წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 10450 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

დაამსხვრიე სტერეოტიპიადამიანი სოციალური არსებაა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვა ადამიანების გარემოცვაში უწევს ცხოვრება.

აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ მოქმედების დროს, ჩვენი ყურადღება მიპყრობილია საზოგადოებისკენ და იმედი გვაქვს, რომ დავიმსახურებთ მის მოწონებას, ან გვიპყრობს შიში მოსალოდნელი გაკიცხვის გამო.

ასეთი მოქმედებით, ძალაუნებურად ვზღუდავთ საკუთარ თავს და ვსვამთ მას განსაზღვრულ ჩარჩოებში.

სწორედ ასე ყალიბდება სტერეოტიპები, რომელიც ჩვენს მიერ, საზოგადოებისთვის გაღებული თავისებური ხარკია იმ დაუწერელი კანონებისა და წესების მიმართ, რომელთა დაცვაც თითქოსდა უკიდურესად აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია.

ძალიან ხშირად, ეს დაუწერელი კანონები დაუსაბუთებელია, დრომოჭმული, ან აბსოლიტურად არ ერგება რომელიმე კონკრეტულ, ცხოვრებისეულ სიტუაციას. თუმცა ბევრი თვლის, რომ ყველაფერი ოდესღაც უკვე იყო და სტერეოტიპების მსხვრევა ზედმეტი თავისტკივილია.

სიტყვა „სტერეოტიპის“ მნიშვნელობა ძალიან კარგად არის აღწერილი დიდ ენციკლოპედიურ ლექსიკონში - „გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას რომელიმე მოვლენის მიმართ, რომელიც ჩამოყალიბებულია სოციალური პირობებისა და წინამდებარე გამოცდილების გათვალისწინებით. არც თუ ისე იშვიათად, სტერეოტიპი სინონიმია ცრურწმენებთან დაკავშირებული მოძველებული და დრომოჭმული წარმოდგენებისა“.

საიდან იღებს სათავეს და გვევლინება ეს სტერეოტიპები? აღმოჩნდა, რომ სტეროტიპები დაფუძნებულია წარსულ გამოცდილებაზე.

მოვიყვანოთ მაგალითი: ადამიანმა განიცადა წარუმატებლობა და კრახი რომელიმე კონკრეტული მოქმედებით. ამის შემდგომ იგი იწყებს მტკიცებას, რომ ასე მოქცევა ცუდია, დაუშვებელი, რადგან ეს მოქმედება წინასწარაა განწირული წარუმატებლობისთვის. სწორედ ასე ქმნის იგი გარკველ შაბლონს, საკუთარ სტეროტიპს.

მაგრამ როგორ ხდება ეს სტერეოტიპი სოციალური? საქმე იმაშია, რომ ადამიანები ურთიერთობენ, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, პოულობენ თანამოაზრეებს, ხოლო იმას, რაც არ ეთანხმება მათ მოსაზრებებს და ჩამოყალიბებულ ნეგატიურ აზრს, ამაყად უწოდებენ წესებიდან გადახვევას.

თუმცა იმისათვის, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული შაბლონები გახდეს ნამდვილად სოციალური და საყოველთაო - საჭიროა დრო!

სტერეოტიპების დაბადების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, ისევე როგორც მათი მსხვრევის პროცესი. სხვათაშორის ნიშანდობლივია, რომ სტეროტიპების შექმნას და რღვევას ემსახურება ერთი და იგივე ფაქტორები - დრო და ადამიანების გამოცდილება.

სტერეოტიპების არსებობაში ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ მის შესახებ არაფერი წერია წიგნებში, არ ისწავლება სკოლებში, თუმცა წინაპრების „შეგონებები“ ღრმად არის ჩამჯდარი ადამიანების ცნობიერებაში.

გამოდის, რომ ჩვენ ვეყრდნობით არა საკუთარ, არამედ მთელი წინა თაობების გამოცდილებას. საინტერესოა რა გვაიძულებს ასე მოვიქცეთ - ყურად ვიღოთ სხვისი სიტყვები, სხვისი გამოცდილება? პასუხი მარტივია - შიში! - შეცდომის დაშვების შიში, როცა არ გვსურს სიტყვების გაგონება „როგორ შეგეძლო ასე მოქცეულიყავი, შენ ხომ იცოდი...“

რა თქმა უნდა დრო იცვლება. იცვლება სტერეოტიპებიც. ადამიანები უფრო გახსნილები და გამბედავები გახდნენ, თუმცა ისეთი ფენომენისგან ბოლომდე განთავისუფლებას, როგორიც სტერეოტიპია, ვერ ახერხებენ.

ისმის კითხვა, რატომ ქმნის და რაში სჭირდება საზოგადოებას სტეროტიპები? ყველა სიტუაცია ხომ ინდივიდუალურია და ყველა ადამიანი უნიკალური? ნუთუ ამის მიზეზი მხოლოდ შიშია და ასე გვეშინია შეცდომების დაშვების?

ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ შეცდომები და მივყვებით გარკვეულ შაბლონებს, ხოლო თუ შეცდომა მაინც დავუშვით, თავს უპრობლემოდ ვიმართლებთ იგივე შაბლონებით, თითქოს პრობლემა არა საკუთარ თავშია, არამედ იმაში, რომ ყველაფერი წინასწარ ცნობილი და ყველასთვის ნათელი იყო.

სტერეოტიპი - ზიანი თუ სარგებელიდასასრულს, უნდა ვთქვათ, რომ სტეროტიპების დაცვის ან მათი უგულვებელყოფის კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს.

შეიძლება შაბლონების დაცვით ჩვენ გავურბივართ საკუთარ ბედნიერებას და ვკარგავთ ცხოვრებისეულ შანსს, მაგრამ მეორეს მხრივ პირიქით, შესაძლოა გაკვალულმა და საყოველთაოდ აღიარებულმა სტეროტიპმა გაამართლოს და ზედმეტი რისკი და პრობლემა აგვაცილოს თავიდან.

ამიტომ, უმჯობესია მივენდოთ საკუთარ გულისთქმას, ინტუიციას, ვისწავლოთ საკუთარი თავის მოსმენა, კარგად გავშიფროთ კონკრეტული სტერეოტიპი, ჩამოვაყალიბოთ და გავაანალიზოთ მისი მჯობნი შესაძლო ალტერნეტივები.

ზოგადად კი უმჯობესია თუ წარსულს წარსულში დავტოვებთ, განვთავისუფლდებით ყოველგვარი შაბლონებისგან და შევეცდებით ბედნიერება და წარმატება ამ გზით მოვიპოვოთ. თუნდაც ეს შეცდომის ფასად დაგვიჯდეს...

 
 
 

უკან

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura