წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 43222 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მშობლები და შვილებიმშობლებისა და შვილების ურთიერთობა მარადიული საკითხია, რომელზეც უამრავი რამ დაწერილა და თქმულა წარსულში, ეს თემა მუდამ აქტუალური იქნება მომავალშიც.

მშობელთა უმრავლესობა უკმაყოფილოა საკუთარი შვილებით, აკრიტიკებს მათ მოქმედებებს და სურთ შვილების  ცხოვრების გზა თავად გაიარონ. 

თავის მხრივ  შვილებს არ მოსწონთ (ჩუმად) საკუთარი მშობლები, პირად ცხოვრებაში ჩარევის, კონტროლისა და მანიპულაციების, სკანდალებისა და საყვედურების  გამო.

ასეთი სიტუაცია არა ერთი ათასწლეულია, რაც გრძელდება და, როგორც ჩანს, სათავეს იღებს კაცობრიობის შექმნის ისტორიიდან.

რა თქმა უნდა, არსებობენ ბედნიერი ოჯახები, სადაც მშობლებს და შვილებს შორის სრული ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს. თუმცა, სამწუხაროდ, უამრავია დესტრუქციული ოჯახებიც, რომელშიც ფერხდება და არ ხერხდება ადამიანის, როგორც პიროვნების, ნორმალური და თავისუფალი განვითარება.

განვიხილოთ ურთიერთობის რა ფორმები შეიძლება არსებობდეს ოჯახებში:

 

ტირანი მშობლები  

მშობლები და შვილებიმშობლები ცდილობენ სრულად დაიმორჩილონ საკუთარი შვილების თავისუფალი ნება.  ისინი აკონტროლებენ მათ ყოველ ნაბიჯს, თითოეულ მოქმედებას და, რა თქმა უნდა, ამას ნიღბავენ სიყვარულსა და ზრუნვაზე საუბრით.

მაგრამ სიყვარული არ თრგუნავს და არ აკონტროლებს. ნამდვილი სიყვარული ნდობასა და თანადგომაზე უნდა იყოს  დამყარებული ისე, რომ არ ითხოვდეს სამაგიეროს.

ამიტომ, რაც არ უნდა უმტკიცონ მშობლებმა საკუთარ თავს და გარშემომყოფთ, რომ საკუთარი შვილებისთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ, სინამდვილეში მათ ამოძრავებთ მხოლოდ ერთი მიზანი - შთამომავლობაზე სრული კონტროლი!

როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია ასეთ ოჯახში? მოზარდი ან გარბის სახლიდან, რათა შეძლოს და იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით, ან სრულად უმორჩილებს მშობლების სურვილს საკუთარ ნებას.

სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვს რჩება წყენა მშობლების მიმართ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში და მომავალში გაუთვითცნობიერებლად თავადვე ქმნის ისეთ ოჯახს, როგორი გზაც თავად განვლო  ბავშვობის პერიოდში.

 

უნიათო და წარუმატებელი მშობლები

მშობლები, რომელთაც ვერაფერს  მიაღწიეს ცხოვრებაში, შესაბამისად ვერაფერს მისცემენ საკუთარ შვილებს. ასეთი მშობლები არავითარ ავტორიტეტს არ წარმოადგენენ შვილებისათვის.

ამ ტიპის ოჯახებში ხშირად იზრდებიან ტირანი ბავშვები, რომლებიც სრულიად აკონტროლებენ და მანიპულირებენ საკუთარი მშობლებით.

ეს ბუნებრივიცაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ისინი უყურებენ საკუთარი თანატოლების წარმატებულ მშობლებს და ხშირად ავლებენ პარალელებს საკუთარ მშობლებთან...

ასეთი ოჯახებიდან გამოსული მოზარდები ხშირად ყალიბდებიან, როგორც სოციალურად არაადაპტირებული ადამიანები. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებებობს გამონაკლისებიც (და არც თუ ისე ცოტა).

 

მშობლები - მეგობრები

მშობლები და შვილებივისაც ასეთი მშობლები ჰყავს, ნამდვილად გაუმართლა. ისინი ენდობიან საკუთარ შვილებს და უფლებას აძლევენ მათ იცხოვრონ საკუთარი, დამოუკიდებელი ცხოვრებით.

ამ ტიპის მშობლები ხშირად საკუთარ ასაკზე ახალგაზრდულად გამოიყურებიან და ინტერესდებიან ახალგაზრდების გატაცებებით.

ისინი არ ერევიან შვილების პირად ცხოვრებაში, თუმცა ტაქტიანად და გონივრულად აკონტროლებენ მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და აძლევენ შვილებს თავისუფლად განვითარების საშუალებას.

ისინი შვილებთან მეგობრობენ არა იმის გამო, რომ ამით მათი ნდობა მოიპოვონ, არამედ ბუნებრივად არიან ასეთები და შვილებთან მეგობრობა დიდ სიამოვნებასაც ანიჭებთ.

ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები, თავისუფლად მოაზროვნე და კომუნიკაბელურ პიროვნებებად ყალიბდებიან, ადვილად ამყარებენ კონტაქტს ყველა ტიპის ადამიანებთან და თავადაც ჰარმონიულ ოჯახებს ქმნიან.

 

უგრძნობი მშობლები

უგრძნობი მშობლებიამ ტიპის მშობლები ყოველნაირად დაჩაგრული და უბედური ადამიანები არიან. მათ არ ძალუძთ და არ შეუძლიათ, უყვარდეთ. მათთვის შვილები მხოლოდ პრობლემების წყაროს წარმოადგენს.

ისინი არასოდეს ეფერებიან, კოცნიან, ეუბნებიან ალერსიან სიტყვებს საკუთარ შვილებს. პირიქით, ყველაფერს აყვედრიან და მუდმივად ახსენებენ თუ მათთვის რამე გაუკეთებიათ.

ასეთი ოჯახებიდან გამოსულ ბავშვებს შეიძლება გააჩნდეთ ორი სახის მომავალი:

პირველი: ისინი ცხოვრებაში თავადაც  ვერ გამოავლენენ ვერავითარ გრძნობებს, რის გამოც თავადაც იტანჯებიან და დისკომფორტს უქმნიან გარშემომყოფებს.

მეორე:  თავის თავს აღუთქვამენ, რომ ყველაფერი სხვანაირად იქნება. ხშირია შემთხვევები, როცა  მათგან დამდგარა ძალიან ალერსიანი და მოსიყვარულე მშობლები.

 

დამრიგებელი მშობლები

მშობლები და შვილებიამ ტიპის მშობლები თავიდან ბოლომდე დაკავებული არიან საკუთარი შვილებით. ბაღი, სკოლა, შემდეგ ინსტიტუტი. მათი დაინტერესება შვილების მომავლის მიმართ ნამდვილად გულწრფელია. ისინი ურთიერთობენ შვილებთან, მხარს უჭერენ მათ არჩევანს, ეხმარებიან სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. 

ასეთი მშობლები ადრეული ასაკიდანვე  ადევნებენ თვალყურს საკუთარი შვილების ინტერესებს და არასოდეს აიძულებენ ისწავლონ ან იმუშაონ იქ, სადაც თავად სურდათ თავის დროზე მოღვაწეობა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ამას ვერ მიაღწიეს.

მათთვის უცხოა შვილებით მანიპულირება და არასოდეს სთხოვენ მათ იმის გაკეთებას, რასაც თავად თვლიან საჭიროდ. ხელს უწყობენ მოზარდების თავისუფალ განვითარებას, ხოლო განვითარების გზაზე ეხმარებიან, კარნახობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შვილებმა იპოვონ საკუთარი, წარმატებული ცხოვრების გზა.

 

მიზეზები 

სამწუხაროდ, ასეთი მშობლები უმცირესობაში არიან, ალბათ იმის გამო, რომ წლების გამმავლობაში ჩვენ გვასწავლიან ყველაფერს: ლიტერატურას, ტექნიკურ საგნებს, ეკონომიკასა და ბიზნესს, მარკეტინგსა და მენეჯმენტს, მუსიკას, უცხო ენებს და ა.შ. მაგრამ არასოდეს არავინ გვასწავლის, როგორ გავხდეთ ისეთი მშობლები, რომელთაც შეეძლებათ ჭეშმარიტად  ბედნიერი და ჰარმონიული შვილების აღზრდა.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იტანჯება მშობლებთან ურთიერთობის გამო. ასეთ შემთხვევაში ყველა ინდივიდუალურად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას:

ზოგიერთი თავს არიდებს და გაურბის მშობლებთან ყოველგვარ ურთიერთობას. 

ზოგი კამათობს, ჩხუბობს, სკანდალებს აწყობს და რეგულარულად არკვევს მათთან ურთიერთობას. 

არიან ისეთებიც, რომლებიც თამაშობენ წყნარი და მორჩილი შვილის როლს და ახდენენ მშვენიერი ოჯახური ურთიერთობის იმიტაციას, სინამდვილეში კი ვერ იტანენ მშობლებს საკუთარი წარუმატებლობის გამო.

ბევრ მოზარდს თბილი და გულახდილი ურთიერთობა აქვს მშობლებთან, მაგრამ შესაძლოა ისინი ვერ აცნობიერებდნენ მშობლების გავლენასა და ფარულ მანიპულაციებს საკუთარ, თითქოსდა თავისუფალ არჩევანსა თუ გადაწყვეტილებაზე, თუმცა შეიძლება ეს მათთვის უკეთესიც იყოს.

 

გამოსავალი?

მშობლები და შვილებირა თქმა უნდა, ყველას  შეუძლია იპოვოს რაღაც გამოსავალი და მიიღოს საკუთარ მშობლებთან მიმართებაში ის გადაწყვეტილება, რომელსაც თავად თვლის ყველაზე სწორად და სამართლიანად.

მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მშობლები თქვენთვის ყველაზე უახლოესი ადამიანები არიან და მათზე მეტად არავინაა დაინტერესებული თქვენი წარმატებითა და ბედნიერი მომავლით.

ამას გარდა თქვენ, მშობლებთან ღვთიური, უხილავი სხივებით ხართ დაკავშირებული და ნუ დაგავიწყდებათ, რომ როგორც მათ აგირჩიეს თქვენ, ისე აირჩიეთ თქვენ ისინი.

დიახ, სწორედ თქვენ გადაწყვიტეთ საკუთარი მშობლების ვინაობა, დაბადების დრო, ადგილი და სწორედ ასეთი მშობლები იყვნენ თქვენთვის საჭირო, რათა განვითარებულიყავით და ჩამოყალიბებულიყავით ისეთ პიროვნებად, როგორიც ხართ და როგორიც საკუთარი თავი მოგწონთ.

ამიტომ, რა ტიპის მშობლებიც არ უნდა გყავდეთ, გაესაუბრეთ მათ გულწრფელად, ბოლომდე გაიხსენით და აუხსენით თქვენი მოსაზრებები, დადებითი ან უარყოფითი ემოციები თქვენი და მათი ურთიერთობის შესახებ. ჩამოუყალიბეთ საკუთარი ხედვა და შესაძლო პრობლემების გადაჭრის გზები.

სავარაუდოდ ისინი მიგიხვდებიან და გაგიგებენ, ხოლო თუ ასე არ მოხდა და მშობლები საკუთარ აზრზე დარჩნენ - ორივე შემთხვევაში გადაუხადეთ მათ მადლობა! არა მარტო იმისთვის, რომ მოგცეს ჰარმონიული, გულწრფელი, სიყვარულითა და პატივისცემით განმსჭვალული ურთიერთობის მაგალითი, არამედ იმისთვისაც, რომ გულცივი, ტირანული, წარუმატებელი მოქმედებით, ისიც გასწავლეს, თუ როგორი არ უნდა იყოს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა, რათა შემდგომში, როცა გახდებით ძლიერი  და საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნება, თავადვე არ გაიმეოროთ იგივე შეცდომები საკუთარი შვილების მიმართ.

მადლობის გადახდის შემთხვევაში, თქვენ იგრძნობთ შვებას, დაგეუფლებათ სიამოვნების განცდა, გახდებით უფრო მხიარული და ბედნიერი, იგრძნობთ, რომ ეს თქვენთვის აუცილებელი იყო და ამგვარად მოქცევის გარეშე ვერ შეძლებდით განვითარებას. ამასთან, მიიღებთ შეუფასებელ მაგალითს და ზუსტად გეცოდინებათ, როგორი ურთიერთობის დამყარება გსურთ მომავალ ოჯახში.

გარდა ამისა მიხვდებით, რომ პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებაზე თავადვე ხართ და არავის დედამიწის ზურგზე, მშობლებსაც კი, არა აქვთ უფლება გაგიფუჭონ ცხოვრება უხეში ჩარევითა და თქვენი ნებართვის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებებით.

მხოლოდ ჩხუბი და კამათი, ან გულში ფარული წყენის ჩახვევა, ვერ დააფიქრებს თქვენს მშობლებს და ვერ გახდის ნათელს მათთვის, რომ  უკვე მოაზროვნე და დამოუკიდებელი ადამიანი ხართ.

გულწრფელი საუბრით და თქვენი მოსაზრებების ნათელი გადმოცემით, ისინი იძულებული იქნებიან დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე, პატივისცემით მოგეპყრონ, შეწყვიტონ  ზეწოლა და ანგარიში გაუწიონ თქვენს პიროვნულ მეს.

მშობლების მიმართ მადლიერების გრძნობის გამოხატვისა და გულწრფელობის გარეშე, წყენა და უარყოფითი ემოციები თქვენშივე დარჩება და ვერასოდეს შეძლებთ ცხოვრებაში წინსვლას, წარმატებების მიღწევას.

 

PS

მშობლები და შვილებიუნდა ითქვას ისიც, რომ მადლობის გადახდა არ არის მოწოდება - ყველაფერში დაემორჩილოთ საკუთარ მშობლებს, იყოთ სამაგალითოდ ბეჯითები და არაფერი აწყენინოთ მათ - არა!

თქვენ, უნდა იცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით, მიიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და იყოთ თავისუფალი მშობლების მხრიდან ნეგატიური გავლენის მიმართ, მაგრამ ამასთან ერთად კარგი იქნება, თუ არ გაუბრაზდებით და არ შექმნით მათთან კონფლიქტურ სიტუაციებს.

ხოლო თუ პირიქით, მშობლები გიბრაზდებიან და გეჩხუბებიან იმის გამო, რომ არ უსმენთ და არ იქცევით ისე, როგორც ისინი თვლიან საჭიროდ, ეს მხოლოდ მათი პრობლემაა.

შეიძლება ისინი მართლებიც იყვნენ, შეიძლება არა, მაგრამ თავის დროზე მათაც დაუშვიათ შეცდომები და ერთი ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგი, იგივეს განმეორების შემთხვევაში, შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს შეცდომა მეორე ადამიანისთვის.

ასეც რომ არ იყოს, შეცდომის დაშვების უფლება ყველას აქვს, ეს რეალობაა და ისე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბება არ ხდება.

 
 
 

უკან

კომენტარები
თეა
2017-07-27
სრულიად სიმართლეა ეს სტატია.კარგი დარიგებაა.4-შვილი მყავს და მართლა ძალიან ვაკონტროლებ და ვზღუდავ სულ ვუჩიჩინებ ჩემს ლამაზებს (არა და მართლა ჭკვიანები არიან.)ტელეფონზეც.ისეც სკოლაში რომ მივლენ და არ მომწერეს ვეჩხუბები და ასე შემდეგ(ვიცი გამკიცხავთ კომენტარებში მაგრამ ჩემზე უარესს აკეთებთ შვილებთან მგონი)მადლობა ავტორს.ბევრი Gასათვალისწინებელია.
მელისა
2017-05-09
მართალია ბავშვს შჭირდება მოფერება და არა ჩხუბი დაყმაყოფილდით იმით რომ გყავთ ბავშვი საერთო უშვილობას ნამდვილად სჯობია
Melisa
2017-05-09
ეს ყველაფერი მართალია შ ილს შჭირდება სინაზე და არა ჩხუბი ვინც გყავს შვილი იმთ უნდა იამაყო და დააფასო
მარი
2017-03-21
მე არ მომწონს როდესაც ჰვილი მჰობლებს არაფრად აგდებს. მას უდზგები ჰვილი ქვია. მჰობლებზე დზალიან არა მეგობარს არ ჰესტკივა გული. და სწორ გზაზე მჰობელი აყენებს. ჰვილებო ჰემი ტხოვნაა დაუჯერეტ მჰობლებს. დაპასება უპრო მეტი გექნებატ მეგობრების და ადამიანების წინაჰე. პირსჰი არავინ გეტყვიტ ვინც მჰობელს არაფრად ჰააგდებს. ყოველნაირი მჰობელი უნდა მიიგოტ, პულიანი ტუ ყპულო, არააქვს მნჰვნელობა.
Tinatini
2017-03-20
შაკოს კომენტარმა გადამაწყვეტინა რომ დამეწერა კომენტარი. ალბად გაბრაზებულია მშობლებზე,ყველა მშობელს კარგი უნდა შვილისთვის,ამბობ გვიბიძგებთ სახლიდან გაქცევაზე და სუიციდზეო,რატომ?იქნებ იმიტომ რომ გინდათ თქვენი გავიდეს ყოველთვის,ჩემი შვილიც გაიქცა სახლიდან,სასწავლებელიც მიატოვა,სულ მართალია გონია.ბოლოს დაბრუნდა,ჩუმად ვუყურებ არაფ აინტერესებს,დადის მეგობრებთან ერთობა,ბოლო არ უჩანს არაფ აინტერესებს,აგრესიულია,ველოდები და როდემდე....დავიღალეთ, ესაა თავის ნებაზე მიშვება,ბოლოს ინანებს მაგრამ ვერაფერს გამოასწორებს,და ასე ჩუმად რომ უყურებ მომწონს?რას ვგრძნობ დედა იქნებ მითხრა შაკო? მგონი თვითონ ვეტყვი ცოტახანში სახლიდან წადი და რაც გინდა მოხდეს არ მიკითხო მეთქი.მშობლები მარტო გამოიყენო და არაფერი გაითვალისწინო ეს უნამუსობაა,მე დღესაც ვითვალისწინებ მშობლის რჩევას
თAმარი
2017-02-12
Kargi statiaa dzalian es yvela mshobelma unda waikitxos
ანი
2016-12-26
ძალიან კარგი რჰევებია
არაგველი
2016-10-11
მშობელი პასუხისმგებელია შვილის სწორედ აღზრდაზე. რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აბსოლიტური კონტროლი დააწესოს შვილებზე არამედ თავისი რჩევები და სურვილები, თავმოყვარეობის შეულახავად, კორექტულად მიაწოდოს მათ. ყვირილით და მბრძანებლური კილოთი ლაპარაკი, მით უმეტეს გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების ფსიქიკაზე, ძალიან უარყოფითად მოქმედებს და მეტწილად უკუ შედეგი მოაქვს.
გასაგებია რომ მშობლები ძალინ ბევრი ყოფითი პრობლემებით ვართ დატვირთული (ამაში შვილებს არანაირი დანაშაული არ მიუძღვით, თუ არ გვინდოდა ნუ ავიღებდით მათი ყოლის პასუხისმგებლობას) და დიდ დროს ვერ ვუთმობთ შვილებთან ურთიერთობის გარკვევს(ბრძანებების გაცემა კი ამოკლებს დროს) მაგრამ ყველანი უნდა შევეცადოთ იმდენი დრო გამოვნახოთ საკუთარი შვილებისათვის რომ მათ მათ შეძლონ თავიანთი აზრების ყოველგვარი შიშის გარეშე გამოხატვა.
ანრი
2016-08-17
ნეტა ყველას ესმოდეს რაც აქ წერია...
ნონა
2016-08-17
მსჰვენიერი სტატიააა,მივხვდი რომ ვარ მსჰობელი -მეგობარი,დიახ,ვტვლი რომ ბავსჰები დამოუკიდებლები უნდა გაიზარდონ ,რა ტქმა უნდა გარკვეული კონტროლის პირობებსჰი,ნდობის პირობიტ.
taliko
2016-02-21
shvilis gazrda araa mtavari..mtavari ram imashia ramdenad sworad agrzdi ,torem gazdit yvelgan gaizrdeba.
ანა
2015-10-28
დზალიან საინტერესოა
eka
2015-08-31
ძალიან საინტერესო სტატიაა.მართლა უნდა წაიკითხოს ყველამ.......... მეც მშობელი ვარ და მივხვდი, რომ ბევრ რამეს არასწორად ვაკეთებდი. თუმცა მეც ვიყავი პატარა.მეც მსჯიდა მშობელი.მაგრამ ყოველთვის მეგობარივით მედგა მხარში.არაფერს ვნანობ, და თუ რამეს ვერ მივაღწიე ცხოვრებაში, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია.......
mariikuunii
2015-04-17
მე კარგად მესმის ,,ბანდიტის;
mariikuun
2015-04-17
მე რომ ვიკავი ბავშვი ყოველტვის მეგონა მამას არ ვუყვარვარტკო,მე უფრო მტუქსავდა ვიდრე ცჰემ დას,ვოცნებობდი მალე გავზრდილიყავი რომ გავთხოვილიყავ და ჩემს შვილებს ისე არ მოვქცევოდი როგორც ჩემი მამა,მაგრამ არის რაგაცაები შვილებთან მიმართებაში რომ დაიცვა სიმკაცრე
jeirani
2015-04-07
მშობლებო არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენც იყავით პატარები და ახალგაზრდები,მიეცით თავისუფალი ცხოვრების და აზროვნების საშუალება შვილებს,მთავარია ისეთი შეცდომა არ დაუშვან, რომლის გამოსწორება შეუძლებელი იქნება, ისე უშეცდომოც არავინააა.))))))))
jeirani
2015-04-07
ჩემი ოჯახი ჩემი ეკლესია და ციხესიმაგრეა,ჩემი ბედნიერების,სიცოცხლის და არსებობის აზრი და წყაროა,უფლის მადლითა და წყალობით იყავით ბედნიერები ჩემო შვილებო.
nika
2015-02-08
ეჰ, მშობლებო, მშობლებო...
mari
2014-11-13
namdvilad kargia da martali rac aq weria magram saqartveloshi bevrs gonia shvilis gachena mxolod cxra tve muclit tarebaa da meti araferi shvilis agzrdas dalian didi energia da niji jirdeba kargi iqneba tueseti rchevebi marto socialur qselis momxmareblistvis ki ara sazogadoebis kvela fenistvis iqneba xelmisawvdomi albad mashin mshoblebsac bevri ram ecodineba shvilebze da shvilebs mshoblebze
დედიკუნა
2014-07-29
საინტერესოა ანალოგიური სტატია თანამედროვე მასწავლებელთა ფსიქოტიპებზე და მათი მეთოდების შედეგებზე თუ გაქვთ საქართველოს მაშტაბით
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura