მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 370051 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როდესაც ოპიზაში დაბრუნდა, ახარა თავის სულიერ ძმებს წმინდა ბერის ნახვის ამბავი. მივიდნენ ბერები ხანძთას და მოიკითხეს ის წმინდა ბერი, როგორც ზეცის ანგელოზი .

მაშინ თქვა ბერმა: აღთქმა მიმიცია უფლისთვის, რომ სიკვდილამდე მარტო ვიქნები (იგულისხმება განდეგილობა), ხოლო სულით კვლავ თქვენთან ვარ და ახლა კი დანაპირების შესრულება მმართებს.

ნეტარო კაცთა შორის (მიმართავს გრიგოლს), აქვე, მახლობლად მცირე გამოქვაბულია, წამიყვანეთ იქ შენ და შენმა სულიერმა ძმებმა, რადგან დარჩენილი დღეები იქ დავასრულო. იმის პირობა მომეცით, რომ ჩემს სიკვდილამდე არ მომრავლდებით ამ ადგილას.

გრიგოლმა და მისმა საძმომ ვერ შეჰბედეს შედავება, არამედ მიიყვანეს ბერი გამოქვაბულში და ილოცეს.

გადაკოცნეს ერთმანეთი დაემშვიდობნენ წმინდანს (ჰუედიოსს) წმინდანნი (ბერები) და ჩამოვიდნენ ღვთის მიერ მონასტრისთვის გამოჩენილ ადგილას.

ერთად ჯვარი გადასწერეს ამ ადგილს და სენაკების ასაშენებლად მიწის დავაკება დაიწყეს, რადაგან კლარჯეთის ყველა კლდეზე უფრო უმტკიცესია ხანძთის კლდე.

დიდი შრომით დაავაკეს ეს ადგილი, რადგან არ ჰქონდათ ცული და წერაქვი, არც სხვა მსგავსი იარაღი. ოპიზელმა მამებმა მისცეს მათ ყველაფერი, რაც ხელთ ჰქონდათ, დაეხმარნენ ყველა საჭირო ნივთითა და საკვებით, რადგან მაშინ იმ მიდამოებში ოპიზის გარდა სხვა მონასტერი არ იყო.

მათ სიახლოვეს არ იყვნენ არც ერისკაცნი, იმ მხარის ახლად გასაშენებლად, რადგან კლარჯეთსა და ტაოში, შავშეთსა და მთელს შემოგარენში ცოტანი სახლობდნენ ტყეებში ალაგ-ალაგ.

ნეტარმა მამამ, გრიგოლმა პირველად ააშენა ხის ეკლესია, შემდეგ თავისი სამყოფელი და თითო მცირე სენაკი ძმათათვის და ერთი დიდი სენაკი საკუჭნაოდ.

ყოველდღიურად იზრდებოდა ძმობა, რადგან ემატებოდა უფალს მეთერთმეტე ჟამის მუშაკები, რომლებიც უთანასწორდებოდნენ ადრინდელ წმინდანებს (“განთიადის მუშაკებს”) და ხდებოდნენ წმინდა მოწამეთა ღვაწლის მოზიარენი.

ისინი განმტკიცდებოდნენ ბერული ღვაწლით წმინდა მოწამეთა მსგავსად და მათზე მეტადაც.

მარტვილნი ერთხელ ეწამნენ ქრისტესთვის, ესენი კი განუწყვეტლივ ეწამებოდნენ ქრისტესთვის. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: “შენთვის მოვწყდებით ყოველდღე”, ხოლო პავლე მოციქული ამბობს: ”ყოველდღე ქრისტესთვის მოვკვდები”.

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ