მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 60210 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

1. ვინ დაასმინა ნერსე ერისთავი?

ა) სარკინოზებმა;

ბ) ბოროტმა ადამიანებმა;

გ) ქართველებმა;


2. რატომ გადაწყვიტა არაბმა ყმაწვილმა, აბომ, საქართველოში ჩამოსვლა?

ა) სარკინოზთა დევნის გამო;

ბ) ქრისტეს სიყვარულის გამო;

გ) სურდა ქართულ კულტურას ზიარებოდა;


3. რატომ მარხულობდა და ლოცულობდა აბო ფარულად?

ა) არ სურდა საკუთარის რწმენის გამჟღავნება;

ბ) არ იყო რწმენაში გამყარებული;

გ) არ სურდა სხვების დასანახად ელოცა;


4. რატომ გახდა ნერსე ერისთავი იძულებული ქართლიდან წასულიყო?

ა) ქართველები აუჯანყდნენ;

ბ) ცოლ-შვილის სანახავად წავიდა აფხაზეთში;

გ) მას სარკინოზთა ხელისსუფალი განურისხდა;


5. ვინ იყო იმ პერიოდში აფხაზეთის მთავარი?

ა) დემეტრე მეორე;

ბ) ლეონ მეორე;

გ) ერეკლე მეორე;


6. სად მოინათლა აბო?

ა) თბილისში;

ბ) ხაზართა ქვეყანაში;

გ) აფხაზეთში;


7. რატომ მოეწონა აბოს აფხაზეთი?

ა) იმიტომ, რომ იქ კარგად შეხვდნენ;

ბ) იმიტომ, რომ იქ საფრთხე არ ემუქრებოდა;

გ) იმიტომ, რომ აფხაზეთი ქრისტიანებით იყო დასახლებული;


8. რა იყო ნერსე ერისთავის ქართლში დაბრუნების მიზეზი?

ა) მას აღარ ეშინოდა სარკინოზების;

ბ) ამირამ ქართლის ერსიმთავრად ნერსეს დისწული დაადგინა;

გ) აღარ სურდა აფხაზეთში დარჩენა;


9. რატომ ურჩია ლეონ მეორემ აბოს აფხაზეთში დარჩენა?

ა) შიშობდა, რომ გაქრისტიანებულ არაბს სარკინოზები დასჯიდნენ;

ბ) სურდა, რომ აბო აფხაზეთში დარჩენილიყო;

გ) ეგონა, რომ აბო ვერ გაუძლებდა სარკინოზთა შემოსევას;


10. რატომ ვერ შეძლეს სარკინოზებმა აბოს გადმობირება?

ა) სათანადოდ არ ცდილობდნენ მის დაშინებასა და დარწმუნებას;

ბ) იმიტომ, რომ აბო განმტკიცებული იყო რწმენაში;

გ) იმიტომ, რომ აბოს არ სურდა მათთან საუბარი;


11. ვინ იყო მსაჯული?

ა) ამირა;

ბ) ქართლის ერისთავი;

გ) ციხის უფროსი;


12. 
რატომ სთხოვეს სარკინოზებმა ამირას აბოს დასჯა?

ა) იმიტომ, რომ შურდათ მისი;

ბ) იმიტომ, რომ სტეფანოზ ერისთავმა მოახერხა მისი ტყვეობიდან დახსნა;

გ) მის სიტყვებს სხვების რომ არ აჰყოლოდნენ;


13. ვინ გააფრთხილა აბო, რომ სარკინოზებმა ის დააბეზღეს?

ა) თანამოაზრე სარკინოზებმა;

ბ) მეგობრებმა;

გ) ვიღაც ქრისტიანებმა;


14. რა არის, აბოს აზრით, ქრისტეს მიერ ბოძებული საჩუქარი?

ა) დიდება და პატივი;

ბ) გვირგვინი ცხოვრებისა და უკვდავებისა;

გ) ოქრო-ვერცხლი;


15. ვინ უთხრა აბოს, რომ ხვალ მისი გარდაცვალების დრო დადგებოდა?

ა) მსაჯულის მოციქულებმა;

ბ) ციხეში მყოფმა ქრისტიანებმა;

გ) მან ეს იწინასწარმეტყველა;


16. რომელი ქრისტიანული დღესასწაული დგებოდა?

ა) ნათლისღება;

ბ) აღდგომა;

გ) შობა;


17. რომელ დღეს დაემთხვა ნათლისღების დღესასწაული?

ა) პარასკევს,

ბ) ოთხშაბათს;

გ) კვირას;


18. რას სთხოვდა აბო ქრისტიანებს, რომლებიც მისთვის სტიროდნენ?

ა) დახმარებას;

ბ) მსაჯულთან შუამდგომლობას;

გ) ლოცვაში მოხენიებას;


19. რატომ აღარ უსმენდა აბო მსაჯულს?

ა) დაიღალა მოსმენით;

ბ) რადგან მისი სიკვდილით დასჯა უკვე გადაწყვეტილი იყო;

გ) რადგან სიკვდილისთვის იყო გამზადებული;


20. რა ურჩია აბომ ამირას?

ა) სარწმუნოების შეცვლა და ქრისტიანობის მიღება;

ბ) მრისხანების დათრგუნვა;

გ) კეთილგონიერება;


21. რატომ მოუღერეს ჯალათებმა აბოს სამჯერ მახვილი?

ა) უნდოდათ დაეშინებინათ;

ბ) სურდათ მისი რწმენის შერყევა;

გ) მაშინ სიკვდილით დასჯის ასეთი წესი არსებობდა;


22. 
რატომ მოითხოვეს სარკინოზებმა მისი ცხედარი?

ა) რათა ცხედარი ეწამებინათ;

ბ) რათა ქრისტიანებს ცხედრისთვის დამარხვით პატივი არ მიეგოთ;

გ) რათა მისი ცხედარი სამშობლოში წაესვენებინათ;


23. 
რომელ მდინარეში გადაყარეს აბოს ცხედრის ნარჩენები?

ა) არაგვში;

ბ) ქსანში;

გ) მტკვარში;


24. რატომ მოავლინა ღმერთმა სასწაული?

ა) რათა დაეშინებინა სარკინოზები;

ბ) რათა დადასტურებინა, რომ აბო ნამდვილად წმინდანია;

გ) რათა სხვა სარკინოზებსაც ეწამათ ქრისტე;


25. როდის დაიწერა „აბო თბილელის წამება?“

ა) 756-770 წლებში;

ბ) 786-790 წლებში;

გ) 776-780 წლებში;

 

პასუხები

 

ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ავტორი: ქეთევან ქურდოვანიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ