მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 139784 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

* * * * * * *

 

იყო დრო. როცა საქართველო არაბებმა დაიპყრეს. ამ დროს ქართლს ადარნესე კურაპალატის ვაჟი ნერსე ერისთავი განაგებდა.

იხმო ერისმთავარი მრისხანე აბდილა ამირა მუმნმა თავის სამფლობელოში, ქალაქ ბაღდადში და ბოროტი ადამიანების დასმენით ნერსე ერისთავი დააპატიმრა.

სამი წელი გაატარა ერისთავმა საპატიმროში, მაგრამ ღვთის ნებით მოკვდა აბდილა ამირა მუმნი და მის ნაცვლად მისი ვაჟი მაჰდი გამეფდა.

მოწყალე ღმერთმა ჩააგონა მაჰდის ნერსეს განთავსუფლება, გამოიყვანა იგი სასტიკი საპყრობილედან და ისევ ერისმთავრად გამოაგზავნა საკუთარ ქვეყანაში.

ახლა კი გიამბობთ არაბი ყმაწვილის, აბოს შესახებ, რანაირად და როგორ მოვიდა ის აქ, ჩვენს ქვეყანაში.

აბო არაბეთის დედაქალაქ ბაღდადში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მან კარგად იცოდა სარკინოზთა მწიგნობრობა, თანაც სურნელოვან ნელსაცხებელთა შემზადების ოსტატი გახლდათ.

აბო 17-18 წლისა იქნებოდა, როდესაც დატოვა ნათესავები, ქონება და ქრისტეს სიყვარულის გამო, ნერსე ერისთავთან ერთად აქეთ, ქართლში წამოსვლა მოინდომა და ამიტომაც ერისთავს მსახურად დაუდგა.

სათნო ყმაწვილმა მალე ყველას შეაყვარა თავი; იოლად დაისწავლა ქართული წერა-კითხვა, გამართული ლაპარაკი და დაიწყო ბიბლიის შესწავლა.

მაშინ კი მიატოვა ნეტარმა აბომ მამაპაპური ლოცვის წესი და მთელი გულით ქრისტე შეიყვარა.

ყმაწვილი ვერ აცხადებდა თავისი ქრისტიანობის ამბავს, ამიტომ ფარულად მარხულობდა, ლოცულობდა უფლისთვის და ეძებდა უსაფრთხო ადგილს მოსანათლად, რადგან ამ ქვეყნის დამყრობლების, თავისი თანამემულეების - სარკინოზების ეშინოდა.


* * * * * * *

 

სასკოლო ლიტერატურა  • • •  სულხან-საბა ორბელიანი - იგავ არაკები  • • •  აბოს წამება / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ