირსეული კარისკაცი და ერთ-ერთი გაბრიელ დაფანჩულის მსახურთაგანი გააგზავნა მამა გრიგოლთან.

როდესაც გრიგოლმა კურაპალატის მიპატიჟების წერილი წაიკითხა, პატივისცემით მოწერილი, და ამ კაცებისგან შეიტყო ყოველივე, მაშინვე წავიდა ხელმწიფესთან და როდესაც სასახლესთან მივიდა, მას შეეგებნენ კურაპალატის შვილები, ხოლო როცა მივიდა მათი სასახლის კართან, თავად კურაპალატი წამოდგა და მიეგება მამა გრიგოლს. დიდი სიმდაბლით მოიკითხეს ერთმანეთი და  დასხდნენ, ხოლო კურაპალატმა თქვა:

- შენი პირით ღვთის კურთხევა იყოს ჩვენზე (იგულისხმება: დაგვლოცე ყველა).

და მან თქვა:

- დაგლოცოთ ყველა ქრისტემ და ყველა წმინდანმა, რადგანაც ნამდვილად სამართლიანია ეს ნათქვამი: “ვისაც მთავრობის პატივი აქვს მინიჭებული, ის ღვთის მსგავსია..” რადგან თქვენ, ხელმწიფეეებს ღმერთმა მოგანიჭათ უფლებამოსილება ქვეყნის მართვისა. ვგრძნობთ ღვთის კეთილმოსურნეობას ჩვენდამი შენი მეფობით. უფლის მიერ ცხებული დავით წინასწარმეტყველის შვილად წოდებულო ხელმწიფეო , ქრისტე ღმეღთმა მოგანიჭოს სათნოებანი თავისი, ამიტომაც მოგახსენებ: ‘ამ მხარეებში ხელმწიფება ნუ მოაკლდება შენს შვილებს და მათ შთამომავლობას მარადჟამს, უკუნითი უკუნისამდე.

ხოლო ამის შემდეგ, მაცნემ (აშოტ კურაპალატის გაგზავნილმა) წარმოსთქვა ხანძთის მიდამოების ქება:

- ეს უდაბნო მზიანია და აქ ყოველმხრივ ზომიერი ჰავაა. აქვეა წყალუხვი წყარო. ეს ადგილები მშვენიერი, გრილი და საამოა, მეტად ტყიანი და საზრდო ყოველგვარი მოიპოვება, რაც კი საერთოდ შეიძლება უდაბნოში იყოს. სახნავ-სათესი და სათიბი მიწები აქ სრულიად არ არის, რადგან აქაურობა ოღროჩოღრო, მოუვლელია და ქვა-ღორღიანია.

ეს რომ გაიგო კურაპალატმა. ხანძთას შესწირა შატბერდის მიწები სახნავ-სათესად. მაშინ კურაპალატის სამმა ძემ - ადარნესემ, ბაგრატმა და გუარამმა - თითოეულმა მათგანმა შესწირა უხვად ყველაფერი, რაც მონასტერს სჭირდებოდა.

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ