წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 2918 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ტიბეტური სიბრძნეერთხელ, როგორღაც ტიბეტელი ბერი შეეკითხა თავის მოსწავლეებს:

- რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაღიზიანებთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში?

მოსწავლეები ჩაფიქრდნენ, ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა უპასუხა:

- მე წონასწორობიდან გამოვყავარ სიტუაციას, როცა ვინმეს შევუთანხმდები შეხვედრაზე, მივალ ზუსტად დათქმულ დროს, ხოლო ის, ან არ მოვა, ან მაიძულებს ველოდო.

მეორე მოსწავლემ:

- მე ყველაზე მეტად ნერვებს მიშლის ის, როცა ვინმე რამეს მპირდება, ხოლო შემდეგ არ ასრულებს დანაპირებს.

მესამე მოსწავლემ:

- მე მდგომარეობიდან გამოვყავარ იმას, როცა ადამიანი შეკითხვაზე არ იძლევა კონკრეტულ პასუხს, იმის მიუხედავად რასაც არ უნდა ეხებოდეს კითხვა.

ბერი შეეკითხა პირველ მოსწავლეს:

- ცხოვრებაში ერთხელ მაინც სადმე დაგიგვიანია?

- არასოდეს! - მე არ მახსოვს ასეთი შემთხვევა - უპასუხა მოსწავლემ.

ბერი მეორე მოსწავლეს მიუბრუნდა:

- შენ მუდმივად გახსოვს საკუთარი დაპირებები და ყოველთვის ასრულებ მათ?

- დიახ!  რადაც არ უნდა დამიჯდეს - უპასუხა მოსწავლემ.

ბერი მესამე მოსწავლესაც შეეკითხა:

- შენ, თავად, ყოველთვის კონკრეტული ხარ საკუთარ გამონათქვამებში?

- აბსოლიტურად! - უპასუხა მოსწავლემ.

ეხლა კი წარმოიდგინეთ - უთხრა ბერმა მოსწავლეებს, რომ თქვენ არსად გეჩქარებათ, ვალდებული არა ხართ საკუთარ სიტყვებზე პასუხი აგოთ და შეგიძლიათ ილაპარაკოთ ზოგადი ფრაზებით, პრაქტიკულად არაფერზე.

მოსწავლეები ჩაფიქრდნენ და კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრეს მასწავლებელს.

მასწავლებელმა კი განაგრძო:

- ჩვენ, ყველაზე მეტად სხვა ადამიანებში გვაღიზიანებს ის, რის უფლებასაც თავად ვერ ვაძლევთ საკუთარ თავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მათი პრობლემებია, მაგრამ სინამდვილეში (უმეტეს შემთხვევებში), ეს არის ჩვენი გაუცნობიერებელი შური მათ მიმართ. ამიტომ, ნუ გაბრაზდებით სხვა ადამიანებზე და შეეცადეთ მათთან არსებული ყველა პრობლემის მიზეზი საკუთარ თავში მოიძიოთ ხოლმე...

 
 
 

უკან

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura