მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 80348 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

* * * * * * *

 

იმ დროს სარკინოზთა ხელიუფლება კვლავ განურისხდა ნერსე ერისთავს. ერისმთავარი იძულებული გახდა ქართლიდან წასულიყო.

უფალმა დაიცვა ნერსე ბოროტი მტრისგან და ისიც თავის ამალასთან ერთად უსაფრთხოდ ჩავიდა აფხაზეთში, სადაც მისი ოჯახი იყო გახიზნული.

ერისთავს თან ახლდა ყმაწვილი აბოც, რომელიც გზად, ხაზართა ქვეყანაში ქრისტიანულად მოინათლა.

პატივით მიეგება ნერსეს აფხაზეთის მთავარი ლეონ II და სტუმარი მთელი თავის ამალით შეიფარა.

როდესაც აფხაზეთის მთავარმა შეიტყო, რომ აბო ახალი მონათლული იყო, მეტად კმაყოფილი დარჩა. თავის მხრივ, ყმაწილი აბოც მადლობდა ღმერთს, რადგან მან იხილა ქვეყანა, სავსე ქრისტიანული სარწმუნოებით, სადაც ურწმუნო არავინ მკვიდრობდა.

გავიდა დრო. ამირამ ქართლის ერისმთავრად სტეფანოზ გურგენის ძე, ნერსე ერისთავის დისწული დაადგინა.

მაშინ გაიხარა ნერსემ, რადგან მის სანათესაოს არ ჩამოერთვა ერისმთავრობის პატივი და ქართლის ამირას, არაბ ხელისუფალს სთხოვა საფრთხე აერიდებინა მისთვის, რათა მთელი თავისი ამალით თავისუფლად წამოსულიყო ქართლში.

გამგზავრების წინ, აფხაზეთის მთავარმა ნეტარი აბო იხმო და სთხოვა:

- ნუ წახვალ ამ ქვეყნიდან, ხომ იცი ქართლი სარკინოზებს უპყრიათ. შენს გამო ვშიშობ, ვაითუ გადაგდრიკონ ქრისტეს სარწმუნოებიდან.

ხოლო ნეტარმა აბომ მტკიცედ უპასუხა:

- მრავალი ოქრო და ვერცხლიც რომ მომცენ, ან კიდევ მტანჯონ და მგვემონ, ვერ გამინელებენ ჩემი უფლის სიყვარულს.

წამოვიდა აბო ქართლში ნერსესთან ერთად. დამკვიდრდა ქალაქ თბილისს და ცხოვრობდა როგორც ქრისტიანი.

როდესაც იქ მყოფმა სარკინოზებმა, რომლებიც მას ადრეც იცნობდნენ, ნახეს, რომ აბო ქრისტიანია, ზოგი საყვედურობდა, ზოგი აგინებდა, აშინებდა, სდევნიდა ან შეგონებით ცდილობდა მის გადმობირებას.

ხოლო აბო განმტკიცებული იყო რწმენაში და არაფერი აშინებდა. სამი წლის განმავლობაში მიმოდიოდა ქალაქსა და მის შემოგარენში მონათლული არაბი, როგორც გაცხადებული ქრისტიანი.

 

* * * * * * *

 

სასკოლო ლიტერატურა  • • •  სულხან-საბა ორბელიანი - იგავ არაკები  • • •  აბოს წამება / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ