მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10885 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

არსებობს საათებისთვის განკუთვნილი სპეციალური ტერმინოლოგია, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს შეუძლია დაადგინოს თუ რა თვისებებს ფლობს და როგორი ხარისხისა და მონაცემებისაა მის მიერ შერჩეული (ან შესარჩევი) საათი.

ტერმინოლოგია ძალიან მრავალფეროვანია, თუმცა აქ მოყვანილია მხოლოდ ის განმარტებები, რომელიც შესაძლოა სწრაფად დასჭირდეს საათის მომხმარებელს.

დანარჩენი აუცილებელი ტერმინოლოგია (თითქმის უმრავლესობა) განმარტებულია ზემოთ მოცემულ სტატიებში.

 

საათის ტექნიკური ტერმინები


Case (კორპუსი) - მაჯის საათის მექანიზმი (კვარცი, მექანიკა) მოთავსებულია კორპუსში, რომელიც მის დამცავს გარსს წარმოადგენს.


Case Shape (საათის ფორმა) - საათის კორპუსს შეიძლება ჰქონდეს მრგვალი, ოვალური, კვადრატული, მართკუთხედი და .შ.


Case back (კორპუსის უკანა მხარე) - რომელიც ეხება ხელის ზურგს. იგი არის ან ფოლადის, ან მინის (გამჭვირვალე).


Stainless Steel - საათის კორპუსი (ან სამაჯური) - დამზდებულია უჟანგავი ფოლადისაგან.


Crown - საათის კორპუსზე არსებული ღილაკები (ძირითადად მარჯვენა მხარეს), რომელიც გამოიყენება დროის, თარიღის, ქრონომეტრების და ა.შ გასასწორებლად.


Case Material - კორპუსის მასალა.


Dial (ციფერბლატი) - დანაყოფებიანი დისკი (ან დანაყოფების გარეშე), რომელზეც გამოსახულია დროის მაჩვენებელი ციფრები და რომელზეც გადაადგილდება საათის ისრები.


Dial Colour - ციფერბლატის ფერი.


Bezel (ბაზელი) - საათის მინის ირგვლივ არსებული რგოლი, რომელიც პასუხისმგებელია საათის კორპუსის სიმაგრეზე. ზოგიერთ მოდელებში იგი მოძრავია ან ერთი, ან მეორე მიმართულებით, მასზე გამოსახულია გარკვეული მაჩვენებლები და ემსახურება სხვადასხვა სახის გამოთვლებს (მაგ: ტახიმეტრი და ა.შ);


Glass/Crystal - (საათის მინა) -  (Sapphire Glass – საფირონის მინა, Mineral glass - მინერალური მინა - Hesalite Glass - პლასტმასის მინა).


Sapphlex  - ორშრიანი მინა - ზედა ფენა დამზადებულია თხელი საფირონის კრისტალისგან, ქვედა კი არის ჩვეულებრივი მინერალური კრისტალი (ასეთი მინა არ იკაწრება და რთულად ტყდება).


Glass back - ნიშნავს, რომ საათის უკანა მხარე არის მინის.


Automatic Movement - ავტომატური მექანიზმი.


Quarz Movement - კვარცული მექანიზმი.


Autoquartz Movement - ავტოკვარცული მექანიზმი.


Autoquartz (Kinetic) - კვარცის საათის ელემენტი, რომელიც იმუხტება ხელის მოძრაობის დროს.


Triple Date Calendar - სამმაგი კალენდარი, რომელიც უჩვენებს კვირის დღეს, თვესა და რიცხვს.


Water resistant - (WR - წყალგამძლე) - არის წყალგაუმტარობის მაჩვენებელი და აღინიშნება ფუტობით, მეტრობით ბარობით ან ატმოსფეროებით. მაგ: 5Atm – 5Bar - 50 Meter - 165 Feet).


Skeleton - საათი გამჭვირვალე ციფერბლატით და უკანა ხუფით, საიდანაც ჩანს საათის მექანიზმი.


Strap - საათის სამაჯური.


Clasp Type - სამაჯურის შესაკრავის ტიპი.


Swiss movement  - ნიშნავს, რომ საათის მექანიზმი აწყობილია შვეიცარიაში და მექანიზმის დეტალების არანაკლებ 50% არის შვეიცარული (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საათის კორპუსი, ციფერბლატი და სხვა დეტალებიც საიმედო და შვეიცარიაში დამზადებულია).


Swiss mov’t / swiss quartz  - საათი არის შვეიცარული მექანიზმით, რომელიც დამზადებულია არა შვეიცარიაში, არამედ დამზადებულია მათივე ქარხნებში, მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ (უმრავლეს შემთხვევებში ჩინეთში)


T-Swiss/ made-T - საათის მანათობელი ელემენტები დამზადებულია ფოსფორის იზოტოპის საფუძველზე. არ სჭირდება „დასატენად“ სინათლის წყარო, თუმცა დაახლოებით 10 წლის შემდეგ, საათრის ისრები და სხვა მანათობელი ელემენტები აღარ ანათებს.


L-Swiss madе-L - საათის მანათობელი ელემენტები ანათებს ლუმინესცენტური საფარის  - LumiNova და LumiBright - ის საშუალებით, რომელსაც დასამუხტად (ენერგიის წყაროდ) სჭირდება დღის შუქი ან სინათლის სხვა წყარო. 


T / T25 -  წარწერა T ნიშნავს, რომ მანათობელ ელემენტებზე ფოსფორის შემცველობა უსაფრთხო ნორმაზე მეტია. ხოლო წარწერა T25 ნიშნავს, რომ მანათობელ ნივთიერებაში ფოსფორის შემცველობა არის 25 mci-ზე ნაკლები.


Antimagnetic - საათი არ განიცდის მავნე მაგნიტური ველების მოქმედებას, რომლისგანაც დაცულია საათის ძირითადი კვანძები - ბალანსი-სპირალი და მოსამართი ზამბარა.


Antishock - საათში არის ამორტიზაციის სისტემა, იგი იცავს ბალანსის ღერძს - რომელიც მექანიკური შოკის მიმართ მექანიზმის ყველაზე მეტად მგრძნობიარე ნაწილია.


Chronometer - საათმა გაიარა ოფიციალური ტესტირება დამოუკიდებელ კვლევით ცენტრში და არის სერთიფიცირებული (სერთიფიკატი უნდა შედიოდეს კომპლექტში).


Geneva Seal - წარწერა საათს ენიჭება ჟენევაში განთავსებული ფაკულტატური კონტროლის ბიუროს მიერ. წარწერა Geneva Seal ან Poincon de Geneve საათებს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოებულია ჟენევაში.

ამასთან, საათის მექანიზმს ენიჭება ნუმერაცია. საერთო ჯამში არსებობს ხარისხის 12 მკაცრი კრიტერიუმი, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული საათები.


Jewels - ქვები საათის მექანიზმში - ნამდვილი ძვირფასი ქვები (ლალი, ალმასი, საფირონი).  ეს ქვები ემსახურება ხახუნის შემცირებას, კბილანა ბორბლების ღერძების დამაგრების ადგილებში.

რიცხვი მიუთითებს ქვების რაოდენობას. თანამედროვე საათებში, ქვების რაოდენობას ნაკლები პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია.


Perpetual Calendar - მუდმივი კალენდარი - საათის მექანიზმი ითვლის წელიწადის სრულ ციკლს, იცნობს ნაკიან დღეებს (თუ თვე 30 რიცხვითაა, არ სჭირდება 1 რიცხვზე ხელით გადაყვანა და ა.შ).


Regulateur - საათის, წუთებისა და წამების მაჩვენებელი გამოსახულია სამი ცალკეული ციფერბალტით. ეს კეთდება საათის სვლის სიზუსტის ამაღლებისთვის.


Chime - საათი რეკავს ყოველ 15, 30 წუთში ან საათში ერთხელ.

 

საათის ტექნიკური ტერმინლოგია - განმარტებები

 

– რეკომენდებული საათები –


ქვემოთ განთავსებულია შვეიცარული, იაპონური, გერმანული, ამერიკული და ჩინური ბრენდული საათების ფართო ასორტიმენტი ამერიკულ გიგანტ AMAZON.COM-ზე;

იქვე ნახავთ სმარტ საათების, ქალის Fashion საათების, კედლის საათებისა და მაღიძარების მრავალფეროვან არჩევანს.

ფასები მოცემულია AMAZON-ის რეგიონალური 30-60%-დე ფასდაკლებით.

 

საათები ამაზონზე
საათების ფართო ასორტიმენტი Amazon.Com-ზე
AMAZON.COM - ის პარტნიორული პროგრამა.©

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ